დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016168 |
|
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, ს/კ: 010250050.35.174.016025) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეულ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა განისაზღვროს: ა) 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში – არაუმეტეს 25 ბავშვისა; ბ) 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში – არაუმეტეს 35 ბავშვისა; გ) 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში – არაუმეტეს 40 ბავშვისა; დ) 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში – არაუმეტეს 40 ბავშვისა;“ ბ) დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია გააგზავნოს მონაცემები, როგორც ახლად მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.“; გ) დადგენილებას დაემატოს 91 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 91. აღსაზრდელის ამორიცხვა აღსაზრდელის ზედიზედ 5 სამუშაო დღის, ხოლო თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში საბავშვო ბაგა-ბაღში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის მიერ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები