დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 213 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016714 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016522) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროსა და ცენტრის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად – დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – საგრანტო პროგრამის განვითარება და კოორდინაცია;“. 2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;“. 3. მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას;“. 4. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები