„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 1-2, 22/01/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.060.05.001.000.187
  • Word
549
26/12/1996
პარლამენტის უწყებანი, 1-2, 22/01/1997
010.190.060.05.001.000.187
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 17 აპრილის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კანონის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები:

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით, – საქართველოს გენერალური პროკურორის ნებართვით, – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების სტადიაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.

კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით, მომკვლევი, გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის საქმის, მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.”.

2. კანონის 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით ცალკეული დავალებების შესასრულებლად მოიწვიოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სხვა უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში უნარჩუნდებათ ხელფასი და აუნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.”.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 26 დეკემბერი.

№549