დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017156 |
|
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110527015, 02/06/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016129) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის:
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
,, 8. მანდატური ვალდებულია ითანამშრომლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომში – მანდატურის სამსახური) მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მათთვის ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.“.
2. მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის
,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
,,რ) მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოსთან თანამშრომლობისათვის თავის არიდება ან/და თანამშრომლობაზე უარი მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს მიერ თავისი საქმიანობის განხორციელების დროს;“.
3. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მანდატურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეს/სტუდენტს, მასწავლებელს/ლექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულებს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელს , წერილობითი ფორმით (წარდგინებით), რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი ინფორმაცია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მანდატურის სამსახურის უფროსს (შემდგომში – სამსახურის უფროსი) შეუძლია დისციპლინური საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მანდატური ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მანდატურს უნარჩუნდება ხელფასი.“;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანო განიხილავს დისციპლინური გადაცდომის იმ სახეებს, რომელიც ეხება სამსახურიდან დათხოვნის (გათავისუფლების) და 10 დღის ხელფასის დაქვითვის საკითხს, სხვა დისციპლინური პასუხიმგებლობის სახეების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი, მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე (მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს დასკვნა სამსახურის უფროსისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის).“
.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები