დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 03/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.060.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №320
2003 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საზედამხედველო საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 იანვრის №15 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №24, გვერდი 100) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 დეკემბრის №775 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტექზედამხედველობას აქვს რეგისტრირებული საკუთარი ნიშანი, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“.
2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. შეასრულოს საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური ექსპერტიზა და მონაწილეობა მიიღოს ობიექტის პროექტის სახელმწიფო ტექნოლოგიურ ექსპერტიზაში.“.
3. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დადგენილი წესით მოახდინოს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ან ქვეყნიდან გასატანი საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოსაყენებელი ტექნიკური მოწყობილობის, ნაკეთობისა და მომსახურების სავალდებულო სერტიფიცირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.“.
4. მე-14 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ბირთვული, რადიაციული და სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების მქონე ობიექტების საქმიანობას ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში, ატომური და თბოენერგეტიკის ობიექტებისათვის საჭირო აპარატურისა და ხელსაწყოების კონსტრუირება-დამზადებას ტექნიკური მიღების ჩათვლით;“.
5. მე-15 პუნქტის „ბ“, „ე“, „ვ“ და ახალი „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აწარმოებს საშიში საწარმოო ობიექტების სახელმწიფო რეესტრს;
ე) ასრულებს საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკურ ექსპერტიზას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექციის საზედამხედველო იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აძლევს საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან, კონსტრუირებასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის დამზადებასა და მონტაჟთან, მომსახურებასა და რემონტთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის შესრულებასთან, მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენებასთან (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა), სახელმწიფოს დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირებასთან, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვას;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ტექნიკური მოწყობილობისა და ნაკეთობების ჩამონათვალსა და მასში ცვლილებებს ადგენს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით.“.
6. 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. ინსპექციის სტრუქტურა
ა) სამთო საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – სამთო, კერძოდ მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მოპოვებითი და გადამმუშავებელი საწარმოების, საბადოთა ექსპლუატაციის პროცესში გეოლოგიურ-სამარკშაიდერო სამსახურების საქმიანობის, გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობების, გამოქვაბულების (მღვიმეების) ექსპლუატაციის, მეტრომშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველო – სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან (ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდა, დამზადება, გადაზიდვა, შენახვა, გამოყენება, შეძენა, რეალი-ზაცია, შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, გატანა მის ფარგლებს გარეთ, რეექსპორტი და ტრანზიტი) დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელება;
გ) ტყიბულ-ტყვარჩელის ქვანახშირის შახტებსა და სამთო საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ქვანახშირის შახტებისა და ტყიბულის რეგიონში განთავსებული სამთომოპოვებითი და გადამ-მუშავებელი საწარმოების ექსპლუატაციის, ექსპლუატაციის შეწყვეტის, გაუქმებისა და კონსერვაციის პროცესში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობის განხორციელება;
დ) ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და სამთო საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – მანგანუმის საბადოსა და ჭიათურა-საჩხერის რეგიონში განთავსებული სამთომოპოვებითი და გადამმუშავებელი საწარმოების ექსპლუატაციის, ექსპლუატაციის შეწყვეტის, გაუქმებისა და კონსერვაციის პროცესში სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობის განხორციელება;
ე) ამწე მექანიზმების, საქვაბე დანადგარებისა და თბოელექტროსადგურების ზედამხედველობის სამმართველო – საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტების, ესკალატორების, საბაგირო გზების, ფუნიკულიორების, თბოელექტროსადგურებში თბოენერგეტიკული (გარდა ელექტროე-ნერგეტიკული) დანადგარების დამზადების, მონტაჟის, რემონტისა და ექსპლუატაციის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) ბუნებრივი, თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველო – გაზმომარაგების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის, თხევადი გაზის (პროპანბუტანის) და დაწნეხილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და შენახვა-გამოყენების, ავტომობილების თხევადი და ბუნებრივი გაზით ამვსები სადგურების მონტაჟისა და ექსპლუატაციის, გაზის აპარატურის დამზადებისა და მონტაჟის ზედამხედველობის განხორციელება;
ზ) საშიში ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობის სამმართველო – რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობის მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გამოყენებული სისტემებისა და მოწყობილობების ზედამხედველობის განხორციელება, აგრეთვე სახელმწიფო დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირების ნებართვების გაცემა;
თ) ქიმიურ, მეტალურგიულ და აფეთქებახანძარსაფრთხიან საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობქიმიური, ქიმიურ-ფარმაცევტული, ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური საწარმოების, ამიაკის სამაცივრო დანადგარების, საშიში ქიმიური ნივთიერებების საწყობების, მარცვლეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, მცენარეული ნედლეულისა და მზა პროდუქციის სილოსური და ბუნკერული ტიპის საწყობების უსაფრთხო ექსპლუატაციის ზედამხედველობის განხორციელება;
ი) ნავთობისა და გეოლოგიის საწარმოთა ზედამხედველობის სამმართველო – ნავთობგაზმომპოვებელ და გადამმუშავებელ საწარმოებში, ნავთობპროდუქტსაცავებისა და მიღება-გაცემის პუნქტებში, თხევადი ქლორის მომხმარებელ ობიექტებზე სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებისა და მაგისტრალური ნავთობ- და ნავთობპროდუქტსადენების ზედამხედველობის განხორციელება;
კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ცენტრი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელება და აღნიშნულ სფეროში ნებართვების გაცემა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოების ზედამხედველობის სამმართველო – ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საშიში საწარმოო ობიექტების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების ზედამხედველობის განხორციელება;
მ) ტექნიკური, სერტიფიკაციის და ნებართვების სამმართველო – ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების მიერ საზედამხედველო საქმიანობის დაგეგმვის საერთო კოორდინაციის, მათი საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი შედეგების, საშიშ საწარმოო ობიექტებზე ავარიულობისა და ტრავმატიზმის ანალიზის, ამ ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემის კოორდინაციის განხორციელება; საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული და სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ტექნიკური მოწყობილობისა და ნაკეთობების ჩამონათვალისა და მასში ცვლილებების დადგენა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით;
ნ) კადრების და იურიდიული სამმართველო – საორგანიზაციო-საკადრო მუშაობის ორგანიზება, მათი სტრუქტურული სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება, საკადრო რეზერვის ფორმირება; ინსპექციის სისტემაში არსებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და ანალიზი, მათი სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება, სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში ინსპექციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
ო) საფინანსო განყოფილება – საფინანსო გეგმებისა და ბიუჯეტის შემუშავება, გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინსპექციის მისამართი: 0112, ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზირი №14.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები