დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.18.011.016204 |
|
„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №26/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი სარეგისტრაციო ფორმის მიღებიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის და რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის საფირმო სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.“
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 42 პუნქტი:
„42. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს უარი უთხრას ფულადი გზავნილების განმახორცილებელი პირის რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული პირის, მისი პარტნიორის/აქციონერის ან დირექტორის მიერ არ არის გადახდილი რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:
„71. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციის გაუქმებაზე: ა) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა; ბ) თუ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისათვის მიმდინარეობდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები