„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5101-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018126
5101-IIს
27/05/2016
ვებგვერდი, 04/06/2016
040200010.05.001.018126
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“.

3. 72-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.“.

მუხლი 2

1. მუნიციპალიტეტების გამგებლებმა/მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იმ ინფორმაციის ან/და დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის კონსოლიდირებული სახით წარდგენა, რომლის/რომელთა წარდგენაც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებამდე, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების თანახმად, დაკისრებული ჰქონდათ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის (თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის)) რწმუნებულებს და რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილი არ ყოფილა.

2. 2014 წელს შექმნილი თვითმმართველი თემების გამგებლებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, გარდა შესაბამისი თვითმმართველი თემის შექმნამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის გამგეობის) იმ რწმუნებულის/რწმუნებულების ვალდებულებისა, რომლის/რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც 2014 წელს შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი.

3. 2014 წელს შექმნილი თვითმმართველი ქალაქების მერებმა უზრუნველყონ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის შექმნამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის გამგეობის) იმ რწმუნებულის/რწმუნებულების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის/რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც 2014 წელს შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი.

4. მუნიციპალიტეტების გამგებლებმა/მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყონ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების გამგეობის/მერიის მოხელეებისათვის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის წარმომადგენლისთვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის დებულებაში ცვლილების შეტანა.

5. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულო ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემისთანავე (გამოქვეყნებისთანავე) გადაუგზავნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ  შემთხვევებში გამგებელი/მერი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 მაისი 2016 წ.

N5101-IIს