საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021869
  • Word
1456
21/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021869
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1456  

 2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1.„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსათვის დადგენილ ვადებში გადმოცემის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ზემოხსენებული განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელი 5 000 000 ევრო და მათი ზედამხედველობის საფასური 2017-2026 წლებისათვის გაითვალისწინოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადებისას, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

2. პროექტის განხორციელების პირობები და ეტაპები განისაზღვრება „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულებისა და ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, რომელშიც დაფინანსების მოცულობები განსაზღვრულია ქვეყნის მაკრო-ფისკალური პარამეტრების, მომდევნო წლებში სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრიორიტეტების გათვალისწინებით.

3. ლევილის (Leuville-sur-Orge) მუნიციპალურ სასაფლაოზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართველ მამულიშვილთა საფლავების რესტავრაციის მიზნით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განახორციელოს საფრანგეთის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურული ღონისძიებები (ნებართვა და სხვ.).

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სარესტავრაციო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადებისას, უზრუნველყონ 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გათვალისწინება.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უზრუნველყოს სახელმწიფო ხაზინაში სადეპოზიტო ქვეანგარიშის გახსნა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრების გარდა, მომავალში სავარაუდოდ აუცილებელი სხვა თანხების მოზიდვისა და აკუმულირების მიზნით. ამ ანგარიშიდან სახსრების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი

 

დანართი

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ფაზები (2017-2026)

 

ცხრილი 1 - პროექტის ძირითადი კომპონენტები და წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე გამოსაყოფი ჯამური თანხები (2017-2026 წ.წ.)

 

პროექტის ძირითადი კომპონენტები

სავარაუდო

ღირებულება

(ევრო)

ლევილის მამულის შატო

          2 100 0 00

ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ე.წ. ქვაფენილიანი ეზო

250,000

მამულის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია

(გუშაგის საცხოვრისი, ვიზიტორთა პარკინგი და სხვ.)

250,000

მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა პარკში

500,000

სტუმრის ოთახები და საცხოვრისები, ქართული აკადემიის სახელოსნოები (ე.წ. ჰამოსა და ორანჟერეის ტერიტორიები)

1,000,000

პარკის გაშენება/მოწყობა, ოდა სახლი

400,00 0

სხვა ხარჯები (მათ შორის, უსაფრთხოების, გალავნის აღდგენის, პროექტირების, ზედამხედველობის ჰონორარის და სხვ.)

1,100,000

 

 

სულ (დღგ-ისა და ჰონორარების ჩათვლით)

5 600 000.

 

 

ცხრილი 2 - წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე გამოსაყოფი წლიური თანხები (2017-2026 წ.წ.)

 

წელი

2017

2018

2019

2020

2021

2022

2023

2024

2025

2026

თანხა

(ევრო)

451,000

741,000

651,000

701,000

701,000

651,000

551,000

451,000

401,000

301,000.

 

 

 

 

 

 

ცხრილი 3 - პროექტის განხორციელების ძირითადი მიმართულებები (2017-2026 წ.წ.)

 

წლები

ძირითადი მიმართულებები

შენიშვნა

2017

სატენდერო და ადმინისტრაციული ღონისძიებები

 

 

ტექნიკური დავალების მიცემა და საპროექტო სამუშაოები

 

 

 შატოს წყლისგან გათავისუფლების/პირველადი

აუცილებელი სამუშაოები

 

 

5 საცხოვრებელი ოთახის მშენებლობა/მოწყობა

 

 

უსაფრთხოების ღონისძიებები (კამერები და სხვ.)

 

2018

შატოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები

 

 

გუშაგის ბინის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

 

 

გალავნის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია

 

 

სტუმრის ოთახების მშენებლობა/მოწყობა

 

2019

შატოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები

 

 

სტუმრის ოთახების მშენებლობა/მოწყობა

 

2020

შატოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები

 

 

სტუმრის ოთახების მშენებლობა/მოწყობა

 

2021

შატოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები

 

 

სტუმრის ოთახების, სახელოსნოების მშენებლობა/მოწყობა

 

2022

შატოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები

 

 

სტუმრის ოთახების, სახელოსნოების მშენებლობა/მოწყობა

 

 

პარკში დარბაზის მშენებლობა

 

2023

სტუმრის ოთახების, სახელოსნოების მშენებლობა/მოწყობა

 

 

პარკში დარბაზის მშენებლობა

 

 

ბიბლიოთეკის, მედიათეკის, ე.წ. ქვაფენილიანი

ეზოს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მოწყობა

 

 

პარკინგის მოწყობა

 

2024

პარკში დარბაზის მშენებლობა

 

 

ბიბლიოთეკის, მედიათეკის, ე.წ. ქვაფენილიანი

ეზოს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მოწყობა

 

 

პარკინგის მოწყობა

 

2025

პარკის გაშენება/მოწყობა

 

 

კაფე-რესტორნის მოწყობა

 

2026

პარკის გაშენება/მოწყობა, ოდა სახლი

 

 

კაფე-რესტორნის მოწყობა.