საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5449-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.018189
5449-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
040000000.05.001.018189
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 12051 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობლის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედებს, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა,  შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით შეჩერებულად ითვლება. მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5449-IIს