"პოლიციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"პოლიციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 946
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.000.257
  • Word
946
16/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
140.030.000.05.001.000.257
"პოლიციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

      საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 27 ივლისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9, მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით საქართველო”, ხოლო სიტყვები სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი“ სიტყვებით სამსახურებრივ-საშტატო იარაღი”.

2. მე-3 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები სახელმწიფოს მეთაურის და მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტის”, ხოლო მე-4 აბზაცში და 32-ე მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი“ სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის”.

3. მე-8 მუხლის მე-16 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს წინადადება “(ამ ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი)”.

4. მე-9 მუხლის მე-18 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მოვაჭრე მაღაზიის”.

5. მე-12 მუხლის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით”.

6. მე-13 მუხლის მე-10 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით”.

7. მე-16 მუხლის მე-7 აბზაცში სიტყვები მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვით პრეზიდენტი”.

8. 21-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები წესს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვებით წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით”.

9. 28-ე მუხლში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი”.

10. 31-ე მუხლის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით”.

11. ამოღებულ იქნეს 36-ე მუხლი.

12. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 16 ოქტომბერი

№946-Iს