,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე``

  • Word
,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე``
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002
  • Word
160
11/05/2004
სსმ, 51, 14/05/2004
010.210.040.05.002.002
,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №160

2004 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №60 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწილი, 2004 წელი, №17, მუხ. 167) დამტკიცებულ ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-7 პუნქტის:

ა) „მ“ ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „სახელმწიფო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციას“, და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) სახელმწიფო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სახელმწიფო ჯილდოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პრემიების, იარაღით დაჯილდოების“, ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „აგრეთვე მასალების მომზადებას მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე“, და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) საქართველოს პრეზიდენტისათვის დასკვნების მომზადებას შემდეგ საკითხებზე: თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების და დათხოვნის შესახებ, მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის შესახებ, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიების, იარაღით დაჯილდოების, უმაღლესი სამხედრო, სამხედრო სპეციალური და სხვა სპეციალური, საპატიო წოდებების და უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ; აგრეთვე მასალების მომზადებას მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე“.

2. მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები: ,,საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“, და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან: ადმინისტრაციის უფროსი, პირველი მოადგილე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 თავი:

VII. კომისიები და საბჭოები

18. ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები.

19. კომისიისა და საბჭოს წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიისა და საბჭოს წევრები, გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისა, ინიშნებიან თავიანთი თანხმობით.

20. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიისა და საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით“.

მ. სააკაშვილი