დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ენერგეტიკის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/10/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.350.000.05.001.000.258 |
საქართველოს კანონი
,,ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. ,,ენერგეტიკის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., (20, მუხ.436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები ,,საქართველოს რესპუბლიკა” და სიტყვა ,,რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვით ,,საქართველო”.
2. პრეამბულაში სიტყვები ,,სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა” შეიცვალოს სიტყვებით ,,აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა”.
3. პირველი მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები ,,მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვით ,,პრეზიდენტი”.
4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცი დაინომროს არაბული ციფრით ,,2”, ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მასში სიტყვები ,,დარგის მმართველი სახელმწიფო ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო”; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3 და მე-4 პუნქტებად.
5. ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:
,,1. ენერგეტიკის დარგს მართავს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონის, თავისი დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად”.
ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები გაერთიანდეს, ჩაითვალოს მე-7 პუნქტად და მასში სიტყვის ,,საფუძველზე” შემდეგ სიტყვები ,,ენერგეტიკის დარგის” შეიცვალოს სიტყვით ,,ამ”.
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც კანონის საფუძველზე გამოსცემს ნორმატიული ხასიათის ბრძანებებს”.
დ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ამუშავებს ენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. სამინისტროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი”.
ე) მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებად და მე-4 პუნქტში სიტყვები ,,ენერგეტიკის მართვის სახელმწიფო ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტრო”, ხოლო მე-6 პუნქტში სიტყვები ,,ენერგეტიკის მართვის სახელმწიფო ორგანოს” შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს”.
6. ა) მე-4 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებად.
ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,მმართველობის ადგილობრივი ორგანოები” შეიცვალოს სიტყვებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები”, ხოლო სიტყვები ,,მინისტრთა კაბინეტს”– სიტყვით ,,პრეზიდენტს”; ამავე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები ,,ნებართვას გასცემს და სხვა აქტებს აფორმებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით ,,ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, მე-5 პუნქტში სიტყვები ,,ადგილობრივი მმართველობის ორგანოები” შეიცვალოს სიტყვებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები”, მე-6 პუნქტში სიტყვები ,,მინისტრთა კაბინეტი” შეიცვალოს სიტყვებით ,,სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო”, ხოლო მე-7 პუნქტში სიტყვები ,,ფუნქციონირებას აჩერებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს პარლამენტი” შეიცვალოს სიტყვებით ,,ფუნქციონირების შეჩერება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
7. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ,,მინისტრთა კაბინეტის მიერ” შეიცვალოს სიტყვებით ,,საქართველოს კანონმდებლობით”.
8. მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,საგარეო ბაზარზე პირდაპირი გასვლის, აგრეთვე”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო პირველი პუნქტის მეორე აბზაცი დაინომროს არაბული ციფრით ,,2”, ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ენერგიის ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ხელს უწყობს ენერგორესურსების ექსპორტ-იმპორტსა და სატრანზიტო გადაზიდვების განვითარებას”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№951-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები