„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017120
48/ნ
25/05/2016
ვებგვერდი, 27/05/2016
430210000.22.022.017120
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №48/ნ

2016 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში (სსმ, №33, 19/03/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების  წესის მე-5 მუხლის:

1. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემას შეაქვს შესაბამისი ინფორმაცია ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.".

2. 61 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე