დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000120340.22.026.016446 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა, გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის (შემდგომში – J-4 დეპარტამენტი) მიერ დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სარგებლობაში არსებული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და სხვა უძრავ-მოძრავი (მათ შორის იარაღის) ქონების აღრიცხვა, მათ მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის, სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოთხოვნების წარდგენა J-4 დეპარტამენტში;“. ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე ქონებით, სათბობით, საკვებით, საწვავ-საპოხი მასალებით, კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით, J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს „შ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „შ) სარდლობისა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული დახმარების გაწევა; კომპეტენციის ფარგლებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.“. 3. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სარდალს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც სარდლის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლობის შტაბის უფროსი იმავდროულად არის სარდლის მოადგილე. მოადგილეების უფლება-მოვალეობანი და მათი საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საფინანსო სამსახური; ბ) სამხედრო გადაზიდვების და გადაადგილების საკოორდინაციო სამსახური; გ) შტაბი; დ) შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახური; ე) ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საინჟინრო ტექნიკის, საფრენი აპარატების და მცურავი საშუალებების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახური; ვ) მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური; ზ) ინფრასტრუქტურის სამსახური.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები: 1. საფინანსო სამსახური: ა) ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს სარდლობას დაქვემდებარებული ერთეულების ფინანსური უზრუნველყოფის გეგმას, ორგანიზებას უწევს მათ საფინანსო საქმიანობას; ბ) სარდლობის საფინანსო კმაყოფაზე არსებული ერთეულებისათვის საჭირო ფულადი სახსრების გამოყოფის მიზნით შუამდგომლობს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტთან, ახორციელებს სარდლობისა და დაქვემდებარებული ერთეულებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ანგარიშგებების განხილვასა და ნაერთი ბალანსის შედგენას, ასევე, აწარმოებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ყოველკვარტალურ საფინანსო აღრიცხვას; დ) უზრუნველყოფს ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების, აგრეთვე სარდლობის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას. 2. სამხედრო გადაზიდვების და გადაადგილების საკოორდინაციო სამსახური ახორციელებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, მშვიდობიან და/ან განსაკუთრებულ სიტუაციებში დასახული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების, პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვების დაგეგმვის ორგანიზებას სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 3. შტაბი ახორციელებს სარდლობისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საკადრო, უსაფრთხოების ღონისძიებების, საჯარისო სამსახურისა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფას; სარდლობის წინაშე დასახული ამოცანების დროულად დაყვანას შემსრულებლებამდე და შესრულების კონტროლს; სარდლობის სტრუქტურული ერთეულების და სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა სწავლებების (წვრთნების) დაგეგმვას და ჩატარების ორგანიზებას, დაცვისა და თავდაცვის ორგანიზებასა და კონტროლს; სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვას და კონტროლს; სარდლობის სანივთე-სამეურნეო ქონებით, სამხედრო-ტექნიკური, მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის დადგენილი წესით დაგეგმვას, შესრულების ორგანიზებას, კოორდინირებას და მონიტორინგს. 4. შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახური J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათი მარაგნაწილებით და საბრძოლო მასალებით დაკომპლექტებას; უზრუნველყოფს მათი მიღების, განთავსების და შენახვის ორგანიზებას; ახორციელებს შენახვაზე არსებული საბრძოლო მასალების მონიტორინგს, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების, კავშირგაბმულობის საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას, განაწილებას, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზებას; მონაწილეობას იღებს ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერის დოკუმენტების მომზადებაში. 5. შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) შეიარაღების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო სისტემებით/შეიარაღებით, სპეციალური შეიარაღებითა და დანადგარებით დაკომპლექტებას და დადგენილი წესით შეიარაღების მარაგების შექმნას; უზრუნველყოფს მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს ვადაგასული და უვარგისი შეიარაღების და საბრძოლო მასალების ჩამოწერის დოკუმენტების მომზადებაში; ბ) საბრძოლო მასალების აღრიცხვისა და მონიტორინგის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალებით დაკომპლექტებას და მარაგების შექმნას; უზრუნველყოფს მათი მიღების, განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას, შენახვაზე არსებული საბრძოლო მასალების მონიტორინგს; მონაწილეობას იღებს ვადაგასული და უვარგისი საბრძოლო მასალების ჩამოწერის დოკუმენტების მომზადებაში; გ) კავშირგაბმულობის საშუალებების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის და გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს კავშირგაბმულობის და რადიოლოკაციური საშუალებების, სანავიგაციო სისტემების, ორგტექნიკისა და მარაგნაწილების მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ორგანიზებას, მათი ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს ვადაგასული და უვარგისი კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამოწერის დოკუმენტების მომზადებაში. 6. ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საინჟინრო ტექნიკის, საფრენი აპარატების და მცურავი საშუალებების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახური J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკით, საავტომობილო და საინჟინრო ტექნიკით, სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური საშუალებებით, საფრენი აპარატებით და მცურავი საშუალებებით, მათი მარაგნაწილებით დაკომპლექტებას; უზრუნველყოფს მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში. 7. ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საინჟინრო ტექნიკის, საფრენი აპარატების და მცურავი საშუალებების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) ჯავშანტექნიკის აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკითა და მარაგნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი ჯავშანტექნიკის ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; ბ) საავტომობილო ტექნიკის აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს შეიარაღებული ძალების საავტომობილო ტექნიკითა და მარაგ ნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი საავტომობილო ტექნიკის ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; გ) საინჟინრო ტექნიკის, საფრენი აპარატების და მცურავი საშუალებების აღრიცხვის, ექსპლუატაციის და რემონტის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ტექნიკით, სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური საშუალებებით, საფრენი აპარატებით, მცურავი საშუალებებით და მარაგნაწილებით დაკომპლექტების უზრუნველყოფას, მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, ექსპლუატაციის კონტროლს, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი საინჟინრო ტექნიკის, საფრენი აპარატების და მცურავი საშუალებების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში. 8. მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე ქონებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სურსათ-სანოვაგით, სამზარეულო და სხვა ინვენტარით, სამეურნეო ქონებით; უზრუნველყოფს მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში. 9. მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) სანივთე ქონების აღრიცხვის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე ქონებით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი სანივთე ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; ბ) საწვავ-საპოხი მასალების აღრიცხვის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას საწვავ-საპოხი მასალებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი საწვავ-საპოხი მასალების და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; გ) სურსათ-სანოვაგის აღრიცხვის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგითა და სამზარეულო ინვენტარით, აწარმოებს მათი მიღება-განთავსებისა და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; დ) ინვენტარისა და სამეურნეო ქონების აღრიცხვის განყოფილება – J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ავეჯით, საყაზარმო ინვენტარით, სანივთე, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით, ახორციელებს მათი მიღება-განთავსების და შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში. 10. ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას, მართვის/განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადებას; J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებითა და აბანო-სამრეცხაო მომსახურებით; უზრუნველყოფს კომუნალური დანახარჯების აღრიცხვას, თავდაცვის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს და მათ ექსპლუატაციაზე კონტროლს, შესაბამისი სამუშაოების დაპროექტებას და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. 11. ინფრასტრუქტურის სამსახურის ქვედანაყოფებია: ა) უძრავი ქონების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული მიწის რესურსებისა და უძრავი ქონების, საბინაო ფონდების აღრიცხვას და კომპეტენციის ფარგლებში მათ რაციონალურ გამოყენებაზე კონტროლს, მართვის/განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადებას; მონაწილეობას იღებს მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში; ბ) კომუნალური მომსახურებისა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების აღრიცხვის განყოფილება ახორციელებს სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლს; ასევე, უზრუნველყოფს ყაზარმების არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადების ორგანიზებას; კონტროლს უწევს პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ორგანიზებასა და საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფების მუშაობას; აღრიცხავს კომუნალური რესურსების (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და სხვა სათბობ-ენერგეტიკული საშუალებები, წყალი, დასუფთავება) დანახარჯებს; გ) შენობა-ნაგებობების პროექტირების განყოფილება – ახორციელებს სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობების, სხვა შესაბამისი სამუშაოების დაპროექტებას და სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას; თავდაცვის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, მათი კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსებისა და საიმედოობის შეფასებას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საშიში სიტუაციებისას; სამინისტროს სისტემაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების პასპორტიზაციას, ფაქტიური სეისმომედეგობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გამაგრების ღონისძიებების საპროექტო რეალიზაციას; სამინისტროს სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეკონსტრუქციის, ასევე ახალი საპროექტო ობიექტების კონსტრუქციულ გადაწყვეტაში ინოვაციური მიდგომებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებას; სამინისტროს სისტემაში სამშენებლო უბნებზე შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადგენას.’’. 6. მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ტოპოგრაფიული სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მშვიდობიანობის, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს სისტემის უზრუნველსაყოფად ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება, განახლებული ციფრული და ანალოგიური ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, აერო და სატელიტური ფოტო მასალის მომზადება, ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, მათი აღრიცხვა და შენახვა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებული მარაგებიდან მოძველებული ტოპოგრაფიული რუკების მოხსნა და მათი ახალი გამოცემის რუკებით ჩანაცვლება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი; ასევე სამინისტროს პოლიგრაფიული მომსახურება, შეიარაღებულ ძალებში ტოპოგეოდეზიური მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა, სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა და დოკუმენტირება.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები