„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.019758
48
27/01/2017
ვებგვერდი, 30/01/2017
010120000.10.003.019758
„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2017 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018143) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის“:

 1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.“.

2. მე-9 მუხლის „ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი