დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016388 |
|
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანებაში (სსმ III, 18.04.2007, №54, მუხ. 588) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით განსაზღვრული: |
1.
№1 დანართის (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა): |
ა)
მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“; |
ბ)
26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:
„
***** „ბირთვული მედიცინა“ განისაზღვროს „კლინიკური ონკოლოგიისა“ („ონკოლოგია“) და „რადიოლოგიის“ („სამედიცინო რადიოლოგია“) მომიჯნავე სპეციალობად.“. |
2.
№3 დანართის (საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის ინსტრუქცია): |
ა)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის სტაჟის (საექიმო სპეციალობებში – „გადაუდებელი მედიცინა“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის სტაჟი) მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით.“; |
ბ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სერტიფიცირებულმა სუბიექტმა, რომელსაც დასრულებული აქვს რეზიდენტურის სრული კურსი „საოჯახო მედიცინაში“ და გააჩნია სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება, საექიმო სპეციალობებში „შინაგანი მედიცინა“ და „პედიატრია“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი, რომლის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს საბჭო შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის და/ან სარეზიდენტო პროგრამის ავტორის (ავტორთა ჯგუფის) რეკომენდაციის გათვალისწინებით;“. |
გ)
მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები:
„121. ექიმებს, რომელთაც 2016 წლის 27 მაისამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი და/ან სუბსპეციალობის მოწმობა „რადიოიზოტოპური გამოკვლევა“, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ბირთვული მედიცინა“. 122. ექიმებს, რომელთაც 2007 წლის 18 აპრილამდე მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „რადიოლოგია“ ან 2007 წლის 18 აპრილის შემდეგ, „რადიოლოგიის“ სამწლიანი სარეზიდენტო პროგრამის დასრულების საფუძველზე, მიენიჭათ სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში – „სამედიცინო რადიოლოგია“ და გააჩნიათ ბირთვულ მედიცინის მიმართულებით სარეზიდენტო პროგრამის („ბირთვული მედიცინა“) ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში, მიეცეთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორცილების უფლება (სახელმწიფო სერტიფიკატი) საექიმო სპეციალობაში – „ბირთვული მედიცინა“, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში.“; |
დ)
მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:
„171. საექიმო სპეციალობაში – „ზოგადი ქირურგია“ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც ფლობს სუბსპეციალობის მოწმობას – „ტრანსპლანტოლოგია“, უფლება აქვს, განახორციელოს ასევე თირკმლის გადანერგვა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის (სერტიფიკატი, მოწმობა, სპეციალიზაციის კურსის დასრულების ან სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც აღიარებს საბჭო.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები