„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016927
6
13/01/2017
ვებგვერდი, 16/01/2017
200090000.22.033.016927
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №6

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის  XV თავის შემდეგ დაემატოს  XV1  თავი  შემდეგი რედაქციით:

 „თავი XV1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული  ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრის წესი

მუხლი 64 1. ამ თავის რეგულირების სფერო

წინამდებარე თავით რეგულირდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი დღგ-ით დაბეგვრის საკითხები.

მუხლი 64 2. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, კერძოდ:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური – საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს;

ბ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა.

გ) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი;

დ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

ე) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან,  მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;

ვ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

მუხლი 643მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის დღგ-ით დაბეგვრა

1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი, რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 252 მუხლის მიხედვით, რომლის შესაბამისადაც:

ა)  იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად);

გ) საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის  („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება.

მაგალითი N1

ფაქტობრივი გარემოება 

ნეტო მრიცხველის მონაცემების მიხედვით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის (შემდგომში – საცალო მომხმარებელი) მიერ კალენდარული თვეების მიხედვით გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობამ კალენდარული წლის მონაცემებით შეადგინა შემდეგი:

N

სასანგარიშო თვე

საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელ.ენერგია კვტ/სთ

საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელ.ენერგია კვტ/სთ

სალდო კვტ/სთ

წინა თვეში კრედიტის სახით ასახული კვტ/სთ

სალდო წინა თვის კრედიტის გათვალისწინებით

ფაქტობრივი დარიცხვა კვტ/სთ

1

იანვარი

50

260

-210

0

-210

210

2

თებერვალი

80

130

-50

0

-50

50

3

მარტი

90

70

+20

0

+20

0

4

აპრილი

130

240

-110

+20

-90

90

5

მაისი

140

105

+35

0

+35

0

6

ივნისი

90

65

+25

+35

+60

0

7

ივლისი

80

170

-90

+60

-30

30

8

აგვისტო

200

180

+20

0

+20

0

9

სექტემბერი

220

290

-70

+20

-50

50

10

ოქტომბერი

165

195

-30

0

-30

30

11

ნოემბერი

140

90

+50

0

+50

0

12

დეკემბერი

160

170

-10

+50

+40

0

წლის ჯამური მონაცემი

1545

1965

 

 

40

460

 

ანალიზი

იმის გათვალისწინებით, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატს შორის გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაანგარიშება რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით, მოცემული მაგალითის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, უნდა ვიხელმძღვანელოთ აღნიშნული დადგენილების 252 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების მიხედვით.

1. წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, პირველ, მე-2 და მე-10 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში  გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.  

შესაბამისად, ელექტროენერგიის ქსელში გადადინების შედეგად მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად.

მოცემულ საანგარიშო პერიოდებში:

საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ:  

იანვარში – 210 კვტ/სთ

თებერვალში – 50 კვტ/სთ

ოქტომბერში – 30 კვტ/სთ

2. მე-4, მე-7 და მე-9 თვეებში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობები ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე.  

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშსწორებო ქვითარში საცალო მომხმარებელს წინა საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის გადადინების შედეგად უფიქსირდება ელექტროენერგია კრედიტის სახით, გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობები აღემატება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ და კრედიტის სახით არსებულ ჯამურ რაოდენობას.  

 შესაბამისად, მიღებული სხვაობები ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად.

მოცემულ საანგარიშო პერიოდებში:

საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

განაწილების ლიცენზიატის მიერ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება, რაც წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტს. ამასთან, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარება გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების შედეგად წარმოშობილი მხოლოდ დადებითი სხვაობები, კერძოდ:  

აპრილში – 90 კვტ/სთ

ივლისში – 30 კვტ/სთ

სექტემბერში – 50 კვტ/სთ.

3. მე-3, მე-5, მე-8 და მე-11 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში არ უფიქსირდება კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგიები ჩაითვლება როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით.

მოცემულ საანგარიშო პერიოდებში:

საცალო მომხმარებლის მიერ მოცემულ საანგარიშო პერიოდებში ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის  შემთხვევაში).

ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

4. მე-6 თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდებში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში  უფიქსირდება მე-5 თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია - 35 კვტ/სთ.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია მეტია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წარმოშობილი ჭარბი ელექტროენერგია ჩაითვლება, როგორც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და წინა საანგარიშო პერიოდში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით აისახება შემდგომი თვის ანგარიშსწორების ქვითარში – კრედიტის სახით.

მოცემულ საანგარიშო პერიოდებში:

საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი არ აქვს, გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგია ითვლება განაწილების ლიცენზიატის მეირ შესყიდულად და საცალო მომხმარებლის მიერ მიწოდებულად (საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული ჭარბი ელექტროენერგიის  შემთხვევაში).

ამდენად, საცალო მომხმარებელს არ წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.

5. საანგარიშო წლის ბოლო თვეში – დეკემბრის თვეში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ამასთან, მოცემულ საანგარიშო პერიოდში საცალო მომხმარებელს საანგარიშსწორებო ქვითარში  უფიქსირდება ნოემბრის თვეში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგია – 50 კვტ/სთ.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის თვეში საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგია ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, წინა თვის საანგარიშსწორებო ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის გათვალისწინებით, საცალო მომხმარებელს საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება ელექტროენერგია კრედიტის სახით, რომელიც ჩაითვლება როგორც განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად.

მოცემულ საანგარიშო პერიოდში:

საცალო მომხმარებლის მიერ ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი. თუმცა, გასათვალისწინებელია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისთვის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება გათავისუფლდება დღგ-ისგან.

განაწილების ლიცენზიატის მიერ არ ხდება ელექტროენერგიის მიწოდება. შესაბამისად, არ წარმოიშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი