შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022447
  • Word
2267
27/10/2016
ვებგვერდი, 07/11/2016
000000000.00.003.022447
შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2267

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

       1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „პარკ ჰოტელს“ (ს/კ: №405030327), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს       ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩა №50-ში (მინწყლებისა და დასვენების პარკი), 3309 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – ფანჩატური – 53.66 კვ.მ, №2 – ღია აუზი – 21.53 კვ.მ, №3 – ღია აუზი – 53.24 კვ.მ, №4 – ღია აუზი – 16.53 კვ.მ , №5 – არასაცხოვრებელი – 67.66 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.25.01.675).

       2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

       ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოვლა-პატრონობა და ამავე უძრავ ქონებაში მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებული მდგომარეობით შენარჩუნება;

       ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან უზუფრუქტის უფლების მოქმედების განმავლობაში, წლის ნებისმიერ მონაკვეთში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში არსებული აუზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები პირების უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა.

       3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს „პარკ ჰოტელსა“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება/მემორანდუმი.

       4 . ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ - მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი