„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-35/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 09/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016400
01-35/ნ
09/08/2016
ვებგვერდი, 09/08/2016
280080020.22.035.016400
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-35/ნ

2016 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) დამტკიცებულ დანართ №1-ში (მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე.“.

2. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია  და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ჩაერიცხა რომელიმე წევრისთვის გათვალისწინებული ზედმეტი თანხა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების  ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაქვითოს გარდაცვლილი ან გასული წევრისთვის  ზედმეტად გადარიცხული თანხა ოჯახის მიერ მისაღები საარსებო შემწეობის თანხიდან,  გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან,  სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის  მომდევნო  თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), ხოლო შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის  სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება  გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან,  სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის  მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით,  ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 9 აგვისტოდან. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივალერი კვარაცხელია