„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1632
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022009
  • Word
1632
04/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
000000000.00.003.022009
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1632

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბეღლევის, ბოსლევისა (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანოს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის ახალი სვირის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალაურისა და ვაჩნაძიანის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის კახიფარის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „ე) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომისჯვრის, ლავრისხევისა და წინარეხის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების: მეტეხის, ზემო ჩოჩეთის, გომის, ნიაბის, ახალქალაქის, დოესის, თელიანის, ზემო ხანდაკის, იგოეთისა და მრგვალის ჭალას გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: შრომის, წვერმაღალასა და ლიხაურის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალწმინდას, ქვემო აკეთის, აცანას, ჯაპანას, ქვიანის, ჭყონაგორას, ჩოლობარგისა და ნიგოითის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „მ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების: გელათის, მოწამეთასა და ახალსოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ნ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკრას, უფლისციხესა და ქვახვრელის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „ჟ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაისუბნის, პატარაგორის, გელათის, განათლებასა და ზემო და ქვემო მსხალგორის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:

„ღ) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნოსირის, შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოსა და ახალსოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ყ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების: გოგნის, სკანდეს, ჩიხორის, დელტასუბნისა და შიმშილაქედის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 შ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლის ერისიმედის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ჩ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: შიბლიანის, ზემო ყანდაურისა და უჰარმის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ც) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: თიცის, შოროხის (სარუსო), ჩანტლისყურეს, საბიეს, ალამტის, შაქრიანისა და ზინობიანის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 ძ) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლის სამწევრისის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

 წ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: დიდი და პატარა სატივეს, ახალსოფლისა და აგარების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება.“.

 3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ეთხოვოთ ზესტაფონის, გურჯაანის, ზუგდიდის, ახმეტის, კასპის, გარდაბნის, წყალტუბოს, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ტყიბულის, გორის, მცხეთის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, ვანის, მარტვილის, თეთრიწყაროს, ადიგენის, წალენჯიხის, სენაკის, თერჯოლის, სიღნაღის, საგარეჯოს, ყვარლის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

   4. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

    „7. საჭიროების შემთხვევაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დამატებითი თანხის გამოყოფა და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კაპიტალში შეტანა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                             გიორგი კვირიკაშვილი