დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 4-ის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022456 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2261
2016 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
GG-B-UCF მერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 4-ის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-UCF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის შესახებ“ ხელშეკრულების დამატება 4.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული მომსახურების მიღება.
3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 28 ოქტომბრიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები