დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 761 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016608 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016411) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით.“. 2. მე-9 მუხლის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) აწესრიგებს დეპარტამენტის გამართული მუშაობისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხებს;“; ბ) „პ“–„ძ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;“; დ) „ჭ“–„ჰ4“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები