დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010050.11.004.016044 |
|
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველის მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. იმ უცხოური ვალუტისათვის, რომელზეც ეროვნული ბანკი არ ახდენს ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლარის მიმართ ასეთი უცხოური ვალუტის საბაზრო კურსის კროს-კურსები.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არის გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში სავაჭრო სისტემაში დადებულ სპოტ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ამ წესის მიზნებისათვის დადებულ გარიგებებში შედის: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული კომერციული ბანკების სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის სავაჭრო სისტემაში დადებული სპოტ სავალუტო გარიგებები.“.
3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) გარიგებები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ ჩაითვლება არასაბაზრო პირობებით დადებულ გარიგებად.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღეს ძალაშია ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით განსაზღვრული იმ დღისათვის დადგენილი გაცვლითი კურსები. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 3 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები