„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016685
184
12/10/2016
ვებგვერდი, 12/10/2016
110060000.22.027.016685
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №184

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №64 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.22.027.016569) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით.

8. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სპეციალისტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი)  შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, აგრეთვე საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული (ამოღება, დათვალიერება, წარმოდგენა და სხვა) ნივთების, დოკუმენტებისა და სხვა მასალების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი