„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016236
3
20/01/2017
ვებგვერდი, 25/01/2017
210020010.35.139.016236
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 20 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  14/06/2013, 210020010.35.139.016089) და დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5: შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 20 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 25 000 ლარი;

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 2 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 2500 ლარი;

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

4. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში - 250 000 ლარი;

5. ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელეტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5000  ლარი, დაბა ბაკურიანში 7500  ლარი;

7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში - ქ. ბორჯომში 5 000 ლარი, დაბა ბაკურიანში 7 500 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი).“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფერაძე