საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 14/137614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14/137614
09/12/2016
ვებგვერდი, 14/12/2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,   2016  წლის 1 იანვრიდან 2016  წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი:

     2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 151 (ას ორმოცდათერთმეტი) წერილობითი მოთხოვნა. მათგან ამომწურავი პასუხი გაეცა 136 (ას ოცდათექვსმეტი) განმცხადებელს;

6 (ექვსი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილი ინფორმაციის საგადასახადო საიდუმლოებად მიჩნევის გამო;

4 (ოთხი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, საქართველოს          კონსტიტუციის 41-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის გამო;

1 (ერთი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას;

მიმდინარე შესრულების პროცესშია 14 (თოთხმეტი) განცხადება;

2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 2 (ორი) ადმინისტრაციული           საჩივარი. საჩივრების           ავტორებს უარი ეთქვათ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნდა განმცხადებლებს.

საანგარიშო   პერიოდში,   საქართველოს   ფინანსთა   სამინისტროს   იურიდიულ დეპარტამენტში არსებული სასამართლო საქმეების აღრიცხვის საინფორმაციო სისტემაში, ფინანსთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არსებულ დავებთან დაკავშირებით, რეგისტრირებულია 2 (ორი) მიმდინარე სასამართლო            დავა    თბილისის საქალაქო            სასამართლოს            ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშ . ერთ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელებული  ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაცემა. ხოლო მეორე მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა       სამინისტროს           დაევალოს      გადასახადის  გადამხდელების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე      წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელისათვის მიეწოდებინა აღნიშნული ინფორმაცია.

საქართველოს    ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია;

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს საქმისწარმოებისა          და  ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემები (eDocument , EHRMS ), შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მისდამი         დაქვემდებარებული სამსახურები ყოველდღიურ   სამუშაო  პროცესში   მატერიალურ   ბაზებთან   ერთად   იყენებენ საჯარო            მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, კანონით      გათვალისწინებულ შემთხვევებში აგროვებენ, ამუშავებენ         და ინახავენ            საჭირო პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამინისტროში დასაქმებულ პირთა პერსონალური ინფორმაცია გაიცა თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით 2 (ორი) შემთხვევაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგენს საჯარო            ინფორმაციის            ხელმისაწვდომობასა            და            ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი თეონა ჯინჭარაძე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:

2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით        საქართველოს ფინანსთა      სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 13 (ცამეტი) განცხადება და ყველა მათგანზე გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური:

2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით სულ შემოვიდა 47 (ორმოცდაშვიდი) წერილობითი მოთხოვნა. მათგან 44 (ორმოცდაოთხი) წერილს გაეცა            პასუხი, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

შესრულების პროცესშია 2 (ორი) მოთხოვნა. უარი ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა 1

(ერთი) განმცხადებელს.

შემოვიდა 1 (ერთი) საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს სახაზინო სამსახურში წარმოადგენს სამსახურის უფროსი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა სახაზინო სამსახურში არ დაფიქსირებულა.

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

საანგარიშო პერიოდში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით, არავის მოუმართავს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური:

შემოსავლების   სამსახურში   2016   წლის   პირველი   იანვრიდან   09   დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 1347 (ათას სამას ორმოცდაშვიდი) განცხადება, აქედან:

მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი     ეთქვა  -  196   (ას ოთხმოცდა თექვსმეტი) განმცხადებელს; დაკმაყოფილდა - 1051 (ათას ორმოცდა თერთმეტი) განცხადება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 100 (ასი) განცხადება;

 

სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო:

2016   წლის   01   იანვრიდან   -   2016   წლის   08   დეკემბრის   ჩათვლით,   საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 70 (სამოცდაათი) განცხადება, აქედან: 62 (სამოცდაორი) შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გაიცა;

3  (სამი) შემთხვევაში განმცხადებელს ნაწილობრივ უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“         საქართველოს            კანონის          შესაბამისად,  მიეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას; დანარჩენი ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილში, განცხადებები დაკმაყოფილდა;

4 (ოთხი) შემთხვევაში განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას;

1   (ერთი)   განცხადებით   (რომელიც   სააგენტოში   შემოსულია   2016   წლის   30

ნოემბერს) მოთხოვნილი ინფორმაცია დამუშავების პროცესშია.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ 2016 წლის განმავლობაში სააგენტოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის            მოთხოვნების            დარღვევის     გამო, პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

 

სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური:

2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის 4 (ოთხი) მოთხოვნა, მათ შორის, 3 (სამი) მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის 2013 წლის 03 დეკემბრის №75 ბრძანებით დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის       პროაქტიულ  გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის,       სამსახურის ადმინისტრაციული    დეპარტამენტის უფროსის, ჯაბა ხმალაძის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

     1 (ერთი) მოთხოვნის შემთხვევაში,            სამსახურის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის            უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან „კრიტიკული ინფორმაციული       სისტემის სუბიექტების      ნუსხის დამტკიცების           შესახებ“ საქართველოს მთავრობის   2014   წლის   29 აპრილის №312 დადგენილების შესაბამისად, სამსახური წარმოადგენს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს. აღნიშნული          გარემოების გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, გაეცა მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო სამსახურის ბალანსზე არსებულ ლიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებსა და გარე პროვაიდერებისაგან მიღებულ IT მომსახურებასთან, არალიცენზირებულ            კომპიუტერულ პროგრამებთან, სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურასთან, აგრეთვე, გარე წყაროდან (ე.წ. აუთსორსით) მიღებულ მომსახურებასთან, ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის გაცემით შესაძლებელი      იყო, იდენტიფიცირებადი    გამხდარიყო   სამსახურის ტექნოლოგიები, ქსელური და ინფრასტრუქტურული ტოპოლოგიები    და აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელი იყო, გამოყენებულიყო კიბერშეტევების ან/და სხვა მსგავსი ქმედებებისათვის, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა სამსახურის მიერ ოპერირებულ კრიტიკულ სისტემებს.

ამასთან, არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამსახურში არ მიღებულა. აგრეთვე, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა სამსახურში არ შემოსულა.

სამსახურში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument),         შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზის  შექმნა აღნიშნულ პროგრამაში ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.

სამსახურში   პერსონალური   მონაცემების   შეგროვება,   დამუშავება   და   შენახვა ხორციელდება სამსახურის საკადრო უზრუნველყოფის (მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) ფუნქციონირების), საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) ფუნქციონირებისა და ეფექტიანი         კომუნიკაციის უზრუნველყოფის,            აგრეთვე, საკუთრებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. ამასთან, სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის   პერსონალური           მონაცემები,   კერძოდ,         სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილისათვის გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, გაიცა 1 (ერთი) მოთხოვნის შემთხვევაში.

სამსახურში დასაქმებულების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სამსახურს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია. ამასთან, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამსახურში გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, არ გასაჩივრებულა, სამსახურს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, თანხები არ გადაუხდია.

 

სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემია:

2016 წლის 1 იანვრიდან –  2016 წლის დეკემბრამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული      კოდექსის მესამე თავის 49-ე            მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აკადემიის მიერ გაგზავნილ იქნა 15 (თხუთმეტი) წერილი საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირები .

 

დიმიტრი ქუმსიშვილი

მინისტრი