დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5382-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.018132 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-200 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.“. 2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) პირველადი წყალმოსარგებლისათვის − კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურაა დამაგრებული;“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 8 ივნისი 2016 წ. N5382-IIს |
დოკუმენტის კომენტარები