„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016890
206
26/08/2016
ვებგვერდი, 29/08/2016
010040000.22.033.016890
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №206-№ 482

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

  1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) M2, M3, N2 და N3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები – ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად.“.

2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51

1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელების, ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში წარდგენის რიგითობას არეგულირებს შემოსავლების სამსახური, ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებების დროებით გაჩერება შესაძლებელია იმ ავტოსადგომებზე (შემდგომში – ავტოსადგომი), რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

3. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

მუხლი 16

1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ  ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ.

4. ავტოსადგომზე შესვლისას,  შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი.

5. ქვითარზე დატანილი მონაცემები მიმდინარე რეჟიმში აისახება შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“.

6. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება.

7. საბაჟო გამშვებ პუნქტში ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული  ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი