დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016760 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016524) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია: ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება; გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმება; ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება; ვ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი; თ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; ი) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება; კ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე; ლ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება; მ) საკნის ტექნიკური დათვალიერება, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის, აგრეთვე მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 2. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება, როგორც წესი, ხორციელდება ხელბორკილის გამოყენების გარეშე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ, მისი საკნიდან გამოყვანისა და დაწესებულებაში გადაადგილებისას დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.“. 3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკანში მსჯავრდებულის, ხოლო სპეციალურ საკანში – ბრალდებულის, ყოფნის შემოწმება ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება საკანში.“. 4. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე, მისი შემოწმება განხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.“. 5. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი. 8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.“. 6. 39-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.“. 7. მე-40 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.“. 8. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ოპერატიულ ღონისძიებებთან ან შემთხვევებთან, როდესაც შემოღებულია დაწესებულების განსაკუთრებული პირობები.“. 9. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.“. 10. 91-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. წინა და ახალი სამორიგეო ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ: ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი მოუწოდებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემზადოს შემოწმებისთვის; ბ) წინა ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრი აღებს საკნის კარებს, ბრალდებული/მსჯავრდებული, ამ ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოდის საკნიდან, საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის წევრები, რა დროსაც ჯგუფის წევრები: ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას; ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.“. 11. 93-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იქმნება სარეზერვო ჯგუფი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები.“. 12. დანართი №2-ის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.“; გ) მე-10 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით).“; დ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.“. 13. დანართი №4-ის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტისა.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით).“; დ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები