,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 491
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 03/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.5.002.002
  • Word
491
30/09/2003
სსმ, 114, 03/10/2003
010.240.030.5.002.002
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №491

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია და სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალურ ინსპექციად“ და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია“.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექციისათვის“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის“ ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციისათვის“ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის“ ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა.

3. „საქართველოს სანიტარიული კოდექსის“ შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის 411 ბრძანბულებით (სსმ III, 19.10.2000წ., №112, მუხ.798) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:

ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი;

ბ) სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი;

გ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტი;

დ) არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი;

ე) სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექცია;

ვ) შრომის ინსპექცია;

ზ) დემოგრაფიის დეპარტამენტი;

თ) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი;

ბ) დასაქმების სახელმწიფო სამსახური;

გ) ექსპერიმენტული ნევროლოგიის ს/კ ცენტრი;

დ) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

ე) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

ვ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი;

ზ) საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;

თ) საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი;

ი) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი;

კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექცია;

ლ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია;

მ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი;

ნ) ფარმაკოპეის კომიტეტი;

ო) ფარმაკოლოგიური კომიტეტი;

პ) ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი.“.

4. ბრძანებულების ამოქმედებისთანავე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ა. გამყრელიძემ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ინსპექციისა“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის“ დებულებების დამტკიცება და ამ იურიდიული პირების წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

ე. შევარდნაძე