დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016612 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016411) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:
„თავი V. გარდამავალი დებულებები მუხლი 15. უფლებამონაცვლეობის განსაზღვრა და ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება 1. დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 1 იანვრამდე გაფორმებულ სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში 2017 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველად, აგრეთვე მოთხოვნა-ვალდებულებების ნაწილში დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი. 2. დეპარტამენტის მიერ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) და საფინანსო-სამეურნეო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით შეიქმნას შესაბამისი კომისია (კომისიები).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები