დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016234 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:
|
1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში (სსმ 19.09.2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
ა)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამუშაოს მაძიებელ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება;“; |
ბ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები:
„გ1) სააგენტოს სერვისებით მოსარგებლეთა კონსულტირება და ხელშეწყობა/ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;“; გ2) ქვეყნის ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება და ინფორმირებულობა/ხელშეწყობა;“; |
გ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) შრომის ბაზრის კვლევა; ზ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების შედეგად დასაქმებულთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შევსება/განახლება;“; თ) საჯარო და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების კონსულტირება სააგენტოს სერვისებით სარგებლობის შესახებ/საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა;“; |
დ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი:
,,ი1) სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზის შესაბამისად გაწეული სერვისების შესახებ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების წარმოება;“; |
ე)
მე-2 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საჯარო და კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;“; |
ვ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ ქვეპუნქტი:
,,კ1) ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;”; |
ზ)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ინოვაციური იდეების შემუშავება და სერვისების მუდმივი განვითარება.“; |
თ)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული (ბიზნეს-რეესტრის) მონაცემების გამოთხოვა და გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;”; |
ი)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:
,,თ1) არსებული პერსონალისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა;“; |
კ)
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სააგენტოს მიზნების მისაღწევად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები