დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 260 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 09/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 70, 12/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.390.000.05.002.002 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2004 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 მაისის №161 ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სტრატეგიული დანიშნულების მოლსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე)
ივანე მერაბიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე)
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ვახტანგ გოლიაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
იოსებ მაზმიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიხეილ ქარელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში
ოთარ ქველიძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლერი ჭითანავა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში
2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ო. ქველიძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, ურთიერთგაცვლა და შესაბამისი ოპერატიული მომსახურება”.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები