საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5445-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018173
5445-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 29/06/2016
200000000.05.001.018173
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.“.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.“.

4. 188-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

6. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

7. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე ნაწილი:

„97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის  8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5445-IIს