„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016933
29
30/01/2017
ვებგვერდი, 31/01/2017
200090000.22.033.016933
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №29

2017 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 200090000.22.033.016112, 03.01.2011 წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს:
ა) დანართი №II-041 თანდართული რედაქციით;
ბ) შემდეგი შინაარსის 331 და 332 მუხლები:

„მუხლი 331. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია

ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობას საგადასახადო ორგანოში წარადგენს ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას  არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა №II-041 დანართის ფორმით.

 

მუხლი 332. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური  დეკლარაციის  შევსება

1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

5. დეკლარაციის III ნაწილის:                

ა) პირველ სტიქონში მიეთითება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი;

ბ) მე-2 სტრიქონში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სტ.2=სტ.1*7%).“.

2. 99-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მოქმედების ვადა სრულდება საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.“.

3. 112-ე მუხლის მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:

„21. 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხის დარიცხვა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათზე განხორციელდეს 2017 წლის 31 მარტის თარიღით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი