„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 944
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.000.256
  • Word
944
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
310.090.000.05.001.000.256
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 I. „საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №№21-22, მუხ.463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა” და სიტყვა „რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით „საქართველო”, სიტყვა „მაგისტრალური” – სიტყვით „საერთაშორისო”, სიტყვა „რესპუბლიკური” კი – სიტყვით „შიდასახელმწიფოებრივი”.

2. პრეამბულის მე-3 აბზაცში სიტყვა „კატეგორიის” შეიცვალოს სიტყვით „მნიშვნელობის”.

3. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

4. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს კანონმდებლობა საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან”.

5. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვა „ხმაურდამცავი” შეიცვალოს სიტყვით „ხმაურდამხშობი”, ხოლო სიტყვები „დამჭერი ღობეები” – სიტყვით „ჯიბეები”.

6. ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სამეურნეო და ადმინისტრაციული მნიშვნელობით” შეიცვალოს სიტყვებით „თავისი მნიშვნელობის მიხედვით”; ამავე მუხლის მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს, მე-5 და მე-9 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4 და მე-10 პუნქტებად, მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებთან და რაიონების ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები”.

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მასობრივი”, „ნაკრძალების”, „რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებთან და”, „და სამდინარო”, ხოლო სიტყვების „მისასვლელები საერთაშორისო” შემდეგ დაემატოს სიტყვები „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი”; ამასთან, ეს ქვეპუნქტი ჩაითვალოს მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტად.

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც წესი, იგი გადაისინჯება ხუთ წელიწადში ერთჯერ”.

დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები;

ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;

გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები”.

ე) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება სამ წელიწადში ერთჯერ”.

7. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი”;

ამავე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ და მე-2 პუნქტებად.

8. მე-5 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის” შეიცვალოს სიტყვებით „უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა”; ამავე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „გ” და „დ” ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ბ” და „გ” ქვეპუნქტებად.

9. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მთავრობის” შეიცვალოს სიტყვებით „ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა”.

10. მე-9 და მე-10 მუხლების სათაურებში სიტყვები „საგზაო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის”.

11. ა) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:

„1. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს ერთიან პოლიტიკას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში”.

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მასში სიტყვები „საგზაო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით „საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს”; ამავე პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვა „საჭიროებების” შეიცვალოს სიტყვით „ინტერესების”, ხოლო „ე” ქვეპუნქტში სიტყვა „გაშვების” – სიტყვით „გატარების”.

12. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დეპარტამენტის ქონებაა მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსში”.

13. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქონების პრივატიზაცია”.

14. III თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა”.

15. მე-12 და მე-13 მუხლების სათაურებში სიტყვა „შენახვის” შეიცვალოს სიტყვებით „მოვლა-შენახვისა და განვითარების”.

16. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „რეკონსტრუქციის, შეკეთების” შეიცვალოს სიტყვებით „მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის”, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვები „შესაბამისი ნორმატიული აქტებით” – სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით”.

17. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „გზაზე გადასახადის” შეიცვალოს სიტყვებით „გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის”, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის”.

18. მე-15 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული”, ხოლო მე-3 პუნქტიდან – სიტყვა „არ”.

19. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „თ” და „ი” ქვეპუნქტებში სიტყვა „უნებართვოდ” შეიცვალოს სიტყვებით “ნებართვის გარეშე”.

20. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „თუ საჭირო გახდა” შეიცვალოს სიტყვებით „საჭიროების შემთხვევაში”.

21. მე-20 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ცუდი”.

22. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „დამცველი” შეიცვალოს სიტყვით „დამცავი”, ხოლო მე-3 პუნქტში სიტყვა „რეკონსტრუქციისას” – სიტყვით „მოდერნიზაციისას”.

23. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვის „გზებზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი.

№944–Iს