„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 18/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016224
2-57
29/03/2017
ვებგვერდი, 29/03/2017
040030000.22.032.016224
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-57

2017 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 14.01.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.032.016006) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.”.

3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სურსათის უვნებლობის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

კ) თბილისის საქალაქო სამსახური.

3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

 ა) გურიის რეგიონული სამმართველო;

ბ) იმერეთის რეგიონული სამმართველო;

 გ) კახეთის რეგიონული სამმართველო;

დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

ე) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

თ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო;

ი) შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო;

კ) აჭარის რეგიონული სამმართველო;

ლ) აფხაზეთის რეგიონული სამმართველო.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები

1. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია;

დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ე) ჰიგიენური და კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ვ) სურსათის ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება;

ი) სურსათის უვნებლობის სფეროში სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიცირება და შემუშავება;

 კ) სურსათის უვნებლობის სფეროში პროცესების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის შეკრება-ანალიზი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ღონისძიებების შემუშავება;

ლ) სურსათის უვნებლობის სფეროში ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

მ) სურსათის უვნებლობის სფეროში სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების ინიცირება;

ნ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი;

ბ) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია;

დ) ვეტერინარული პრეპარატების, არასასურსათო ცხოველის საკვების და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება, მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

დ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

ე) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ზ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი;

თ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაცია და მათი კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

გ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ადმინისტრირება;

ე) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება;

ვ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

ზ) ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;

თ) იმ პირთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც სარგებლობენ სააგენტოს მომსახურებით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და საპასუხო კორესპონდენციის გაცემა;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა;

ლ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება, გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების /ქმედებების განხორციელება.

5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება;

დ) დონორების პროექტების დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა;

ე) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება.

6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა;

დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი;

ე) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სააგენტოში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად, სააგენტოში დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) სააგენტოს უფროსის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სააგენტოს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა;

დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ე) სააგენტოს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ვ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

თ) სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან / და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ი) სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) სააგენტოს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

8. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამართალწარმოების განხორციელება – სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სააგენტოში შემოსული ადმინსტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადებაში თანამონაწილეობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში თანამონაწილეობა.

9. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა.

10. თბილისის საქალაქო სამსახური:

ა) თბილისის მასშტაბით სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

11. ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებია:

ა) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

 გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 18 აპრილიდან.

 


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი