საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5406-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018133
5406-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
200000000.05.001.018133
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდება, თუ მიმწოდებელმა ეს ქონება:

ჰ.ა) ამავე ფიზიკური პირისაგან მიიღო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;

ჰ.ბ) ამავე ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით შეიძინა აუქციონის ან სხვა წესით.“.

2. 309-ე მუხლის:

ა) 87-ე ნაწილის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა პროცედურების, ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უიმედო სესხად კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების პატიებისას (ჩამოწერისას) ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო მიზნებისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უიმედო სესხის კლასიფიცირებას ახორციელებს ამავე ნაწილში მითითებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ა.ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„შენიშვნა:

1. ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

2. ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ან ამ კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირებისათვის სასესხო ვალდებულების პატიების შემთხვევებზე.“; 

ბ) 88-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 ნაწილი: 

„881. კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითონ ერთობლივი შემოსავლიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციული ბანკის მიერ:

ა) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია სესხის შესაძლო დანაკარგების რეზერვი;

ბ) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივ შემოსავალში შეტანილი არ არის სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა.

შენიშვნა: ამ ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარება ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5406-IIს