„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.019772
63
06/02/2017
ვებგვერდი, 07/02/2017
330130000.10.003.019772
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-3 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრული სართული – სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ზედაპირის ნიშნულიდან ჭერის ზედაპირამდე 1.8 მეტრიდან 2.3 მეტრამდეა.“.

2. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. დაკავებულობა შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის, ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.“.

3. მე-3 მუხლის 69-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„69. სრული სართული – სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე არის 2,3 მეტრი ან მეტი.“.

4. მე-4 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) დაკავებულობის შეცვლა III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში;

ვ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ცეცხლმედეგობიანი გამმიჯნავების ცვლილების შემთხვევაში.“.

5. 25-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლე­ბა­მოვალეობანი

1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს:

ა) პირს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №61 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალისტს, რომელსაც აქვს არქიტექტორის აკადემიური ხარისხი და აქვს სპეციალობით, საპროექტო ან/და კვლევითი მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;

გ) ამ დადგენილების 53-ე მუხლის 52 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, რომელთა მშენებლობაც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ზედამხედველობაზე ამავე საფინანსო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შერჩეული კომპანიის სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს/კონსულტანტს, რომელიც ამზადებს საექსპერტო შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნაწილებზე, რომელიც უნდა ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;

დ) სამშენებლო საქმიანობის ექსპერტს, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხა­სიათს.

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:

ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;

ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;

გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;

დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;

ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;

ვ) მისაწვდომობის შეფასებას;

ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;

თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;

ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;

კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;

ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;

მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.

4. სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს, რო­მე­ლიც არის ან იქნება დაკავშირებული კონკრეტული ობიექ­ტის დაპროექტებასა და მშენებლობასთან, ასევე წარმოადგენს დაინტერესებულ ან ურთიერთდამოკიდებულ პირს ამ დადგენი­ლე­ბით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებებში, არა აქვს უფლება, განახორციელოს იმავე ობიექტთან დაკავშირე­ბული საექსპერტო შეფასება.“.

6. 26-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასე­ბას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული:

ა) III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან;

ბ) IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშე­ნებ­ლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები:

ბ.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შე­ფა­სება;

ბ.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება;

ბ.გ) არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან;

გ) V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემ­დეგი ნაწილები:

გ.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფა­სება;

გ.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონს­ტრუქციების საექსპერტო შეფასება;

გ.გ) დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საექსპერტო შეფა­სება;

გ.დ) არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით − განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების.“.

7. 26-მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №61 დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტის – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ (გარდა ამ დადგენილების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა).“.

8. 27-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული, V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (გარდა ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) მშენებლობის წარმოების ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილების (გარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა) მშენებლობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.“.

9. 47-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 47. არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა

1. II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს:

ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს:

ა.ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;

ა.ბ) ფურცლების ჩამონათვალს;

ა.გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს;

ა.დ) განმარტებით ბარათს, რომელიც მოიცავს დაგეგმარების მიზნების აღწერას:

ა.დ.ა) დაგეგმარების საფუძველსა და მიზნებს;

ა.დ.ბ) მიწის ნაკვეთის წერილობით აღწერას;

ა.დ.გ) პროექტის შინაარსობრივ აღწერას;

ა.დ.დ) შენობა-ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერას;

ა.დ.ე) დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერას;

ა.ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს:

ა.ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;

ა.ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს;

ა.ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით;

ა.ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს;

ა.ე.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს;

ბ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს:

ბ.ა) დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას;

ბ.ბ) კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს;

ბ.გ) სიმაღლის შეზღუდვებს;

ბ.დ) ფართობის შეზღუდვებს;

ბ.ე) გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს;

ბ.ვ) მოთხოვნებს გასასვლელებისადმი;

ბ.ზ) ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს;

ბ.თ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნებს;

ბ.ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს;

გ) სიტუაციურ გეგმას − მ 1:2000 ან მ 1:1000;

დ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით, თარიღის მითითებით);

ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (კოორდინატების მითითებით) − მ 1:500 ან მ 1:250:

ე.ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას;

ე.ბ) შენობა-ნაგებობების განთავსებასა და სიმაღლეებს;

ე.გ) მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა;

ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების განთავსების სქემას;

ე.ე) მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას;

ე.ვ) ზედაპირული წყლების მოცილების სქემას;

ვ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა − მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:

ვ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;

ვ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ;

ვ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად;

ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:

ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;

ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს;

ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5;

თ) შენობა-ნაგებობის ყველა ფასადს - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:

თ.ა) ფასადზე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს;

თ.ბ) მომიჯნავე შენობების არსებობის შემთხვევაში, განშლებს − მ 1:500 ან/და მ 1:200;

თ.გ) ფასადის მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5;

ი) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100:

ი.ა) დაკავებულობის დატვირთვებს;

ი.ბ) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს;

ი.გ) გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს;

ი.დ) გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს;

ი.ე) მისაწვდომობის სვლაგეზს;

ი.ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს;

ი.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს;

კ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20;

ლ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200:

ლ.ა) ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს;

ლ.ბ) გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს;

ლ.გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს;

მ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟსა და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ციფრული სახით, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირებისა თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერს RGB ან RAL კოდების მიხედვით;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, მაკეტს ან/და სამგანურ ხედ(ებ)ს ან/და ფოტომონტაჟს;

ო) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ, დამატებით მასალას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით.

3. ბეჭდური სახით წარდგენის შემთხვევაში − არქიტექტურული პროექტი წარდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი და მყარყდიან ალბომად აკინძული სახით.

4. თვითმმართველი ერთეულის (ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ქ. თბილისის მთავრობის) გადაწყვეტილებით, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, PDF ფაილის სახით.“.

10. 51-მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე.“.

11. 61-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61. მშენებლობის ორგანიზების პროექტი

1. მშენებლობის ორგანიზების პროექტი არის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ორგანიზების პროექტის „ე“ ქვეპუნქტი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განუყოფელი ნაწილია.

2. მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის:

ა) სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე;

ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა:

ბ.ა) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას − მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი;

ბ.ბ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა – მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ეტაპი;

ბ.გ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული IV და V კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 10 ეტაპი;

გ) სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა - მ 1:200 ან 1:100;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი;

ე) მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები;

ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები;

თ) დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.

 3. მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა აისახოს მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.

4. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი