დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N 433101895) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 995-1კ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №995-სკ
2016 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N433101895) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 481 მუხლის, „კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 20 მაისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის და „საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „საფინანსო კომპანია საქართველო“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N433101895) აღიარებულ იქნეს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად.
2. შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაევალოს ამ განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
3. აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარისათვის მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები