ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) N854/2004 რომელშიც მოცემულია ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების განსაკუთრებული წესები

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) N854/2004 რომელშიც მოცემულია ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების განსაკუთრებული წესები
დოკუმენტის ნომერი 854/2004
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2004
დოკუმენტის ტიპი რეგულაციები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
854/2004
29/04/2004
ვებგვერდი, 29/03/2017
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) N854/2004 რომელშიც მოცემულია ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების განსაკუთრებული წესები
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC)

N854/2004

რომელშიც მოცემულია ადამიანის მოხმარებისათვის გამიზნულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების განსაკუთრებული წესები

ევროპარლამენტმა და ევროპის კავშირის საბჭომ,

ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად მისი 152(4)(b)-ე მუხლის გათვალისწინებით

კომისიის წინადადების გათვალისწინებით1,

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით2,

რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციების საფუძველზე,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად3,

ვინაიდან:

1) ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No ... /20044 განსაზღვრავს ყველა სახის სასურსათო პროდუქტის მიმართ გამოყენებულ ჰიგიენის საერთო წესებს, და ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EC) No .../20045 განსაზღვრავს ჰიგიენის კონკრეტულ წესებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის;

2) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის კონკრეტულ წესებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ პროდუქტებთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები;

3) კონტროლის კონკრეტული წესების მოქმედების სფერო უნდა ასახავდეს რეგულაციაში (EC) No .../20046 განსაზღვრულ ჰიგიენის კონკრეტული წესების მოქმედების სფეროს სურსათის მწარმოებლებისთვის. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა განახორციელონ სათანადო სახელმწიფო კონტროლი აღნიშნული რეგულაციის 1(4)-ელი მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ქვეყნის ადგილობრივი წესების შესასრულებლად. წევრ სახელმწიფოებს შუძლიათ ეს განახორციელონ წინამდებარე რეგულაციის პრინციპების კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივი წესების მიმართ გამოყენებით;

4) ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა ჯანდაცვისა და კეთილდღეობისათვის. ისინი უნდა ემყარებოდეს არსებულ შესაბამის უახლეს ინფორმაციას და ამიტომ, შესაძლებელი უნდა იყოს მათი ადაპტირება, როგორც კი შესაბამისი ახალი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი;

5) სურსათის უვნებლობის შესახებ გაერთიანების კანონდებლობას უნდა გააჩნდეს მყარი მეცნიერული საფუძველი. ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაციის გავლა ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციასთან;

6) სახელმწიფო კონტროლის ხასიათი და ინტენსივობა უნდა ემყარებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების, ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებული პროცესების ტიპისა და მწარმოებლურობისა და სურსათის მწარმოებლების შეფასებას;

7) რეგულაციის (EC) No .../20047 და რეგულაციის (EC) No .../20048 მეშვეობით, კონტროლის გარკვეული კონკრეტული წესების ადაპტირება იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმ საწარმოების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინების მიზნით საჭირო მოქნილობა, რომლებიც იყენებენ ტრადიციულ მეთოდებს, აქვთ დაბალი მწარმოებლურობა ან მდებარეობენ განსაკუთრებულ გეოგრაფიულ შეზღუდვებს დაქვემდებარებულ რეგიონებში. ხორცზე ჰიგიენური კონტროლის ახალი მიდგომების გამოცდის მიზნით, აღნიშნული პროცედურა აგრეთვე უნდა იძლეოდეს ექსპერიმენტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. თუმცა, ამ მოქნილობამ უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს სურსათის ჰიგიენასთან დაკავშირებულ მიზნებზე;

8) ხორცის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად იცავენ სურსათის მწარმოებლები გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჰიგიენურ ნორმებსა და მიზნებს. ეს სახელმწიფო კონტროლი უნდა მოიცავდეს სურსათის მწარმოებლების საქმიანობის აუდიტსა და შემოწმებას, მათ შორის, სურსათის მწარმოებლების მიერ საკუთარი საქმიანობის კონტროლის შემოწმებას;

9) მათი კონკრეტული გამოცდილების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვეტერინარებმა უნდა განახორციელონ სასაკლაოების, ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოებისა და გარკვეული ხორცის დამჭრელი საწარმოების აუდიტი და შემოწმება. წევრმა სახელმწიფოებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ სხვა სახის საწარმოების აუდიტისა და შემოწმების ჩასატარებლად ყველაზე შესაფერისი პერსონალის შემადგენლობა;

10) ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკებისა და სხვა თევზის პროდუქტების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია გაერთიანების კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მიზნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების პროდუქტების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი განსაკუთრებით მიზნად უნდა ისახავდეს ორსადგულიანი მოლუსკების გადაცემისა და წარმოების ტერიტორიებისა და საბოლოო პროდუქტის შემოწმებას;

11) ნედლი რძის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია გაერთიანების კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მიზნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად. ეს სახელმწიფო კონტროლი განსაკუთრებით უნდა განხორციელდეს რძის პროდუქტების მწარმოებელი ადგილებზე და ნედლ რძეზე რძის აღების მომენტში;

12) წინამდებრე რეგულაციის მოთხოვნები არ უნდა იქნეს გამოყენებული სურსათის ჰიგიენის შესახებ ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე. იმისათვის, რომ უფლებამოსილ ორგანოებსა და საწარმოებს ჰქონდეთ ადაპტაციის დრო, აგრეთვე აუცილებელია, რომ ახალი წესების ძალაში შესვლასა და ახალი წესების გამოყენებას შორის პერიოდი შეადგენდეს სულ მცირე 18 თვეს;

13) წინამდებარე რეგულაციის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებები მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს 1999 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების 1999/468/EC შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს კომისიაზე დაკისრებული საიმპლემენტაციო ზომების გამოყენების პროცედურებს9.

მიიღეს წინამდებარე რეგულაცია:

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე რეგულაცია განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს ცხოველური წამოშობის პროდუქტებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.

2. ის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ საქმიანობებისა და პირების მიმართ, რომლებსაც ეხება რეგულაცია (EC) No .../2004)10.

3. წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სურსათის მწარმოებლების სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მთავარ იურიდიულ პასუხიმგებლობას, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციაში (EC) No178/2002, რომელიც განსაზღვრავს სურსათის შესახებ კანონმდებლობის საერთო პრინციპებსა და მოთხოვნებს, აფუძნებს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციას და ადგენს პროცედურებს სურსათის უვნებლობის სფეროში11 და მათი ვალდებულებების დარღვევის შედეგად წარმოქმნილ ნებისმიერ სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხიმგებლობას

მუხლი 2

განმარტებები

1. ამ რეგულაციის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(a) „სახელმწიფო კონტროლი” ნიშნავს კონტროლის ნებისმიერ ფორმას, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო მიმართავს სასურსათო კანონმდებლობასთან შესაბამისობის, მათ შორის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან შესაბამისობის დასადგენად;

(b) „დადასტურება” ნიშნავს გამოკვლევებითა და ობიექტური მტკიცებულების წარდგენით იმის დადგენას, სრულდება თუ არა განსაზღვრული მოთხოვნები;

(c) „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ვეტერინალური შემოწმება, ან ნებისმიერ ორგანოს, რომელსაც ცენტრალური ორგანო ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებას;

(d) „აუდიტი” ნიშნავს რეგულარულ და დამოუკიდებელ შემოწმებას, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მისი შედეგები დაგეგმილ ღონისძიებებს, ხორციელდება თუ არა აღნიშნული ღონისძიებები ეფექტიანად და რამდენად შესაფერისია ეს ღონისძიებები დასახული მიზნების მისაღწევად;

(e) „შემოწმება“ ნიშნავს დაწესებულებების, ცხოველებისა და სურსათისა და მათი გადამუშავების, სასურსათო მრეწველობის, მათი მართვისა და წარმოების სისტემების გამოკვლევას, მათ შორის, დოკუმენტების, დასრულებული პროდუქტის გამოკვლევის და კვების მეთოდების, და მეორადი პროდუქტებისა და პროდუქციის წარმადობის წარმოშობასა და დანიშნულებას ყველა შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

(f) „სახელმწიფო ვეტერინარი” ნიშნავს წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე ვეტერინარს, რომელიც ასრულებს ვეტერინარის ფუნქციას და რომელსაც ნიშნავს უფლებამოსილი ორგანო;

(g) „დამტკიცებული ვეტერინარი” ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნულ ვეტერინარს, რომელიც, მისი სახელით, ახორციელებს შესანახი ადგილების კონკრეტულ სახელმწიფო კონტროლს;

(h) „სახელმწიფო დამხმარე”, წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, ნიშნავს პირს, რომელსაც გააჩნია კვალიფიკაცია ამ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და რომელიც მუშაობს აღნიშნული ორგანოსა და სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობის ქვეშ; და

(i) „ სანიტარიული მარკირება” ნიშნავს აღნიშვნას, რომელიც, მისი გამოყენების მომენტში, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად.

2. საჭიროების შემთხვევაში, ქვემოთ წარმოდგენილ რეგულაციებში მოცემული განმარტებები აგრეთვე გამოიყენება შემდეგის მიმართ:

(a) რეგულაცია (EC) No 178/2002;

(b) „ცხოველური სუბპროდუქტების”, „TSE”-ების (გადაცემი ღრუბლოვანი ენცეფალოპათიები) და „დადგენილი სარისკო მასალების” განმარტებები, რომლებიც მოცემულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 3 ოქტომბრის რეგულაციაში (EC) No 1774/2002, სადაც განსაზღვრულია იმ ცხოველურ სუბპროდუქტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის წესები, რომლებიც ადამიანების მიერ მოხმარებისთვის არა არის განკუთვნილი)12;

(c) რეგულაცია (EC) No .../200413, გარდა განმარტებისა „უფლებამოსილი ორგანო”; და

(d) რეგულაცია (EC) No .../200414 .

თავი II

გაერთიანების ორგანიზაციებთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 3

ორგანიზაციების დამტკიცება

1.(a) როცა გაერთიანების კანონმდებლობა მოითხოვს ორგანიზაციების დამტკიცებას, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს ადგილზე ვიზიტი. მან უნდა დაამტკიცოს ორგანიზაცია შესაბამისი საქმიანობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურსათის მწარმოებელი დაადასტურებს, რომ ის აკმაყოფილებს რეგულაციის (EC) No .../2004 და რეგულაციის No .../2004 და სასურსათო კანონმდებლობის სხვა შესაბამის მოთხოვნებს;

(b) უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია პირობით დამტკიცოს საწარმო, თუ ადგილზე სტუმრობისას აღმოჩნდება, რომ ის აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურასა და მოწყობილობებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას. მან სრულად უნდა დაამტკიცოს საწარმო, თუ პირობითი დამტკიცებიდან სამი თვის განმავლობაში ადგილზე ვიზიტისას აღმოჩნდება, რომ ის აკმაყოფილებს (a) ქვეპუნქტში მითითებულ სხვა მოთხოვნებსაც. თუ აშკარა წინსვლის პირობებში საწარმო მაინც ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გაახანგრძლივოს პირობითი დამტკიცების ვადა. თუმცა, პირობითი დამტკიცების ვადა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს;

2. თუ გემი-ქარხანა ან საყინულე დაცურავს წევრი სახელმწიფოების დროშის ქვეშ, სხვა საწარმოების პირობითი დამტკიცებისთვის საჭირო მაქსიმუმ სამ და ექვს თვიანი პერიოდები, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, პირობითი დამტკიცება საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ამ გემების შემოწმება უნდა მოხდეს III დანართში მითითებულის შესაბამისად.

3. უფლებამოსილმა ორგანომ თითოეულ დამტკიცებულ საწარმოს, მათ შორის პირობითი დამტკიცების მქონეს, უნდა მიანიჭოს დამტკიცების ნომერი, რომელსაც დაემატება ცხოველური წარმოშობის პროდუქტის სახეობის აღმნიშვნელი კოდები. საბითუმო ბაზრების შემთხვევაში დამტკიცებულ ნომერს შეიძლება დაემატოს მეორადი ნომრები, რომლებიც აღნიშნავენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მწარმოებელი ან გამყიდველი საწარმოების ან საწარმოთ ჯგუფების ნომრებს.

4.(a) მე-4-8 მუხლების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეამოწმოს დაწესებულების მუშაობისთვის გაცემული დასტური;

(b) თუ უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს სერიოზულ ნაკლოვანებებს ან განმეორებით აჩერებს საწარმოო პროცესს და სურსათის მწარმოებელს არ შეუძლია სამომავლო წარმოებასთან დაკავშირებით მყარი გარანტიის გაცემა, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს საწარმოს დამტკიცების უკან გაწვევა. თუმცა, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია შეაჩეროს საწარმოს დამტკიცების პროცესი, თუ სურსათის მწარმოებელი შეძლებს გონივრულ ვადებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის გარანტირებას;

(c) საბითუმო ბაზრების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უკან გაიწვიოს ან შეაჩეროს ზოგიერთ საწარმოსა ან საწარმოთა ჯგუფებთან დაკავშირებული დამტკიცება.

5. პირველი, მეორე და მესამე პუნქტები გამოყენება:

(a) იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარზე შეტანას იწყებენ წინამდებარე რეგულაციის გამოყენების დღეს ან შემდეგ;

(b) იმ საწარმოების მიმართ, რომლებსაც უკვე გააქვთ თავიანთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ბაზარზე, რომლებთან დაკავშირებითაც ადრე არ არსებობდა დამტკიცების მოთხოვნა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, 1-ელი აბზაცის შესაბამისად მოთხოვნილი, უფლებამოსილი ორგანოს ადგილზე ვიზიტი უნდა შედგეს შეძლებისდაგვარად სწრაფად.

მე-4 აბზაცი აგრეთვე გამოიყენება იმ დამტკიცებული საწარმოების მიმართ, რომლებმაც, გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე გაიტანეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები წინამდებარე რეგულაციის გამოყენებამდე.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აწარმოონ დამტკიცებული საწარმოების განახლებული სიები, თავიანთი შესაბამისი დამტკცების ნომრებით და სხვა ინფორმაციით, და უზრუნველყონ მათზე სხვა წევრი სახელმწიფოების და საჯარო წვდომა მე-19(2) მუხლში აღნიშნული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 4

წინამდებარე რეგულაციის მოქმედების სფეროს ფარგლებში შემავალი ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის ზოგადი პრინციპები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სურსათის მწარმოებლებმა გასწიონ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც საჭიროა უფლებამოსილი ორგანოების მიერ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განსახორციელებლად.

კერძოდ მათ:

 – უნდა უზრუნველყონ წვდომა ყველა შენობაზე, ნაგებობაზე, დანადგარსა ან სხვა ინფრასტრუქტურაზე;

 – ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ნებისმიერი დოკუმენტი და ჩანაწერი, რომელიც საჭიროა წინამდებარე მარეგულირებელი წესების რეგულაციის შესაბამისად ან რომელსაც უფლებამოსილი ორგანო აუცილებლად მიიჩნევს მდგომარების შეფასების მიზნით.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებლების მიერ შემდეგი მოთხოვნების შესრულების დასადასტურებლად:

(a) რეგულაცია (EC) No .../200415;

(b) რეგულაცია (EC) No .../200416; და

(c) რეგულაცია (EC) No 1774/2002.

3. პირველ აბზაცში მითითებული სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:

(a) ჰიგიენის საუკეთესო პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკულ წერტილებზე (HACCP) დამყარებული პროცედურების აუდიტს;

(b) მე-5-8 მუხლებით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლს; და

(c) დანართებში განსაზღვრულ ნებისმიერ კონკრეტულ აუდიტორულ დავალებებს.

4 კარგი ჰიგიენური პრაქტიკის აუდიტმა უნდა შეამოწმოს სურსათის მწარმოებლის მიერ პროცედურების რეგულარულად და სათანადოდ გამოყენება, კერძოდ:

(a) სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

(b) ნაგებობებისა და მოწყობილობების დაპროექტება და ტექნიკური მომსახურება;

(c) მუშაობის წინა, მუშაობის განმავლობაში და მუშაობის შემდგომი ჰიგიენა;

(d) პირადი ჰიგიენა;

(e) ჰიგიენისა და სამუშაო პროცედურების საკითხებში მომზადება;

(f) შავი ჭირის ეპიდემიის პროფილაქტიკა;

(g) წყლის ხარისხი;

(h) ტემპერატურის კონტროლი; და

(i) საწარმოში შემავალი ან საწარმოდან გამომავალი სურსათისა და მისი ნებისმიერი თანხმლები დოკუმენტის კონტროლი.

5. HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურების აუდიტის საშუალებით უნდა შემოწმდეს, იყენებენ თუ არა სურსათის მწარმოებლები ამ პროცედურებს რეგულარულად და სათანადოდ; ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად უზრუნველყოფენ ეს პროცედურები რეგულაციის (EC) No .../200417 II დანართის II ქვეთავში მითითებულ გარანტიებს.

კერძოდ, მათ უნდა განსაზღვრონ, თუ რამდენად უზრუნველყოფენ პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, იმის გარანტიას, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები:

(a) შეესაბამება გაერთიანების კანონმდებლობაში მითითებულ მიკრობიოლიგიურ კრიტერიუმებს;

(b) შეესაბამება გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნებს ნარჩენების, დაბინძურებისა და აკრძალური ნივთიერებების შესახებ; და

(c) არ შეიცავს ფიზიკურ საფრთხეს, მაგალითად, უცხო სხეულებს.

როცა რეგულაციის (EC) No .../200418 მე-5 მუხლის შესაბამისად, სურსათის მწარმოებელი იყენებს HACCP-ის პრინციპების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელოში მითითებულ პროცედურებს, და არ განსაზღვრავს თავის საკუთარ პროცედურებს, აუდიტმა უნდა შეაფასოს ამ სახელმძღვანელოში არსებული მითითებების სწორად გამოყენების საკითხი.

6. საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციის (EC) No .../200419 მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება უნდა განხორციელდეს ამ რეგულაციის შესაბამისად დამტკიცებულ ყველა საწარმოში, გარდა სხვა შემოწმების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისა.

7. სასაკლაოების, ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოებისა და ხორცის დამჭრელი საწარმოების შემთხვევაში, რომლებიც ახალ ხორცს აწვდიან ბაზარს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს მე-3 და მე-4 აბზაცებში მითითებული აუდიტორული შემოწმებები.

8. აუდიტორული შემოწმებების განხორციელების დროს, უფლებამოსილმა ორგანომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს:

(a) იმას, თუ წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე რამდენად შეესაბამება საწარმოში არსებული კადრები და მათი საქმიანობა 1(a)(b)-ელ აბზაცში მითითებულ რეგულაციების შესაბამის მოთხოვნებს. აუდიტის განხორციელების დახმარების მიზნით, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განახორციელოს საექსპუატაციო გამოცდები, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ კადრების საქმიანობა შეესაბამება განსაზღვრულ პარამეტერებს;

(b) სურსათის მწარმოებლის შესაბამისი ჩანაწერების შემოწმებას;

(c) საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას;

(d) დოკუმენტურად წარმოადგინოს შემოწმებული ელემენტების შესახებ ინფორმაცია და აუდიტის შედეგები.

9. ცალკეულ საწარმოებთან დაკავშირებული აუდიტური შემოწმებების ხასიათი და სიხშირე დამოკიდებული უნდა იყოს შეფასებულ რისკზე. ამ მიზნით, უფლებამოსილმა ორგანომ რეგულარულად უნდა შეაფასოს:

(a) საზოგადოებისა, და საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა ჯანმრთელობის რისკები;

(b) სასაკლაოების შემთხვევაში, ცხოველთა კეთილდღეობის საკითხები;

(c) განხორციელებული პროცესების სახეობა და მწარმოებლურობა; და

(d) სასურსათო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ სურსათის მწარმოებლების ძველი ჩანაწერები.

მუხლი 5

ახალი ხორცი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახალ ხორცთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს I დანართის შესაბამისად.

1) სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს სასაკლაოები, ნანადირევის გადამამუშავებელი საწარმოები და ხორცის დამჭრელი საწარმოები, რომლებსაც ბაზარზე გააქვთ ახალი ხორცი, I დანართის I თავის I ქვეთავის ზოგადი მოთხოვნებისა და IV ქვეთავში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ეხება:

(a) სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციას;

(b) დაკვლამდე შემოწმებას;

(c) ცხოველთა კეთილდღეობას;

(d) დაკვლის შემდგომ შემოწმებას;

(e) კონკრეტულ სარისკო მასალებსა და სხვა ცხოველურ სუბპროდუქტებს; და

(f) ლაბორატორიულ შემოწმებას.

2) შინაური მსხვილფეხა პირუტყვის ტანხორცის, კურდღლისებრების გარდა ფერმაში გაზრდილი სხვა სარეწი და დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის, აგრეთვე ტანხორცის ნახევრის, მეოთხედისა და ნაჭრების, რომლებიც მიღებულია ნახევარი ტანხორცის სამ საბითუმო ნაჭრად დაჭრის შედეგად, სანიტარიული მარკირება უნდა განხორციელდეს სასაკლაობზე და ნანადირევის დამამუშავებელ საწარმოებში I დანართის I ქვეთავის III თავის შესაბამისად. სანიტარიული აღნიშვნები გამოყენებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან მისი პასუხიმგებლობით იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კონტროლის შედეგად არ გამოვლინდება რაიმე ხარვეზი, რომელიც ხორცს ადამიანის მოხმარებისათვის უვარგის გახდის.

3) პირველ და მეორე ქვეპუნქტებში მითითებული კონტროლის განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც მითითებულია I დანართის II ქვეთავში, კერძოდ, შემდეგთან დაკავშირებით:

(a) შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია;

(b) სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს;

(c) ცოცხალ ცხოველებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს;

(d) ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს; და

(e) ხორცთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს.

4) სახელმწიფო დამხმარე მხარეებმა შეიძლება დახმარება გაუწიონ სახელმწიფო ვეტერინარებს I დანართის I და II ქვეთავების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში, რაც მითითებულია I თავის III ქვეთავში. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა იმოქმედონ როგორც დამოუკიდებლი ჯგუფის ნაწილმა.

5) (a) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ I დანართით მოთხოვნილი, III ქვეთავის II თავში განსაზღვრული სიხშირით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო საკმარისი რაოდენობის ოფიციალური პერსონალი.

(b) რისკზე დაფუძნებული მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს იმ ოფიციალური თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრისათვის, რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ სასაკლაო ხაზზე ნებიმიერ სასაკლაოზე. პროცესში მონაწილე ოფიციალური თანამშრომლების რაოდენობა უნდა განსაზღვროს უფლებამოსილმა ორგანომ. ეს რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგულაციის ყველა მოთხოვნას.

6) (a) წევრმა სახელმწიფოებმა ნება უნდა მისცენ სასაკლაოს თანამშრომლებს, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით, დახმარება გაუწიონ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას გარკვეული კონკრეტული დავალებების შესრულებით, რომელიც დაკავშირებულია შინაური ფრინველისა და კურდღლისებრების ხორცის წარმოებასთან I დანართის III ქვეთავის III თავის A ნაწილის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ აღნიშნული დავალებების შემსრულებელი თანამშრომლები:

(i) იყვნენ კვალიფიციური და გავლილი ჰქონდეთ მომზადება აღნიშნული დებულებების შესაბამისად;

(ii) მოქმედებდნენ საწარმოო კადრებისაგან დამოუკიდებლად; და

(iii) მოახსენონ სახელმწიფო ვეტერინარს ნებისმიერი ხარვეზის შესახებ.

(b) წევრმა სახელმწიფოებმა ნება უნდა მისცენ სასაკლაოს თანამშრომლებს აიღონ ნიმუშები და განახორციელონ ტესტირებები I დანართის III ქვეთავის III თავის B ნაწილის შესაბამისად.

7) წევრმა სახელმწიფოებმა უზრუნველყონ, რომ სახელმწიფო ვეტერინარები და დამხმარეები იყვნენ კვალიფიციურები და გავლილი ჰქონდეთ ტრეინინგი I დანართის III ქვეთავის IV თავის შესაბამისად.

მუხლი 6

ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ წარმოებისა და ბაზარზე გატანისას, ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებს, ცოცხალ კანეკლიანებს, ცოცხალ ტუნიკატებსა და ცოცხალ ზღვის მუცელფეხიანებს ჩაუტარდეთ სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს მითითებულია II დანართში.

მუხლი 7

თევზის პროდუქტები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება III დანართის შესაბამისად.

მუხლი 8

ნედლი რძე და რძის პროდუქტები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ნედლი რძისა და რძის პროდუქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება IV დანართის შესაბამისად.

მუხლი 9

ქმედება შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში

1. თუ უფლებამოსილი ორგანო დაადგენს მე-4(2)(a-b) მუხლში განსაზღვრულ რეგულაციებთან შეუსაბამობას, მან უნდა მიიღოს ზომები რათა სურსათის მწარმოებელმა გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. საჭირო ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა სახის შეუსაბამობას აქვს ადგილი, და სურსათის მწარმოებლის მიერ შეუსაბამობასთან დაკავშირებული ადრინდელი ჩანაწერი.

2 შესაბამის შემთხვევებში, ასეთი ზომები უნდა შეიცავდეს:

(a) სანიტარიული პროცედურების ან რაიმე სხვა გამოსასწორებელი ღონისძიების დაწესებას, რომელიც საჭიროდ მიიჩნევა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების უვნებლობის ან შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

(b) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარზე მიწოდების, იმპორტისა ან ექსპორტის შეზღუდვას ან აკრძალვას;

(c) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მონიტორინგს ან საჭიროებისამებრ, მათ ბაზრიდან გატანას და/ან განადგურებას;

(d) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენების ნებართვას გარდა თავდაპირველად განსაზღვრული მიზნებისა:

(e) გარკვეული დროით, შესაბამისი საწარმოს მუშაობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებას ან საერთოდ დახურვას;

(f) საწარმოს მუშაობის ნებართვის შეჩერებას ან გაუქმებას;

(g) მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიღებული პარტიების შემთხვევაში, მიტაცებას შემდგომი განადგურებით ან ხელახლა გადაგზავნას;

(h) ნებისმიერ სხვა ზომას, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს მიზანშეწონილად.

3. უფლებამოსილმა ორგანომ შესაბამის სურსათის მწარმოებელს ან მის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

(a) წერილობითი შეტყობინება პირველი აბზაცის შესაბამისად მისაღებ ზომებთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზებთან ერთად; და

(b) ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებისა და შესაბამისი პროცედურისა და ვადების შესახებ.

სადაც ეს მიზანშეწონილია, უფლებამოსილმა ორგანომ აგრეთვე უნდა აცნობოს წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს თავისი გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ.

თავი III

იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები

მუხლი 10

ზოგადი პრინციპები და პირობები

რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-11 მუხლში განსაზღვრული პრინციპებისა და პირობების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად გამოიყენება წინამდებარე თავში განსაზღვრული პროცედურები.

მუხლი 11

იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნებისა და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ნაწილების სია, საიდანაც ნებადართულია ცხოველური წარმოშობის განსაზღვრული პროდუქტების იმპორტი

1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ან მისი ნაწილიდან, რომელიც მითითებული მე-19(2) მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად შედგენილ და განახლებულ სიაში.
2. მესამე მსოფლიოს ქვეყანა მოხვდება ასეთ სიაში მხოლოდ გაერთიანების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შემდეგ, რის შედეგადაც დადგინდება, რომ კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს სათანადო გარანტიებს რეგულაცცის (EC) 882/2004 48(3)-ე მუხლის შესაბამისად.

თუმცა, მესამე მსოფლიოს ქვეყანა შეიძლება დაფიქსირდეს ასეთ სიებში საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების გარეშე, თუ:

(a) რეგულაციის 882/2004 46(3)(a)-ე მუხლის განსაზღვრული რისკი შესაბამისად არ იძლევა ამის საფუძველს; და

(b) სიისათვის კონკრეტული მესამე მსოფლიოს ქვეყნის დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს პირველი აბზაცის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ არსებობს სხვა ინფორმაცია, რომ კომპეტენტური ორგანო წარმოადგენს აუცილებელ გარანტიას.

3. წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილი სიები შეიძლება გაერთიანდეს საზოგადოებისა და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

4. სიების შედგენისა ან განახლებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კრიტერიუმებს:

(a) მესამე მსოფლიოს ქვეყნის კანონმდებლობა:

(i) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შესახებ,

(ii) ვეტერინალური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების, მათ შორის, მათი აკრძალვის ან გამოყენების ნებართვის, დისტრიბუციის, ბაზარზე გატანის წესებისა და ადმინიტრაციული და შემოწმების წესების შესახებ; და

(iii) სასურსათო პროდუქტების მომზადებისა და გამოყენების, მათ შორის, დანამატების გამოყენების პროცედურების, სამკურნალო სასურსათო პროდუქტების მომზადებისა და გამოყენების, აგრეთვე ნედლეულის ჰიგიენური ხარისხის შესახებ, რომელიც გამოიყენება სასურსათო პროდუქტებისა და საბოლოო პროდუქტის მომზადებისათვის:

(b) მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი უფლებამოსილებანი და დამოუკიდებლობა,ზედამხედველობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან და ის უფლებები, რომლებიც მათ გააჩნიათ კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებისათვის;

(c) სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად პერსონალის მომზადება;

(d) უფლებამოსილი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი რესურსები, დიაგნოსტიკური აღჭურვილობის ჩათვლით;

(e) პრიორიტეტებზე დამყარებული დოკუმენტირებული შემოწმებების პროცედურებისა და კონტროლის სისტემების არსებობა და ფუნქციონირება;

(f) შესაბამის შემთხვევებში, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ევროკომიისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ცხოველთა დაავადაბების ეპიდემიების წარმოშობის შესახებ შეტყობინების პროცედურები;

(g) ცხოველთა, მცენარეთა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტის მოცულობა და ამ იმპორტზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

(h) გარანტიები, რომლების გაცემაც შეუძლია მესამე მსოფლიოს ქვეყანას გაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ექვივალენტურობასთან დაკავშირებით;

(i) წარმოების, დამზადების, დამუშავების, შენახვისა და გაგზავნის სანიტარიული პირობები, რომლებიც რეალურად გამოიყენება გაერთიანებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის;

(j) მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან მიღებული პროდუქტის მარკეტინგთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოცდილება და იმპორტზე ნებისმიერი კონტროლის შედეგები;

(k) გაერთიანების მიერ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში განხორციელებული კონტროლის შედეგები, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოების მიერ შეფასების შედეგები, და ის ზომა, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოები იღებენ გაერთიანების მიერ კონტროლის განხორციელების შემდგომ მათთვის გაწეული რეკომენდაციების თვალსაზრისით;

(l) დამტკიცებული ზოონოზების კონტროლის პროგრამის არსებობა, განხორციელება და მასზე ინფორმირება; და

(m) დამტკიცებული ნარჩენების კონტროლის პროგრამის არსებობა, განხორციელება და მასზე ინფორმირება; და

5. კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილი ან განახლებული ყველა სიის განახლებული ვერსიების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 12

საწარმოების სია, რომლებიდანაც ნებადართულია ცხოველური წარმოშობის კონკრეტული პროდუქტების იმპორტი

1. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიძლება იმპორტირებული იყოს გაერთიანების ქვეყნებში მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გაიგზავნა იმ საწარმოებიდან და მოპოვებულ იქნა ან მომზადდა წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილ და განახლებულ სიებში მითითებულ საწარმოებში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა:

(a) კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად გადაწყდება, რომ კონკრეტული მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტირებასთან დაკავშირებული გარანტიებით, წინამდებარე მუხლში მოცემული პროცედურა არაა აუცილებელი მე-2 აბზაცის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად;და

 (b) V დანართში მითითებულ შემთხვევებში.

გარდა ამისა, ახალი ხორცი, დაკეპილი ხორცი, შეკაზმული ან სპეციალურად დამუშავებული ხორცპროდუქტები, ხორცის პროდუქტები და მექანიკურად გამოყოფილი ხორცი (MSM) შეიძლება იმპორტირებული იყოს გაერთიანების ქვეყნებში მხოლოდ მაშინ, თუ ისინი წარმოებულია წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილ სიებში მითითებული სასაკლაოდან და ხორცის დამჭრელი საწარმოებიდან ან გაერთიანების დამტკიცებული საწარმოებიდან მიღებული ხორცისაგან.

2 საწარმო შეიძლება შეტანილ იქნეა სიაში მხოლოდ მაშინ, თუ საქონლის წარმოშობის მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო გარანტიას იძლევა, რომ:

 (a) ეს საწარმო, შესაბამისი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებისას გამოყენებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელ ნებისმიერ საწარმოსთან ერთად, აკმაყოფილებს გაერთიანების შესაბამის, კერძოდ, რეგულაციის (EC) No .../2004 მოთხოვნებს, ან იმ მოთხოვნებს, რომლებიც განისაზღვრა, როგორც ამ მოთხოვნების ეკვივალენტი, მე-11 მუხლის შესაბამისად ამ მესამე მსოფლიოს ქვეყნის შესაბამის სიაში დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას;

(b) აღნიშნულ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში სახელმწიფო შემოწმების სამსახური ზედამხედველობას უწევს საწარმოებს და საჭიროების შემთხვევაში კომისიას გადასცემს ნედლეულის მიმწოდებელი საწარმოების შესახებ შესაბამის ინფორმაციას; და

(c) მას აქვს რეალური შესაძლებლობა, შეაჩეროს საწარმოების მიერ გაერთიანების ქვეყნებში ექსპორტი იმ შემთხვევაში, თუ ეს საწარმოები ვერ შეასრულოებენ (a) ქვეპუნქტში მითითებულმოთხოვნებს.

3. მე-11 მუხლის შესაბამისად შედგენილ და განახლებულ სიებში წარმოდგენილი მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ გარანტია, რომ პირველ აბზაცში მითითებული საწარმოების სიები შედგენილია, განახლებულია და გადაეცა კომისიას.

4. (a) კომისიამ უნდა წარმოადგინოს ის საკონტაქტო პუნქტები, რომლებიც განსაზღვრეს წევრმა სახელმწიფოებმა ამ მიზნით, იმ რეგულარულ შეტყობინებებთან ერთად, რომლებიც ეხება იმ ახალ ან განახლებულ სიებს, რომლებიც მან მიიღო აღნიშნული მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისგან, მე-3 აბზაცის შესაბამისად.

(b) თუ სულ მცირე ერთი წევრი სახელმწიფო მაინც გააკეთებს წერილობით კომენტარებს, ან თუ კომისია ჩათვლის, რომ სიაში ცვლილება აუცილებელია ისეთი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, როგორიცაა გაერთიანების შემოწმების ანგარიშები ან სწრაფი განგაშის სისტემის შესაბამისად შეტყობინება, მაშინ კომისია აცნობებს ყველა წევრ სახელმწიფოს და საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს შეიტანს საკითხს სურსათის ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ მუდმივმოქმედი კომიტეტის მომდევნო სხდომის დღის წესრიგში, მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

5. კომისიამ უნდა უზრუნველყოს ყველა განახლებული სიის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 13

ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები, კანეკლიანები, ტუნიკატები და ზღვის მუცელფეხიანები

1. მიუხედავად მე-12(1)(b) მუხლის დებულებებისა, ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატებისა და ზღვის მუცელფეხიანების წარმოშობის ადგილი უნდა იყოს მე-12 მუხლის შესაბამისად შედგენილ და განახლებულ სიაში ჩამოთვლილი რომელიმე მესამე მსოფლიოს ქვეყნის საწარმოო ტერიტორია.

2. პირველი აბზაცის მოთხოვნა არ ვრცელდება კლასიფიცირებული საწარმოო ტერიტორიის მიღმა მოპოვებულ ზღვის სავარცხელისებრებზე. თუმცა, ზღვის სავარცხელისებრთა მიმართ სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს II დანართის III თავის შესაბამისად.

3. (a) პირველ აბზაცში მითითებული სიების შედგენამდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარანტიებს, რომლებსაც მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო იძლევა საწარმოო ზონების კლასიფიკაციისა და კონტროლის შესახებ წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით.

(b) ადგილზე გაერთიანების ინსპექციის სტუმრობა უნდა მოხდეს ასეთი სიების შედგენამდე, თუ:

1. მე-18(18) მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რისკთან დაკავშირებით არ იქნება გარანტია;

2. პირველი აბზაცის შესაბამისად სიისათვის კონკრეტული საწარმოო ტერიტორიის დამატების შესახებ გადაწყვეტილების დროს დადგინდება, რომ არსებობს სხვა ინფორმაცია, რომ კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს აუცილებელ გარანტიებს.

4. კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილი ან განახლებული სიების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 14

დოკუმენტები

1. გაერთიანების ქვეყნებში იმპორტირების დროს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სასაქონლო პარტიებს თან უნდა ახლდეს VI დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტი.

2. ეს დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს, რომ პროდუქტები აკმაყოფილებენ:

(a) მსგავსი პროდუქტების მიმართ რეგულაციებით (EC) No .../200420 და (EC) No .../200421 განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ამ მოთხოვნების ექვივალენტურ დებულებებს; და

(b) მე-18(19) მუხლის შესაბამისად დადგენილ ნებისმიერ სპეციალურ პირობას იმპორტთან დაკავშირებით.

3. დოკუმენტები შეიძლება შეიცავდეს საზოგადოებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებზე გაერთიანების სხვა კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილ ინფორმაციასაც.

4. პირველ აბზაცში მითითებული მოთხოვნებისაგან გათავისუფლება შეიძლება მე-19(2) მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, როცა შესაძლებელია წინამდებარე მუხლის მე-2 აბზაცში მითითებული გარანტიების სხვა ფორმით მოპოვება.

მუხლი 15

სპეციალური დებულებები თევზის პროდუქტებისათვის

1. წინამდებარე თავში მითითებული პროცედურები არ გამოიყენება იმ ახალი თევზის პროდუქტების მიმართ, რომლებიც მიეწოდება გაერთიანების ქვეყნებს უშუალოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემიდან.

ამ თევზის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს III დანართის შესაბამისად.

2. (a) მესამე მსოფლიოს ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე არსებული ქარხნიდან ან გასაყინი დანადგარიდან იმპორტირებული თევზის პროდუქტები მოწოდებული უნდა იყოს მე-12(4) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად შედგენილ და განახლებულ სიაში მითითებული გემებიდან.

(b) თუმცა, მე-12(2)(b) მუხლის მოთხოვნებისგან გათავისუფლების საფუძველზე, ნებისმიერი გემი შეიძლება შეტანილი იყოს ასეთ სიებში:

1. მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოსა (რომლის დროშითაც ცურავს გემი) და იმ რომელიმე მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოსაგან (რომელსაც ყოფილმა უფლებამოსილმა ორგანომ გადასცა შესაბამისი გემის შემოწმების ჩატარების პასუხისმგებლობა) მიღებული ერთობლივი შეტყობინების საფუძველზე, იმ პირობით რომ:

  • მესამე მსოფლიოს ქვეყანა შეტანილი იქნება მე-11 მუხლის შესაბამისად შედგენილი იმ მესამე მსოფლიოს ქყვეყნების სიაში, საიდანაც ნებადარულია თევზის პროდუქტების იმპორტირება;
  • მითითებული გემებიდან მიღებული გაერთიანების ქვეყნების ბაზარზე გასატანი ყველა თევზის პროდუქტი მიწოდებული იქნება უშუალოდ აღნიშნული მესამე მსოფლიოს ქვეყნის ტერიტორიაზე;
  • აღნიშნული მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ შეამოწმა გემი და განაცხადა, რომ ის შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს; და
  • მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილმა ორგანომ განაცხადა, რომ ის რეგულარულად შეამოწმებს გემს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი მდგომარეობა მუდმივად შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს; ან

2. მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსა (რომლის დროშითაც ცურავს გემი) და წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსაგან (რომელსაც ყოფილმა უფლებამოსილმა ორგანომ გადასცა შემოწმების ჩატარების პასუხისმგებლობა) მიღებული ერთობლივი შეტყობინების საფუძველზე, იმ პირობით რომ:

  • მითითებული გემებიდან მიღებული გაერთიანების ქვეყნების ბაზარზე გასატანი ყველა თევზის პროდუქტი მიწოდებული იქნება უშუალოდ აღნიშნული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
  • აღნიშნული წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ შეამოწმა გემი და განაცხადა, რომ ის შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს; და
  • აღნიშნული წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ განაცხადა, რომ ის რეგულარულად შეამოწმებს გემს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი მდგომარეობა მუდმივად შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს.

(c) კომისიამ უნდა უზრუნველყოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად შედგენილი ან განახლებული სიების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

3. თუ თევზის პროდუქტები იმპორტირებულია უშუალოდ თევსაჭერი ან გასაყინი დანადგარიანი გემიდან, მე-14 მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტი შეიძლება შეცვალოს კაპიტანს მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა.

4. წინამდებარე მუხლის განხორციელებისათვის საჭირო დეტალური წესები უნდა განისაზღვროს მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 16

განსახორციელებელი და გარდამავალი ზომები

განსახორციელებელი და გარდამავალი ზომები შეიძლება განისაზღვროს 19(2)-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 17

დანართების შესწორებები და ადაპტაცია

1. I, II, III, IV, V და VI დანართები შეიძლება შესწორდეს ან მათში შევიდეს დამატებები მე-19(2) მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის გათვალისწინების მიზნით.

2. I, II, III, IV, V და VI დანართების დებულებებისაგან გათავისუფლების მიღება შესაძლებელია მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, იმ პირობით, თუ ისინი გავლენას არ ახდენენ წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევაზე.

3 წევრ სახელმწიფოებს, წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ მე-4-7 აბზაცების შესაბამისად, მიიღონ ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებები, რომლებითაც მოხდება I დანართში განსაზღვრული მოთხოვნების ადაპტირება.

4 მე-3 აბზაცში მითითებული ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებების:

(a) მიზანი უნდა იყოს:

1. სურსათის წარმოების, დამუშავების ან განაწილების ნებისმიერ ეტაპზე ტრადიციული მეთოდების მუდმივი გამოყენების უზრუნველყოფა;

2. დაბალი მწარმოებლურობის მქონე სურსათის მწარმოებელი საწარმოების ან იმ რეგიონებში არსებული საწარმოების დახმარების საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც ექვემდებარებიან განსაკუთრებულ გეოგრაფიულ შეზღუდვებს; ან

3. ხორცზე ჰიგიენური კონტროლის ახალი მეთოდების გამოცდის მიზნით საპილოტე პროექტების განხორციელების ნებართვის გაცემა;

(b) I დანართის შემდეგი კომპონენტების გათვალისწინება:

1. სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაცია;

2. საწარმოებში უფლებამოსილი ორგანოს ყოფნა.

5. ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც სურს მოახდინოს მე-3 აბზაცში მითითებული ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებების ადაპტირება, უნდა აცნობოს ამის შესახებ კომისიას და სხვა წევრს სახელმწიფოებს. თითოეული შეტყობინებაში უნდა:

(a) მოცემული იყოს ყველა იმ მოთხოვნის დეტალური აღწერა, რომელთა ადაპტირებასაც წევრი სახელმწიფო აუცილებლად მიიჩნევს, და ამ ადაპტაციის ხასიათი;

(b) აღიწეროს განსახილველი საწარმოები;

(c) განიმარტოს ადაპტირების მიზეზები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს განხორციელებული უვნებლობის ანალიზის რეზიუმე და ნებისმიერი განსახორციელებელი ღონისძიება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადაპტირება უარყოფით გავლენას არ მოახდენს წინამდებარე რეგულაციის მიზნებზე; და

(d) მოცემულ იქნეს სხვა ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია.

6. მე-5 აბზაცში მითითებული შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, სხვა წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გაუგზავნონ წერილობითი შენიშვნები. კომისიას უფლება აქვს, და აგრეთვე ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოსაგან წერილობითი შენიშვნების მიღების შემთხვევაში, კონსულტაცია უნდა გაიაროს წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც წარმოადგენენ მე-19(1) მუხლში მითითებული კომიტეტის წევრებს. მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად კომისიას შეუძლია განსაზღვროს, განხორციელდება თუ არა გათვალისწინებული ღონისძიებები სათანადო შესწორებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია წარმოადგინოს ზოგადი ხასიათის ღონისძიებები წინამდებარე მუხლის პირველი ან მეორე აბზაცების შესაბამისად.

7. წევრ სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებები I დანართში მითითებული მოთხოვნების ადაპტირებით, მხოლოდ:

(a) მე-6 აბზაცის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;

(b) თუ, მე-6 აბზაცში მითითებული პერიოდის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ, კომისია არ აცნობებს წევრ სახელწიფოებს, რომ მან მიიღო წერილობითი შენიშვნები ან, რომ ის აპირებს წამოაყენოს წინადადება მე-6 აბზაცის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

8. როცა წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს საპილოტე პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ეროვნულ დონეზე გასატარებელი ღონისძიებებს მე-3-7 აბზაცების შესაბამისად ხორცზე ჰიგიენური კონტროლის მიზნის ახალი მეთოდების გამოსაცდელად, წევრმა სახელწიფომ შედეგები უნდა აცნობოს კომისიას მაშინვე, როგორც კი ისინი ცნობილი გახდება. კომისიამ შემდეგ უნდა განიხილოს საერთო ხასიათის წინადადები I აბზაცის შესაბამისად.

მუხლი 18

კონკრეტული გადაწყვეტილებები

მე-16 და 17(1) მუხლებისათვის შეუზღუდავად, განმახორციელებელი ღონისძიებები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ან I, II, III, IV, V ან VI დანართების შესწორებები შეიძლება განახორციელდეს მე-19(2) მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად, რათა განისაზღვროს:

1) სურსათის მწარმოებლებისა და მათი პერსონალის საქმიანობის შეფასების ტესტები;

2) შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მეთოდი;

3) კრიტერიუმები იმის დასადგენად, რისკის ანალიზის საფუძველზე საჭიროა თუ არა სახელმწიფო ვეტერინარის ყოფნა სასაკლაოზე და ნანადირევის გადამამუშავებელ საწარმოებში დაკვლის წინა და შემდგომი შემოწმების დროს;

4) სახელმწიფო ვეტერინარებისა და სახელმწიფო დამხმარეების ტესტების შინაარსთან დაკავშირებული წესები;

5) საწარმოში ჰიგიენასთან დაკავშირებული პროცესის კონტროლის მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები;

6) ალტერნატიული პროცედურები, სეროლოგიური ან სხვა ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც უზრუნველყოფენ, სულ მცირე, I დანართის IV ქვეთავში აღწერილი დაკვლის შემდგომი შემოწმების პროცედურების ეკვივალენტურ გარანტიებს, და ამის გამო შესაძლოა ჩაანაცვალონ ისინი, თუკი უფლებამოსილი ორგანო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას;

7) ის გარემოებები, რომლის დროსაც I დანართის IV ქვეთავში აღწერილი გარკვეული სახის დაკვლის შემდგომი შემოწმების ის პროცედურები არ არის აუცილებელი, რომლებიც დაკავშირებულია შენახვის ადგილთან, წარმოშობის ქვეყანასთან ან რეგიონთან და რისკის ანალიზის პრინციპებთან;

8) ლაბორატორიული ტესტირების წესები;

9) ცისტიცერკოსთან და ტრიქინელოზთან დაკავშირებით, ხორცი ცივად უნდა დამუშავდეს;

10) ის პირობები, რომელთა მიხედვითაც დადასტურდება, რომ სადგომებსა და რეგიონებში ოფიციალურად არ არის ცისტიცერკოსი და ტრიქინელოზი;

11) ის მეთოდები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს I დანართის IV ქვეთავის IX თავში მითითებული პირობების შემოწმების დროს;

12) ღორების გასუქებისათვის, შინაური ცხოველების კონტროლირებადი საცხოვრებელი პიროებებისა და ინტეგრირებული საწარმოო სისტემების კრიტერიუმები;

13) გაერთიანების შესაბამის რეფერალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობით, ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკებისათვის წარმოებისა და მიმდებარე ტერიტორიების კლასიფიკაციის კრიტერიუმები, მათ შორის:

(a) ზღვრული მნიშვნელობები და ანალიზის მეთოდები ზღვის ბიოტოქსინებისათვის;

(b) ვირუსის ტესტირების პროცედურები და ვირუსოლოგიური სტანდარტები; და

(c) კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით გამოყენებული უნდა იყოს ნიმუშის აღების გეგმები და მეთოდები და ანალიტიკური ამტანობა;

14. თევზის პროდუქტების სინედლის შესაფასებელი ორგანოლეპტიკური კრიტერიუმები;

15. თევზის პროდუქტებზე III დანართის შესაბამისად მოთხოვნილი სახელმწიფო კონტროლის ანალიტიკური ლიმიტები, ანალიზის მეთოდები და ნიმუშის აღების გეგმები, მათ შორის, პარაზიტებთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები;

16. ის მეთოდი, რომლითაც კომისია შეადგენს მესამე მსოფლიოს ქვეყნების და მათში არსებული საწარმოების სიებს დარომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგდოებისათვის მე-11, 12, 13 და 15 მუხლების შესაბამისად;

17. ელექტრონული დოკუმენტების გამოსაყენებლად საჭირო დოკუმენტებისა და კრიტერიუმების მოდელები;

18. ელექტრონული დოკუმენტების გამოსაყენებლად საჭირო დოკუმენტებისა და კრიტერიუმების მოდელები;

19. იმ რისკის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომელსაც ქმნიან გაერთიანების ქვეყნებში იმპორტირებული ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტები. კონკრეტული პროდუქტების განსაკუთრებული საიმპორტო პირობები, მათთან დაკავშირებული რისკების და შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, და სადაც საჭიროა, გაერთიანების მიერ ამ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ჩატარებული კონტროლის შედეგები. ცხოველური წარმოშობის ერთი სახის პროდუქტისა ან პროდუქტთა ჯგუფისათვის შეიძლება დაწესდეს იმპორტის განსაკუთრებული პირობები. ეს პირობები შეიძლება გავრცელდეს რომელიმე ერთ მესამე მსოფლიოს ქვეყანაზე, მათ რეგიონებზე ან ჯგუფზე; და

20. ის პირობები, რომლებიც არეგულირებენ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რეგიონიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტს შესაბამისი შეთანხმების განხორციელების ან დამაკმაყოფილებელი აუდიტის შესაბამისად, რომელიც აღიარებს, რომ ამ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში ან რეგიონში გამოყენებული ზომები იძლევიან გაერთიანებაში გამოყენებული ზომების ექვივალენტურ გარანტიას, თუკი ეს მესამე მსოფლიოს ქვეყანა ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტურ მტკიცებულებას წარადგენს.

მუხლი 19

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს სასურსათო ჯაჭვის და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა, რომელიც შექმნილია რეგულაციის (EC) No 178/2002 58-ე მუხლის შესაბამისად.

2. იქ, სადაც მითითებულია წინამდებარე აბზაცი, გამოიყენება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები, მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით განსაზღვრული პერიოდი შეადგენს სამ თვეს.

3 კომიტეტმა უნდა მიიღოს თავისი რეგლამენტი.

მუხლი 20

ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის კონსულტაცია

საჭიროების შემთხვევაში, კომისიამ, კონსულტაცია უნდა გაიაროს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციასთან წინამდებარე რეგულაციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, და კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:

1. I დანართის IV ქვეთავში განსაზღვრული დაკვლის შემდგომი შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებულ კონკრეტულ მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადების დაყენებამდე;

2. I დანართის IV ქვეთავის IX თავის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადების წამოყენებამდე იმ ცხოველების ხორცთან დაკავშირებით, რომლებშიც დაკვლის შემდგომმა შემოწმებამ გამოავლინა ბრუცელოზით ან ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები;

3. მე-18(5)-(15) მუხლში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით განმახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების წამოყენებამდე.

მუხლი 21

ევროპარლამენტსა და საბჭოსათვის წარსადგენი ანგარიში

1. კომისიამ, არაუგვიანეს ...-ისა22, ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც განხილული იქნება წინამდებარე რეგულაციის გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილება.

2. კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან უნდა დაურთოს შესაბამისი წინადადებები.

მუხლი 22

ძალაში შესვლა

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღეში.

ის გამოყენებული იქნება ქვემოთ ჩამოთვლილი აქტების ძალაში შესვლიდან 18 თვის შემდეგ:

(a) რეგულაცია (EC) No .../200423;

(b) რეგულაცია (EC) No .../200424; და

(c) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2004/.../EC, რომელიც აუქმებს სურსათის ჰიგიენასა და ჯანმრთელობის იმ პირობებთან დაკავშირებულ გარკვეულ დირექტვებს, რომლებიც ეხება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტების წარმოებასა და ბაზარზე გატანას25.

თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის და გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

გაფორმდა 2004 წლის 29 აპრილს სტრასბურგში

ევროპარლამენტის სახელით თამჯდომარე

. კოქსი

საბჭოს სახელით თამჯდომარე

. მაკდაუელი

დანართი I

ახალი ხორცი

ქვეთავი I

სახელმწიფო ვეტერინარის შესასრულებელი სამუშაოები

თავი I

აუდიტი

  1. 1. გარდა მე-4(4) მუხლში მითითებული, კარგ სანიტარიულ მდგომარეობის აუდიტთან დაკავშირებული ზოგადი სახის მოთხოვნებისა, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს სურსათის მწარმოებლების მიერ იმ ცხოველური სუბპროდუქტების ნებისმიერ მოგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან და გამოყენებასა ან განკარგვასთან (მათ შორის, განსაზღვრულ სარისკო მასალებთან) დაკავშირებით თავისი პროცედურების მუდმივი დაცვა, რომლებზეც სურსათის მწარმოებელი არის პასუხისმგებელი.
  2. 2. გარდა მე-4(5) მუხლში მითითებული HACCP-ზე დაფუძნებული პრინციპების აუდიტთან დაკავშირებული ზოგადი სახის მოთხოვნებისა, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რომ მწარმოებლების პროცედურები იძლევა იმის გარანტიას, შესაძლებლობის ფარლებში, რომ ხორცი:
  1. არ შეიცავს პათო-ფიზიოლოგიურ ანომალიებს ან ცვლილებებს;
  2. არ არის დაბინძურებული ფეკალიებით ან რაიმე სხვა ფორმით; და
  3. არ შეიცავს სარისკო მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც დაშვებულია გაერთიანების კანონმდებლობით, და მისი წარმოება განხორციელდა TSE-ების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

შემოწმება

წინამდებარე თავის შესაბამისად ინსპეტირების განხორცილების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს მე-4 მუხლისა და წინამდებარე დანართის I თავის შესაბამისად ჩატარებული აუდიტის შედეგები. საჭიროების შემთხვევაში, მან შესაბამისად უნდა დაგეგმოს შემოწმება.

A. სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაცია

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს და გაანალიზოს ცხოველთა სადგომის ჩანაწერებიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია სასაკლაოსათვის, და გაითვალისწინოს ამ შემოწმებისა და ანალიზის დოკუმენტირებული შედეგები დაკვლამდე ან დაკვლის შემდეგ შემოწმების ჩატარების დროს.
  2. ინსპექტირების განხორციელების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს ცხოველების თანმხლები ოფიციალური სერტიფიკატები და ნებისმიერი განცხადება, რომელიც გააკეთეს პირველადი წარმოების დონეზე კონტროლის ჩამტარებელმა ვეტერინარება, მათ შორის, სახელმწიფო და დამტკიცებულმა ვეტერენარებმა.
  3. როცა საკვების მწარმოებლები სასურსათო ჯაჭვში ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ სასურსათო პროდუქტების უვნებლობა ინტეგრირებული სისტემების, კერძო კონტროლის სისტემების განხორციელებით, დამოუკიდებელი მესამე მხარის მხრიდან სერტიფიცირებისა ან სხვა საშუალებებით, და როცა ეს ღონისძიებები დოკუმენტირებულია და ამ სქემების ფარგლებში მოქცეული ცხოველები ადვილად ამოსაცნობია, სახელმწიფო ვეტერინარს შეუძლია აღნიშნულის მხედველობაში მიღება შემოწმების განხორცილებისა და HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურების მიმოხილვისას.

B. დაკვლის-წინა შემოწმება

  1.  მე-4 და მე-5 აბზაცების შესაბამისად:
  1. სახელმწიფო ვეტერინარმა დაკვლამდე უნდა განახორციელოს ყველა ცხოველის დკვლის-წინა შემოწმება;
  2. ამგვარი შემოწმება უნდა ჩატარდეს სასაკლაოზე ცხოველის მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში და დაკვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

გარდა ამისა, სახელმწიფო ვეტერინარმა შეიძლება მოითხოვოს შემოწმების ჩატარება ნებისმიერ სხვა დროს.

  1. დაკვლამდე შემოწმებამ კონკრეტულად უნდა განსაზღვროს, უშუალოდ შემოწმებულ ცხოველთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ:
  1. რომ ცხოველის კეთილდღეობა საფრთხეშია; ან
  2. მოცემულმა მდგომარეობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზოონოზური და A სიაში ან საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა ეპიზოოტიის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) B სიაში ჩამოთვლილი დაავადებების გამოვლენას.
  1. გარდა გეგმიური დაკვლამდე შემოწმებისა, სახელმწიფო ვეტერინარმა კლინიკურად უნდა შეამოწმოს ყველა ცხოველი, რომელიც სურსათის მწარმოებელმა ან სახელმწიფო დამხმარემ შესაძლოა რეზერვში შეინახა.
  2. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის დაკვლა სასაკლაოს ფარგლებს გარეთ, სახელმწიფო ვეტერინარმა სასაკლაოზე ან ნანადირევის დამუშავების ობიექტზე, რეგულაციის (EC) No .../2004[xxvi] შესაბამისად, უნდა შეამოწმოს ვეტერინარის ან სპეციალურად მომზადებული პირის მიერ გაცემული დეკლარაცია, რომელიც თან ახლავს დაკლულ ცხოველს.
  3. როგორც ეს წარმოდგენილია II თავის III ან IV ქვეთავებში, დაკვლამდე შემოწმება შეიძლება განხორციელდეს წარმოშობის ადგილას. ასეთ შემთხვევებში, სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორცილოს დაკვლამდე შემოწმება მხოლოდ მაშინ და იმ მოცულობით, როგორც ეს განსაზღვრულია.

C. ცხოველის კეთილდღეობა

სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რამდენად დაცულია ცხოველთა მდგომარეობის/კეთილდღეობის შესახებ გაერთიანებისა და ქვეყნის ადგილობრივი ისეთი წესები, როგორებიცაა, მაგალითად, დაკვლისა და ტრაპორტირების დროს ცხოველთა დაცვის წესები.

. დაკვლის შემდგომი შემოწმება

  1. ტანხორცი და მისი შიგნეული, დაკვლის შემდგეგ, დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს. მთელი გარე ზედაპირი უნდა დათვალიერდეს. ამ მიზნით, შესაძლოა საჭირო იყოს ტანხორცისა და შიგნეულის მინიმალური დამუშავება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზონოზური დაავადებებისა და OIE-ს A სიაში და, საჭიროების შემთხვევაში, OIE-ს B სიაში მითითებული დაავადებების გამოვლენას. დაკვლის ხაზის სისწრაფე და დამსწრე შემმოწმებელი პერსონალის რაოდენობა უნდა იყოს იმდენი, რაც სათანადო შემოწმების ჩასატარებლად არის აუცილებელი.
  2. უნდა ჩატარდეს დამატებითი შემოწმება, როგორიცაა, მაგალითად, ტანხორცის ნაწილებისა და შიგნეულის პალპაციით შემოწმება და ლაბორატორიული ანალიზები, თუკი ეს საჭიროდ მიიჩნევა, იმისათვის, რომ:
  1. გაკეთდეს ზუსტი დიაგნოზი; ან
  2. გამოვლინდეს:
  1. ცხოველის დაავადება;
  2. გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებულ დონეზე მეტი ნარჩენები ან დამაბინძურებელი ნივთიერებები;
  3. მიკრობილოგიური კრიტერიუმების დაუცველობა; ან
  4. სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც შესაძლოა ხორცი ჩაითვალოს ადამიანის მოხმარებისთვის უვარგისად ან მის მოხმარებაზე დაწესდეს შეზღუდვები, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ცხოველის სასწრაფოდ დაკვლა.
  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა მოითხოვოს ექვს თვეზე მეტი ხნის შინაური ერთჩლიქიანების, ძროხების, ოთხ კვირაზე მეტი ხნის შინაური ღორის გატყავებული და გამოშიგნული ცხოველის დაკვლის შემდგომი შემოწმებისათვის გადაცემა, რისთვიცა ისინი უნდა გაიჭრას სიგრძეზე ორად ხერხემლის გასწვრივ. თუ შემოწმებისათვის საჭირო გახდება, სახელმწიფო ვეტერინარმა აგრეთვე შეიძლება მოითხოვოს თავის სიგრძეზე გაჭრა. თუმცა, გარკვეული ჭამის ჩვევების, ტენოლოგიური სრულყოფისა ან კონკრეტული სანიტარიული მდგომარეობის გასათვალისწინებლად, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება დაუშვას ექვს თვეზე მეტი ასაკის შინაური ერთჩლიქიანების, ძროხების, ოთხ კვირაზე მეტი ასაკის შინაური ღორის ტანხორცის ორად არგაჭრა.
  2. შემოწმების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, ისეთი ზომების მიღების საშუალებით, როგორებიცაა პალპაცია, დანაწევრება ან დასერვა, ხორცის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირება.
  3. სასწრაფოდ დაკვლის შემთხვევაში, ცხოველის ტანხორცი პირველი-მეოთხე აბზაცების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაექვემდებაროს დაკვლის შემდგომ შემოწმებას, ადამიანების მიერ მოსახმარებლად ქსელში განთავსებამდე.

E. განსაზღვრული სარისკო მასალები და სხვა ცხოველური სუბპროდუქტები

განსაზღვრული სარისკო მასალებისა და სხვა ცხოველური სუბპროდუქტების შესახებ გაერთიანების კონკრეტული წესების შესაბამისად, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გააკონტროლოს ასეთი პროდუქტების მოცილების, გამოყოფისა და საჭიროების შემთხვევაში, მარკირების პროცესი. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ დაკვლისა (მათ შორის, გაბრუების) და განსაზღვრული სარისკო მასალების მოცილების დროს, სურსათის მწარმოებელმა განახორცილოს აუცილებელი ღონისძიებები განსაზღვრული სარისკო მასალებით ხორცის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

F. ლაბორატორიული ანალიზები

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და სწორად იდენტიფიცირება და დამუშავება და შესაბამის ლაბორატორიაში გაგზავნა შემდეგის ფარგლებში:
  1. ზონოზებისა და ზონოზური აგენტების მონიტორინგი და კონტროლი;
  2. TSE-ების დიაგნოზის კონკრეტული ლაბორატორიული შემოწმება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No 999/200127 შესაბამისად;
  3. აკრძალული ნივთიერებების ან პროდუქტების გამოვლენა და რეგულირებას დაქვემდებარებული ნივთიერებების კონტროლი, კერძოდ, საბჭოს დირექტივაში 96/23/EC28 მითითებულ ნარჩენებთან დაკავშირებული ეროვნული გეგმების ფარგლებში; და
  4. OIE-ს A სიაში, და საჭიროების შემთხვევაში, OIE-ს B სიაში მითითებული დაავადებების გამოვლენა.
  1. სახელმწიფო ვეტერინარმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი სხვა აუცილებელი ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება.

თავი III

 სანიტარიული მარკირება

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს სანიტარიულ მარკირებას და ამ მიზნით გამოყენებულ აღმნიშვნელ ნიშნებს.
  2. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, კერძოდ, ის, რომ:
  1.  სანიტარიული მარკირება გამოიყენებოდეს მხოლოდ ცხოველების მიმართ (შინაური ჩლიქოსანი, შინაური ძუძუმწოვრები გარდა კურდღლისებრების, და დიდი ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი), რომლებმაც გაიარეს დაკვლამდე და დაკვლის შემდგომი შემოწმება წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, და როცა არ არის არანაირი საფუძველი ამ ხორცის ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად გამოსაცხადებლად. თუმცა, სანიტარიული მარკირება შეიძლება გამოყენებული იყოს ტრიქინელაზე ნებისმიერი შემოწმების შედეგების მიღებამდე. თუ სახელმწიფო ვეტერინარი დაკმაყოფილებულია იმ პირობით, რომ შესაბამისი ცხოველიდან მიღებული ხორცი ბაზარზე მიწოდებული იქნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში; და
  2.  სანიტარიული მარკირება განხორცილდეს ტანხორცის გარე ზედაპირზე, მელნიანი შტამპის ან დაღის დასმის გამოყენებით მარკირებით, და იმგვარად, რომ თუ ტანხორცი ორ ან მესამედ ნაწილად გაიჭრება ან ნახევარი ტანხორცი სამ ნაწილად გაიჭრება, თითოეულ ნაწილზე დატანილი უნდა იყოს სანიტარიული მარკირება.
  1.  სანიტარიული მარკირება უნდა იყოს ოვალური ფორმის, სულ მცირე, 6.5სმ სიგანის და 4.5სმ სიგრძის, რომელზეც გარკვევით იქნება მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
  1. ნიშანზე მითითებული უნდა იყოს იმ ქვეყნის სახელწოდება, სადაც საწარმო მდებარეობს. წარწერა უნდა იყოს სრული, დიდი ასოებით, ან ნაჩვენები ორასოიანი კოდით, ISO სტანდარტების შესაბამისად;

წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში, ეს კოდებია: AT, BE, DE, DK, ES, FI, FR, GR, IE, IT, LU, NL, PT, SE and UK.

  1. ნიშანზე მითითებული უნდა იყო სასაკლაოს დამტკიცებული ნომერი; და
  2. გაერთიანების ფარგლებში სასაკლაობის გამოყენების შემთხვევაში, ნიშანზე მითითებული უნდა იყოს აბრევიატურა CE, EC, EF, EG, EK or EY.
  1. ასოები უნდა იყოს, სულ მცირე, 0.8სმ სიმაღლის, ხოლო ციფრები, სულ მცირე,1სმ სიმაღლის. მარკირების ზომა და ნიშნები შეიძლება შემცირდეს ბატკნების, ციკნებისა და გოჭებისთვის განკუთვნილი მარკირების შემთხვევაში.
  2.  სანიტარიული მარკირებისათვის გამოყენებული ფერები ნებადართული უნდა იყოს საკვებ პროდუქტებისთვის განკუთვნილი შესაღები ნივთიერებების გამოყენების შესახებ გაერთიანების წესების შესაბამისად.
  3.  სანიტარიული მარკირება შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს იმ სახელმწიფო ვეტერინარის მითითებას, რომელმაც განახორციელა ხორცის შემოწმება.
    უფლებამოსილ ორგანოებსა და სურსათის მწარმობლებს შეუძლიათ განაგრძონ მათ მიერ შეკვეთილი მოწყობილობის გამოყენება წინამდებარე რეგულაციის ძალაში შევლამდე, მანამ, სანამ საჭირო არ გახდება მისი შეცვლა.
  4. სასაკლაოს ფარგლებს გარეთ სასწრაფოდ დაკლული ცხოველის ხორცს უნდა ჰქონდეს სპეციალური სანიტარიული მარკირება, რომელიც არ შეიძლება შეგვეშალოს წინამდებარე თავში მითითებულ სანიტარიულ მარკირებაში ან რეგულაციის (EC) No .../200429 II დანართის I ქვეთავში მითითებულ საიდენტიფიკაციო ნიშანში.
  5. გატყავებული გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის ხორცს არ შეიძლება ჰქონდეს სანიტარიული მარკირება, თუ ნანადირევის დამამუშავებელ საწარმოში გატყავების შემდეგ, ის არ გაივლის დაკვლის შემდგომ შემოწმებას და არ გამოცხადდება ადამიანის მოხმარებისათვის ვარგისად.
  6. წინამდებარე თავი გამოიყენება სანიტარიული მარკირების შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის წესების შეუზღუდავად.

ქვეთავი II

კონტროლის შემდგომი ქმედებები

თავი I

ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აღრიცხოს და შეაფასოს შემოწმების შედეგები.
  2. (a) თუ შემოწმება გამოავლენს იმ რაიმე სახის დაავადებას ან გარემოებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საზოგადოების ან ცხოველის ჯანმრთელობაზე, ან რისკის ქვეშ დააყენოს ცხოველის კეთილდღეობა, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შესაბამისი შეტყობინება მიაწოდოს სურსათის მწარმოებელს;
  1. როცა გამოვლენილი პრობლემა წარმოიქმნება პირველადი წარმოების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა ამის შესახებ უნდა აცნობოს ცხოველთა მოშენების ადგილზე მყოფ ვეტერინარს, ამ მოშენების ადგილზე პასუხისმგებელ სურსათის მწარმოებელს (იმ პირობით, რომ ეს ინფორმაცია ზიანს არ მიაყენებს შემდგომ სასამართლო განხილვას) და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ადგილის ზედამხედველობაზე ან სამონადირეო ტერიტორიაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოს.

(c) თუ ზემოაღნიშნული ცხოველები გაიზარდნენ სხვა წევრ სახელმწიფოში ან მესამე მსოფლიოს ქვეყანაში, სახელმწიფო ვეტრინარმა უნდა აცნობოს იმ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, სადაც საწარმო მდებარეობს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები გაერთიანების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. შემოწმებისა და ტესტების შედეგები შეტანილი უნდა იყოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
  2. როცა სახელმწიფო ვეტერინარს, დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ შემოწმების ან ნებისმიერი სხვა სახის შემოწმების დროს, გაუჩნდება ეჭვი OIE-ს A სიაში ან საჭიროების შემთხვევაში, OIE-ს B სიაში შეტანილი ინფექციური აგენტის არსებობასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს და ორივემ ერთად უნდა განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები და მიიღოს სიფრთხილის ზომები ინფექციის გამომწვევის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გაერთიანების მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II

სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რომ ცხოველები არ დაიკლას სასაკლაოს ოპერატორისთვის არ სასურსათო ჯაჭვის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდებამდე და ამ ინფორმაციის გადამოწმებამდე.
  2. მაგრამ, სახელმწიფო ვეტერინარმა შეიძლება დაუშვას ცხოველების კვლა სასაკლაოზე მაშინაც კი, თუ არ არსებობს სასურსათო ჯაჭვის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში, სასურსათო ჯაჭვის შესახებ არსებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს მანამ, სანამ მოხდება ცხოველის გამოშიგნული და გატყავებული ცხოველის ადამიანის მოხმარების მიზნით დამტკიცება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი გატყავებული და გამოშიგნული ცხოველი და შესაბამისი შიგნეულობა უნდა ინახებოდეს სხვა ხორცისაგან განცალკევებულად.
  3. მიუხედავად მე-2 აბზაცის დებულებებისა, როცა ცხოველის სასაკლაოზე მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში სასურსათო ჯაჭვის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მიწოდებული, ცხოველის ხორცი უნდა გამოცხადდეს ადამინის მოხმარებისათვის უვარგისად. თუ ცხოველი ჯერ არ დაკლულა, ის უნდა დაიკლას სხვა ცხოველებისაგან განცალკევებულად.
  4. როცა თანდართული ჩანაწრები, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია აჩვენებს, რომ:
  1. ცხოველები ჩამოყვანილია ისეთი სადგომიდან ან ტერიტორიიდან, სადაც ცხოველებისა ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამო, მოძრაობა აკრძალულია ან არსებობს სხვა შეზღუდვები;
  2. ვეტერინარული სამედიცინოს პროდუქტების გამოყენების წესები არ არის დაცული; ან
  3. თუ არსებობს ნებისმიერი სხვა პირობა, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის რისკების აღმოფხვრის მიზნით, ცხოველების მიღება სასაკლაოზე უნდა მოხდეს მხოლოდ გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

თუ ცხოველები უკვე მიყვანილია სასაკლაოზე, ისინი უნდა დაიკლას ცალ-ცალკე და გამოცხადდეს ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად, ხოლო საჭირობის შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს სიფრთხილის ზომები ცხოველებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. როცა სახელმწიფო ვეტერინარი აუცილებლად ჩათვლის, სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს ცხოველთა მოშენების ადგილზე.

5. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, თუ ის აღმოაჩენს, რომ თანდართული ჩანაწერები, დოკუმენტაცია ან სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება მოშენების ადგილზე არსებულ რეალურ მდგომარეობას ან ცხოველების რეალურ მდგომარეობას ან მიზნად ისახავს სახელმწიფო ვეტერინარის შეცდომაში შეყვანას. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ცხოველთა მოშენების ადგილზე ან პროცესში მონაწილე ნებისმიერ სხვა პირზე პასუხისმგებელი სურსათის მწარმოებლის მიმართ. ეს ღონისძიება შეიძლება აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ დამატებითი კონტროლის ზომებს. ცხოველების მოშენების ადგილზე სურსათის მწარმოებელმაან ნებისმიერმა სხვა მონაწილე პირმა უნდა გაიღონ ამ დამატებითი კონტროლის ხარჯები.

თავი III

ცოცხალ ცხოველებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

  1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად ასრულებს სურსათის მწარმოებელი თავის მოვალეობას რეგულაციით (EC) No .../200430, რათა უზრუნველყოს ადამიანის მოხმარებისათვის დასაკლავად მიღებული ცხოველების სათანადოდ შემოწმება.

სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს იმ ცხოველების, რომელთა იდენტობა გონივრულ ფარგლებში არ არის დადგენილი, ცალკე დაკვლა და ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად გამოცხადება. როცა სახელმწიფო ვეტერინარი საჭიროდ ჩათვლის, ცხოველების მოშენების ადგილზე უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი.

  1. ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების არსებობისას, ცხენები შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე მაშინაც კი, თუ მათი იდენტობის შესახებ კანონიერად მოთხოვნილი ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული. თუმცა, ეს ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს ტანხორცის ადამიანის მოხმარებისათვის ვარგისად გამოცხადებამდე. ეს მოთხოვნები აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასაკლაოს ფარგლებს გარეთ ცხენების სასწრაფოდ დაკვლის შემთხვევაში.
  2. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება სურსათის მწარმოებლის მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No .../2004 შესაბამისად, რათა უზრუნველყოს, რომ ის ცხოველები, რომელთაც აქვთ ბეწვისა და კანის ისეთი მდგომარეობა, რომ არ არსებობს დაკვლის დროს ხორცის დაბინძურების რისკი, არ დაიკლას ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით ამ მდგომარეობის წინასწარ გამოსწორებამდე.
  3. ცხოველები, რომელებიც დაავადებული არიან ისეთი დაავადებით, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა ცხოველებს ან ადამიანებს ხორცის დამუშავების ან კვების დროს, და ზოგადად ცხოველები, რომლებსაც აქვთ სისტემური დაავადებების ან გამოფიტვის კლინიკური ნიშნები, არ უნდა დაიკლას ადამიანის მოხმარების მიზნით. ასეთი ცხოველები უნდა დაიკლას ცალკე, ისეთ პირობებში რომ სხვა ცხოველები ან ტანხორცი არ დაბინძურდეს, და გამოცხადდნენ ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად.
  4. იმ ცხოველების დაკვლა, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ დაავადებული არიან ისეთი დაავადებით, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე, უნდა გადაიდოს. ასეთმა ცხოველებმა უნდა გაიარონ დაკვლამდე დეტალური შემოწმება დიაგნოზის დასასმელად. გარდა ამისა, სახელმწიფო ვეტერინარმა, დაკვლის შემდგომი შემოწმების შედეგების დაზუსტების მიზნით, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე. საჭიროების შემთხვევაში, ცხოველები უნდა დაიკლას ცალკე ან ჩვეულებრივი დაკვლის პროცესის დასასრულს, სხვა ხორცის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ყველა აუცილებელი სიფრთხილის ზომების მიღებით.
  5. იმ ცხოველების დამუშავება, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ გაერთიანების კანონმდებლობაში მითითებულ დონეზე მეტი რაოდენობის ვეტერინალური მედიკამენტების ან აკრძალული ნივთიერებების ნარჩენებს, უნდა მოხდეს დირექტივის 96/23/EC შესაბამისად.
  6. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა დააწესოს ისეთი პირობები, რომლებშიც ცხოველებს უნდა მოეპყრონ კონკრეტული დაავადებების, მაგალითად, ბრუცელოზი ან ტუბერკულოზი ან ზონოზური აგენტების, როგორებიცაა, მაგალითად, სალმონელოზი, მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ აღმოფხვრის ან კონტროლისათვის განსაზღვრული სქემების გათვალისწინებით. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ის პირობები, რომლებშიც ისინი შეიძლება დაიკლას. ამ პირობების მიზანი უნდა იყოს სხვა ცხოველებისა და მათი ხორცის დაბინძურების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა.
  7. სასაკლაოზე დაკვლისათვის მიყვანილი ცხოველები, როგორც წესი, უნდა დაიკლას იქვე. თუმცა, ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა სასაკლაოს მოწყობილობების სერიოზული დაზიანება, სახელმწიფო ვეტერინარს შეუძლია გასცეს მათი სხვა სასაკლაოზე გადაყვანის ნებართვა.

თავი IV

ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

  1. როცა დაკვლის ან დახოცვის დროს არ ხდება ცხოველების დაცვასთან დაკავშირებული წესების გათვალისწინება, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს ურსათის მწარმოებლის მიერ მდგომარეობის გამოსასწორებელი და განმეორების თავიდან აცილების ღონისძიებების დაუყოვნებლივი შესრულების პროცესი.
  2. პრობლემის ხასიათისა და სერიოზულობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვეტერინარმა, ღონისძიებების განხორციელებისათვის, უნდა გამოიყენოს სათანადო და პროგრესული მიდგომა, დაწყებული დირექტივების გაცემიდან წარმობის შემცირებითა და შეჩერებით დამთავრებული.
  3. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აცნობოს სხვა უფლებამოსილ ორგანოებს ცხოველთა მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
  4. თუ სახელმწიფო ვეტერინარი აღმოაჩენს, რომ ტრანპორტირების დროს არ იყო გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის წესები, მან უნდა განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.
  5. როდესაც:
  1. სახელმწიფო დამხმარე ამოწმებს ცხოველთა მდგომარეობას III ან IV ქვეთავების შესაბამისად; ან
  2. ამ შემოწმების შედეგად გამოვლინდება, რომ არ ხდება ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებული წესების გათვალისწინება, სახელმწიფო დამხმარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო ვეტერინარს, და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს პირველ-მეოთხე აბზაცებში მითითებული აუცილებელი ღონისძიებები სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე.

 

თავი V

ხორცთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

  1. ხორცი უნდა გამოცხადდეს ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად თუ ის:
  1. ეკუთვნის ცხოველებს, რომლებმაც არ გაიარეს დაკვლამდე შემოწმება, გარდა გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევისა;
  2. ეკუთვნის ცხოველებს, რომელთა შიგნეულმა არ გაიარა დაკვლის შემდგომი შემოწმება, თუ სხვაგვარად არ არის მოცემული წინამდებარე რეგულაციაში ან რეგულაციაში (EC) No .../200431;
  3. ეკუთვნის ცხოველებს, რომლებიც დაიხოცა დაკვლამდე, დაიბადა მკვდარი, ვერ მოასწრო დაბადება ან დაიკლა შვიდი დღის ასაკამდე პერიოდში;
  4. მიიღბა საკლავის სხეულზე დაკვლის წერტილების მოცილებით;
  5. ეკუთვნის ცხოველებს, რომლებიც დაავადებული იყო OIE-ს A სიაში, და სადაც საჭიროა, OIE-ს B სიაში მითითებული დაავადებით, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული IV ქვეთავში;
  6. ეკუთვნის ცხოველებს, რომლებიც დაავადებულიარიან ისეთი გავრცელებული დაავადებებით, როგორიცაა სეფსისი, პიემია, ტოქსემია ან ვირემია;
  7. არ შეესაბამება გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ, სასურსათო პროდუქტების ბაზარზე გატანისათვის საჭირო მიკრობიოლოგიურ კრიტერიუმებს;
  8. აქვს პარაზიტებით ინფიცირების ნიშნები, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული IV ქვეთავში;
  9. შეიცავს გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ დონეზე ჭარბ ნარჩენებს ან დამაბინძურებელ ნივთიერებებს. სროლისას აცდენების შესაბამისი დონის ნებისმიერი გადაჭარბების შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი ანალიზი;
  10. გაერთიანების უფრო კონკრეტული კანონმდებლობის შეუზღუდავად, ეკუთვნის ცხოველებს, ან ტანხორცი შეიცავს ისეთი აკრძალული ნივთიერებების ნარჩენებს ან ეკუთვნის ცხოველებს, რომლებსაც მკურნალობდნენ აკრძალული ნივთირებებით;
  11. შედგება ორ წელზე მეტი ასაკის ისეთი რეგიონიდან მომდინარე ცხოველის ღვიძლის ან თირკმელებისაგან, სადაც დირექტივის 996/23/EC მე-5 მუხლის შესაბამისად განხორციელებული გეგმების დამტკიცებამ გამოავლინა გარემოში მძიმე მეტალების არსებობა;
  12. არალეგალურად მკურნალობდნენ სადეზინფექციო ნივთიერებებით;
  13. არალეგალურად მკურნალობდნენ მაიონიზებელი ან ულტრაიისფერი დასხივებით;
  14. შეიცავს უცხო სხეულებს (გარდა გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევის შემთხვევისა, ცხოველებზე ნადირობის დროს გამოყენებული მასალებისა);
  15. აღემატება გაერთიანების კანონმდებლობით ნებადართულ რადიოაქტიული ნივთიერების მაქსიმალურ დონეს;
  16. მიუთითებს პათოფიზიოლოგიურ ცვლილებებს, ანომალიებს, არასაკმარის სისხლდენას (გარდა გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევისა) ან ორგანოლეპტიკურ ანომალიებს, კერძოდ, ხაზგასმულ სქესობრივ სუნს;
  17. ეკუთვნის გამოფიტულ ცხოველებს;
  18. შეიცავს მნიშვნელოვან სარისკო მასალებს, გარდა გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულისა;
  19. დაბინძურებულია მიწით, ფეკალიებით ან სხვა დამაბინძურებლებით;
  20. შეიცავს სისხლს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოების ან ცხოველის ჯანმრთელობას, იმ ნებისმიერი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლიდანაც ის არის მიღებული, ან დაკვლის დროს სისხლის დაბინძურების გამო;
  21. სახელმწიფო ვეტერინარის აზრით, ყველა შესაბამისი ინფორმაციის შემოწმების შემდეგ, ის შესაძლოა კვლავ სახიფათო იყოს საზოგადოებისა ან ცხოველების ჯანმრთელობისათვის, ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო უვარგისი იყო ადამიანის მოხმარებისათვის
  1. სახელმწიფო ვეტერინარმა შეიძლება დააწესოს მოთხოვნები იმ ცხოველების ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც სასაკლაოს ფარგლებს გარეთ სასწრაფოდ დაკლეს.

ქვეთავი III

პასუხისმგებლობები და კონტროლის სიხშირე

თავი I

სახელმწიფო დამხმარეები

სახელმწიფოდამხმარეებმა შეიძლება დახმარება გაუწიონ სახელმწიფო ვეტერინარებს ყველა ამოცანის განხორციელებაში, IV ქვეთავში განსაზღვრული შემდეგი შეზღუდვებისა და ნებისმიერი კონკრეტული წესის შესაბამისად:

  1. აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამხმარეს შეუძლია მხოლოდ მოაგროვოს კარგ ჰიგიენურ პრაქტიკასთან და HACCP-ზე დაფუძნებულ პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  2. დაკვლამდე შემოწმებასთან და ცხოველთა მდგომარეობის შემოწმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამხმარეს მხოლოდ შეუძლია განახორციელოს ცხოველების პირველადი შემოწმება, და დაეხმაროს წმინდა პრაქტიკული ამოცანების შესრულებაში;
  3. დაკვლის შემდგომ შემოწმებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ვეტერინარმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სახელმწიფო დამხმარეების მუშაობა და სასაკლაოს ფარგლებს გარეთ დაკლული ცხოველების შემთხვევაში, პირადად შეამოწმოს ისინი.

თავი II

კონტროლის სიხშირე

  1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე ერთი სახელმწიფო ვეტერინარის ყოფნა:
  1. სასაკლაოს ტერიტორიაზე, როგორც დაკვლამდე, აგრეთვე დაკვლის შემდეგი შემოწმების დროს; და
  2. ნანადირევის დამუშავების საწარმოებში, დაკვლამდე შემოწმების პერიოდში.
  1. თუმცა, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს ამ მეთოდის ადაპტირება იმ კონკრეტული სასაკლაოსა და ნანადირევის დამუშავების საწარმოში, რომლებიც განისაზღვრება რისკის ანალიზის საფუძველზე და მე-18(3) მუხლში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, თუკი არსებობს ასეთი კრიტერიუმები. ასეთ შემთხვევაში:
  1. სახელმწიფო ვეტერინარი არ არის აუცილებელი, დაესწროს დაკვლამდე შემოწმებას სასაკლაოზე, თუ:
  1. სახელმწიფო ვეტერინარმა ან დამტკიცებულმა ვეტერინარმა განახორციელა დაკვლამდე შემოწმება ცხოველების მოშენების ადგილას, შეამოწმა სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაცია და შემოწმების შედეგები გადასცა სასაკლაოს სახელმწიფო დამხმარეს;
  2. სასაკლაოზე მყოფი სახელმწიფო დამხმარე კმაყოფილია, რომ სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის რაიმე სურსათის უვნებლობის პრობლემა და რომ ცხოველთა საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, და
  3. სახელმწიფო ვეტერინარი რეგულარულად კმაყოფილია იმით, რომ სახელმწიფო დამხმარე სათანადოდ ახორციელებს ამგვარ შემოწმებებს;
  1. სახელმწიფო ვეტერინარი არ არის აუცილებელი ესწრებოდეს ყველა დაკვლის შემდგომ შემოწმებას, თუ:
  1. სახელმწიფო დამხმარე ახორციელებს დაკვლის შემდგომ შემოწმებას და დაახარისხებს ერთი და იმავე ცხოველის ხარვეზიან და ყველა დანარჩენ ხორცს;
  2. სახელმწიფო ვეტერინარი შემდგომში შეამოწმებს ყველა ასეთ ხორცს, და
  3. სახელმწიფო დამხმარე დოკუმენტურად დაასაბუთებს თავის პროცედურებს და გამოვლენილ შედეგებს იმგვარად, რომ სახელმწიფო ვეტერინარი დაკმაყოფილდეს სტანდარტების დაცვით.

თუმცა, ფრინველებისა და კურდღლისებრების შემთხვევაში, სახელმწიფო დამხმარეს შეუძლია დაიწუნოს ხარვეზიანი ხორცი, და IV ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ვეტერინარს არ სჭირდება ყველა ასეთი ხორცის სისტემატური შემოწმება.

  1. მე-2 აბზაცის დებულებები არ გამოიყენება:
  1. იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც სასწრაფოდ დაიკლა;
  2. იმ ცხოველების მიმართ, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ აქვთ ისეთი დაავადება, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდიონს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  3. ჯოგებში არსებული ხარ-ძროხებისებრი ცხოველების მიმართ, რომელთა შესახებაც ოფიციალურად არ გამოცხადებულა, რომ ისინი არ არიან დაავადებული ტუბერკულოზით;
  4. ჯოგებში არსებული ხარ-ძროხისებრი, ცხვრისებრი და თხისებრი ცხოველების მიმართ, რომელთა შესახებაც ოფიციალურად არ გამოცხადებულა, რომ ისინი არ არიან დაავადებული ბრუცელოზით;
  5. OIE-ს A სიაში ან OIE-ს B სიაში ჩამოთვლილი დაავადებების ეპიდემიის შემთხვევაში. ეს ეხება კონკრეტული დაავადების მიმართ მიდრეკილ ცხოველებს, რომლებიც არიან კონკრეტული რეგიონებიდან, როგორც ეს აღწერილია საბჭოს დირექტივის 64/432/EEC მე-2 მუხლში;
  6. როცა აუცილებელია უფრო მკაცრი კონტროლი წარმოქმნილი დაავადების ან განსაკუთრებით, OIE-ს B სიაში მითითებული დაავადებების მიმართ.
  1. ხორცის დამჭრელ საწარმოებში, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის ან სახელმწიფო დამხმარის დასწრება ხორცის დამუშავების პროცესზე იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია წინამდებარე რეგულაციის მიზნების მისაღწევად.

თავი III

სასაკლაოს პერსონალის მონაწილეობა

A. შინაური ფრინველისა და კურდღლისებრების ხორცის წარმოებასთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანები.

წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დაუშვან, რომ სასაკლაოს პერსონალმა შეასრულოს სახელმწიფო დამხმარის საქმიანობა შინაური ფრინველისა და კურდღის ხორცის წარმოების კონტროლის პროცესში, შემდეგი პირობების შესაბამისად:

(a) თუ საწარმოში არსებობს კარგი ჰიგიენური მდგომარეობა წინამდებარე რეგულაციის მე-4(4) მუხლისა და HACCP-ს პროცედურის შესაბამისად, სულ მცირე 12 თვის განმავლობაში, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება ნება დართოს საწარმოს პერსონალს, რომელმაც გაიარა იგივე მომზადება, რაც სახელმწიფო დამხმარეებმა და ჩააბარა იგივე გამოცდა, განახორციელოს სახელმწიფო დამხმარის ამოცანები. ეს ნებართვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ თუ საწარმოს პერსონალმა გაიარა კომპეტენტური ორგანოსათვის მისაღები სახელმწიფო დამხმარეების ანალოგიური მომზადება;

ასეთ გარემოებებში, სახელმწიფო ვეტერინარი უნდა ესწრებოდეს დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ შემოწმებას, ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ამ საქმიანობას და განახორციელოს რეგულარული საექსპლუატაციო გამოცდები უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს ასეთი შემოწმების შედეგები. საექსპლუატაციო გამოცდების დეტალური წესები უნდა განისაზღვროს მე-18 მუხლში მოცემული პროცედურის მიხედვით. თუ საწარმოს ჰიგიენურ დონეზე გავლენას ახდენს აღნიშნული პერსონალის მუშაობა, ან თუ ეს პერსონალი სათანადოდ ვერ ასრულებს ამოცანას, ან თუ ის ასრულებს ასეთ სამუშაოს უფლებამოსილი ორგანოსათვის არადამაკმაყოფილებლად, მაშინ ის უნდა შეიცვალოს სახელმწიფო დამხმარეებით.

საწარმოში წარმოებასა და ინსპექტირების პასუხისმგებლობები ცალკე ფუნქციად უნდა იყოს გამოყოფილი, და ნებისმიერი ის საწარმო, რომელსაც სურს გამოიყენოს საწარმოს საკუთარი ინსპექტორები, უნდა ფლობდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს.

(b) წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს, როგორც მთლიანობაში, აგრეთვე თითოეულ ცალკეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაუშვას თუ არა ზემოთ აღწერილი სისტემის გამოყენება.
თუ წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ასეთი სისტემის გამოყენებას, მან უნდა აცნობოს კომისიას ამ გადაწყვეტილებისა და მასთან დაკავშირებული პირობების შესახებ. ამ სისტემის განმახორციელებელ წევრ სახელმწიფოში მოქმედი სურსათის მწარმოებლებისთვის, სისტემის რეალურად გამოყენება არჩევითია. წევრ სახელმწიფოში უფლებამოსილმა ორგანომ არ უნდა აიძულოს სურსათის მწარმოებლები, დანერგონ ზემოთ აღწერილი სისტემა. თუ უფლებამოსილი ორგანო არ არის დარწმუნებული იმაში, რომ სურსათის მწარმოებელი აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, ეს სისტემა აღნიშნულ საწარმოში არ უნდა განხორციელდეს. აღნიშნულის შეფასების მიზნით, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს წარმოებისა და ინსპექტირების ჩანაწერების ანალიზი, საწარმოში განხორციელებული საქმიანობის სახეობის, წესების დაცვის მხრივ გამოცდილების, პროფესიული გამოცდილებისა და დამოკიდებულების და სურსათი პროდუქტების უვნებლობასთან და სხვა შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით. სასაკლაოს პერსონალის პასუხისმგებლობის ანალიზი.

B. ნიმუშის აღებისა და ტესტირების კონკრეტული ამოცანები

სასაკლაოს პერსონალს, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობითა და ზედამხედველობით შეუძლია აიღოს ნიმუშები და ჩაატაროს ტესტირება ყველა სახის ცხოველიდან.

თავი IV

პროფესიული კვალიფიკაცია

A. სახელმწიფო ვეტერინარები

  1. ოფიციალურ ორგანოს შეუძლია სახელმწიფო ვეტერინარებად დანიშნოს მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს ტესტირება და დააკმაყოფილეს მე-2 აბზაცის მოთხოვნები, როგორც სახელმწიფო ვეტერინარებმა.
  2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტესტირების ჩატარება. გამომდინარე ვეტერინარის სამუშაო გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან, ამ ტესტმა უნდა დაადასტუროს ვეტერინარის ცოდნა შემდეგ საგნებში:
  1. ადგილობრივი და გაერთიანების კანონმდებლობა ვეტერინარული ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის, ცხოველთა მდგომარეობისა და ფარმაცევტული ნივთიერებების შესახებ;
  2. სოფლის მეურნეობის ზოგადის პოლიტიკის, საბაზრო ღონისძიებების, ექსპორტის დაფინანსების და თაღლითობის გამოვლენის პრინციპები (მათ შორის, გლობალურ კონტექსტში: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), Codex Alimentarius, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIE);
  3. საკვების გადამუშავებისა და სურსათის ტექნოლოგიის საფუძვლები;
  4. კარგი წარმოების და ხარისხის მართვის პრინციპები, კონცეფციები და მეთოდები;
  5. მოსავლის აღებამდე ხარისხის მართვა (ფერმერული მეურნეობის კარგი მართვა);
  6. სასურსათო პროდუქტების ჰიგიენის გამოყენება და ხელშეწყობა, სურსათი პროდუქტების უვნებლობა (კარგი ჰიგიენური მდგომარეობა);
  7. რისკის ანალიზის პრინციპები, კონცეფციები და მეთოდები;
  8. HACCP-ს პრინციპები, კონცეფციები და მეთოდები, HACCP-ს გამოყენება სურსათის წარმოების სასურსათო ჯაჭვიში;
  9. ადამიანი ჯანრთელობისათვის სურსათისგან წარმოქმნილი საფრთხის პრევენცია და კონტროლი;
  10. ინფექციასა და ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული მოსახლეობის დინამიკა;
  11. დიაგნისტიკური ეპიდემიოლოგია;
  12. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემები;
  13. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების შემოწმება და მარეგულირებელი შეფასება;
  14. თანამედროვე ტესტირების მეთოდების დიაგნოსტიკის მიზნით გამოყენების პრინციპები;
  15. ვეტერინარულ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  16. მონაცემთა დამუშავება და ბიოსტატისტიკის გამოყენება;
  17. ადამიანებში სასურსათო პროდუქტით გამოწვეული დაავადებების წარმოქმნის გამოკვლევა;
  18. TSE-ებთან დაკავშირებული შესაბამისი ასპექტები;
  19. ცხოველთა მდგომარეობა წარმოების, ტრანსპორტირებისა და დაკვლის დონეზე;
  20. სასურსათო პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული გარემოს საკითხები (მათ შორის, ნარჩენების მართვა);
  21. სიფრთხილესთან დაკავშირებული პრინციპები და სამომხმარებლო საკითხები; და
  22.  წარმოებაში მომუშავე პერსონალის მომზადების პრინციპები.

ვეტერინარულ საბაზისო მომზადებასთან ერთად, კანდიდატებმა შეიძლება შეიძინონ საჭირო ცოდნა, ან პროფესიული გამოცდილება მას შემდეგ, რაც ისინი გახდებიან ვეტერინარები. უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა სხვადასხვა ამოცანების შესრულებისათვის გაითვალისწინოს კანდიდატების ცოდნის დონე. თუმცა, როცა უფლებამოსილი ორგანო დარწმუნდება, რომ კანდიდატს გააჩნია ყველა საჭირო ცოდნა, რომელიც აუცილებელია უნივერსიტეტის ხარისხთან ერთად, ან თუ ის აგრძელებს განათლების მიღებას ასპირანტურაში, ტესტირება შესაძლოა აღარ იყოს საჭირო.

  1. ვეტერინარს უნდა შეეძლოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა.
  2. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებამდე, თითოეულმა სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაიაროს პრაქტიკული მომზადება საგამოცდო ვადით, სულ მცირე 200 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, სტაჟიორმა უნდა იმუშაოს სასაკლაოზე, ხორცის დამჭრელ საწარმოებში, ახალი ხორცის შემოწმების პოსტებზე და ცხოველთა მოშენების ადგილას, იქ მყოფი სახელმწიფო ვეტერინარების ზედამხედველობით. მომზადება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების აუდიტთან.
  3. სახელმწიფო ვეტერინარმა მუდმივად უნდა მიიღოს სათანადო ცოდნა და ინფორმირებული იყოს ახალი მეთოდების შესახებ, რეგულარული განათლებისა და პროფესიული ლიტერატურის მეშვეობით. სახელმწიფო ვეტერინარმა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა გაიაროს ყოველწლიური უწყვეტი საგანმანათლებლო მომზადება.
  4. ვეტერინარებს, რომლებიც უკვე დაინიშნენ სახელმწიფო ვეტერინარებად, უნდა ჰქონდეთ იმ საგანში შესაბამისი ცოდნა, რომელიც მითითებულია მე-2 აბზაცში. აუცილებლობის შემთხვევაში, მათ ეს ცოდნა უნდა მიიღონ უწყვეტი განათლებით. უფლებამოსილმა ორგანომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
  5. მიუხედავად 1-6 აბზაცების დებულებებისა, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განსაზღვრონ კონკრეტული წესები ნახევარ განაკვეთზე მომუშავე სახელმწიფო ვეტერინარებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მცირე ბიზნესის შემოწმებაზე.

B. სახელმწიფო დამხმარეები

  1. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია სახელმწიფო დამხმარედ დანიშნოს მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს მომზადება და ტესტირება ქვემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
  2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ასეთი ტესტების ჩატარება. იმისათვის, რომ ასეთ ტესტირებაში მონაწილეობა შეძლონ, კანდიდატებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათ გაიარეს:
  1. სულ მცირე 500 საათიანი თეორიული მომზადება და სულ მცირე 400 საათიანი პრაქტიკული მომზადება მე-5 აბზაცით განსაზღვრულ სფეროებში; და
  2. ასეთი დამატებითი მომზადება საჭიროა იმისათვის, რომ სახელმწიფო დამხმარეებმა კომპეტენტურად განახორციელონ თავიანთი მოვალეობები.
  1. მე-2(a) აბზაცში მითითებული პრაქტიკული მომზადება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით, სასაკლაოებზე და ხორცის დამჭრელ საწარმოებში, ცხველების მოშენების ადგილზე და სხვა შესაბამის საწარმოებში.
  2. მომზადება და ტესტირებები ძირითადად ეხება წითელ ან შინაური ფრინველის ხორცს. თუმცა, იმ პირებმა, რომლებმაც გაიარეს მომზადება ორი კატეგორიიდან ერთში და ჩააბარეს ტესტი, უნდა გაიარონ მხოლოდ ხანმოკლე მომზადება მეორე კატეგორიისთვის ტესტის ჩასაბარებლად. მომზადება და ტესტი დაკავშირებული უნდა იყოს გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევთან, ფერმაში მოშენებულ ცხოველებთან და კურდღლისებრებთან, სადაც ეს შესაძლებელია.
  3. სახელმწიფო დამხმარეების მომზადება და ტესტირებები უნდა მოიცავდეს ცოდნის დადასტურებას შემდეგ საკითხებში:

(a) სადგომებთან დაკავშირებით:

1. თეორიული ნაწილი:

  • ფერმერული ორგანიზაციის, საწარმოო მეთოდების, საერთაშორისო ვაჭრობის და სხვა საკითხების ცოდნა,
  • მეცხოველობის, მიწათმოქმედების საკითხების ცოდნა,
  • დაავადებების, კერძოდ, ზოონოზი-ვირუსების, ბაქტერიების, პარაზიტებისა და ა.შ. შესახებ საბაზისო ცოდნა,
  • დაავადებების მონიტორინგი, მედიკამენტებისა და ვაქცინების გამოყენება, ნარჩენების ტესტირება,
  • ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შემოწმება,
  • ცხოველების მდგომარეობა ფერმაში და ტრანსპორტირების დროს,
  • გარემოსთან დაკავშირებული მოთხოვნა - შენობებში, ფერმებში და ზოგადად,
  • შესაბამისი კანონები, მარეგულირებელი აქტები და ადმინისტრაციული დებულებები,
  • სამოხმარებლო საკითხები და ხარისხის კონტროლი;

2. პრაქტიკული ნაწილი:

  • სხვადასხვა ტიპის ცხოველების მოშენების ადგილებზე ვიზიტები და ცხოველთა გამოყვანის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება,
  • მწარმოებელ საწარმოებში ვიზიტები,
  • ცხოველების ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესის შემოწმება,
  • ლაბორატორიული მტკიცებულებები,
  • ვეტერინარული შემოწმებები,
  • დოკუმენტაცია;

(b) სასაკლაოებსა და ხორცის დამჭრელ საწარმოებთან დაკავშირებით:

1. თეორიული ნაწილი:

  • ხორცის ფერმერული ორგანიზაციის, საწარმოო მეთოდების, საერთაშორისო ვაჭრობისა და სასაკლაოსა და ხორცის დამუშავების ტექნოლოგიის ცოდნა,
  • ჰიგიენის, კონკრეტულად, სამრეწველო ჰიგიენის, დაკვლის, ხორცის დამუშავებისა და შენახვის ჰიგიენის, მუშაობის ჰიგიენის საბაზისო ცოდნა,
  • HACCP -სა და HACCP -ზე დაფუძნებული პროცედურების აუდიტი,
  • გადმოტვირთვისას ცხოველთა კეთილდღეობა ტრანსპორტირების შემდეგ და სასაკლაოზე,
  • დაკლული ცხოველების ანატომიისა და ფიზიოლოგიის საბაზისო ცოდნა,
  • დაკლული ცხოველების პათოლოგიის საბაზისო ცოდნა,
  • დაკლული ცხოველების პათოლოგიური ანატომიის საბაზისო ცოდნა,
  • TSE-ების და სხვა მნიშვნელოვან ზონოზებსა და ზონოზურ აგენტებთან დაკავშირებული შესაბამისი ცოდნა,
  • დაკვლის, ახალი ხორცის შემოწმების, მომზადების შეფუთვის, ტრანპორტირების მეთოდებისა და პროცედურების ცოდნა,
  • მიკრობიოლოგიის საბაზისო ცოდნა,
  • დაკვლამდე შემოწმება,
  • ტრიქინელოზთან დაკავშირებული შემოწმება,
  • დაკვლის შემდეგი შემოწმება,
  • ადმინიტრაციული ამოცანები,
  • შესაბამისი კანონების, მარეგულირებელი აქტებისა და ადმინისტრაციული დებულებების ცოდნა,
  • ნიმუშების აღების პროცედურა,
  • თაღლითობასთან დაკავშირებული საკითხები;

2.პრაქტიკული ნაწილი:

  • ცხოველთა განსაზღვრა,
  • ასაკის შემოწმება,
  • დაკლული ცხოველების შემოწმება და შეფასება,
  • სასაკლაოზე დაკვლის შემდგომი შემოწმება,
  • ტრიქინელოზთან დაკავშირებული შემოწმება,
  • ცხოველთა სახეობების განსაზღვრა ცხოველის ტიპიური ნაწილების შემოწმებით,
  • დაკლული ცხოველების იმ ნაწილების გამოვლენა და მათზე კომენტარის გაკეთება, რომლებშიც აღმოჩნდა ცვლილებები,
  • ჰიგიენური კონტროლი, მათ შორის ჰიგიენური მდგომარეობის და HACCP-ზე დაფუძნებული პროცედურების შემოწმება.
  • დაკვლამდე შემოწმების შედეგების აღრიცხვა,
  • ნიმუშების აღება,
  • ხორცის ოპერატიული კონტროლი,
  • დოკუმენტაცია.

6. სახელმწიფო დამხმარეებმა მუდმივად უნდა მიიღონ სათანადო ცოდნა და საქმის კურსში იყონ თანამედროვე მეთოდების შესახებ, რეგულარული უწყვეტი განათლებისა და პროფესიული ლიტერატურის მეშვეობით. სახელმწიფო დამხმარემ, როცა ეს შესაძლებელია, უნდა გაიაროს ყოველწლიური უწყვეტი მომზადება.

7. პირებს, რომლებიც უკვე დაინიშნენ სახელმწიფო დამხმარეებად, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა მე-5 აბზაცში მითითებულ საგნებში. აუცილებლობის შემთხვევაში, მათ ეს ცოდნა უნდა მიიღონ უწყვეტი განათლებით. უფლებამოსილმა ორგანომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

8. თუმცა, როცა სახელმწიფო დამხმარეები ახორციელებენ მხოლოდ ნიმუშის აღებას და ანალიზს ტრიხინელოზთან დაკავშირებული შემოწმებისათვის, უფლებამოსილმა ორგანომ მხოლოდ უნდა უზრუნველყოს მათ მიერ ამ ამოცანების შესრულებისათვის საჭირო მომზადების გავლა.

ქვეთავი IV

კონკრეტული მოთხოვნები

თავი I

შინაური ხარ-ძროხისებრი ცხოველები

A. ექვს კვირამდე ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველები

ექვს კვირამდე ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველების ტანხორცმა და შიგნეულობამ უნდა გაიაროს დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:

1. თავისა და ყელის ვიზუალური შემოწმება; ფილტვების პალპაცია; ხახის ლიმფური კვანძების გაჭრა და შემოწმება (Lnn რეტროფარინგიალები); პირისა და ყელის შემოწმება; ენის პალპაცია; ნუშისებრი ჯირკვლების ამოკვეთა;

2. ფილტვების, ტრაქეის და საყლაპავი მილის ვიზუალური შემოწმება; ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების გაჭრა და შემოწმება (Lnn. ბიფუცატიონეს, ეპარტერიალეს და მედიასტინალეს). ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გადაიხსნას სიგრძლივად და ფილტვები უნდა გაიჭრას მთავარი ღერძის წინა მესამედში, პერპენდიკულარულად; ასეთი გაჭრა არ არის აუცილებელი, თუ ფილტვები ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ გამოიყენება;

3. პერიკარდიუმის და გულის ვიზუალური შემოწმება; გული უნდა გაიჭრას სიგრძეზე ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას პარკუჭებს შორის არსებული ტიხარი;

4. დიაფრაგმის ვიზუალური შემოწმება;

5. ღვიძლის და პანკრეასის ლიმფური კვანძების (Lnn პორტალები) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, ღვიძლისა და მისი ლიმფური კვანძების გაჭრა;

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯალის, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების (Lnn გასტრიცი, მესენტერიცი, კრანიალესი და კაუდალესი) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების გაჭრა.

7. ელენთის ვიზუალური შემოწმება და თუ საჭიროა, პალპაცია;

8. თირკმელების ვიზუალური შემოწმება; თუ საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ლიმფური (Lnn., რენალეს) კვანძების გაჭრა;

9. პლევრისა და მუცლის აპკის ვიზუალური შემოწმება;

10.ჭიპის მიდამოსა და სახსრების ვიზუალური შემოწმება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის მიდამო უნდა გაიჭრას და გაიხსნას სახსრები; უნდა შემოწმდეს სინოვიალური სითხე.

B. ექვს კვირაზე მეტი ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველები

ექვს კვირაზე მეტი ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველების ტანხორცმა და შიგნეულობამ უნდა გაიაროს დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:

1. თავისა და ყელის ვიზუალური შემოწმება; ზედა ყბის, ხახისა და ყურთან მდებარე ჯირკვლების ლიმფური კვანძების შემოწმება (Lnn რეტროფარინგიალეს, მანდიბულარეს და პაროტიდეი); გარეთა საღეჭი კუნთის შემოწმება, რომელიც უნდა გაიჭრას ორ პარალელურ ნაწილად ქვედა ყბამდე და შიდა საღეჭ კუნთებამდე (შიდა ფრთისებრი ძვლის კუნთები), რომლებიც უნდა გაიჭრას სიგრძეზე. ენა უნდა მოცილდეს, ისე, რომ შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის ვიზუალური შემოწმება, თვითონ ენაც უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და პალპაციით. აუცილებელია ნუშისებრი ჯირკვლების მოცილება;

2. ტრაქეის და საყლაპავი მილის ვიზუალური შემოწმება; ფილტვების ვიზუალური შემოწმება და პალპაცია; გაჭრა და ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების შემოწმება (Lnn. ბიფუცატიონეს, ეპარტერიალეს და მედიასტინალეს). ტრაქეისა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიხსნას სიგრძივად და ფილტვები უნდა გაიჭრას მთავარი ღერძის პერპენდიკულარულად; ასეთი გაჭრა არ არის აუცილებელი, თუ ფილტვები ადამიანის მოხმარებისათვის არ გამოიყენება;

3. პერიკარდიუმის და გულის ვიზუალური შემოწმება, გული უნდა გაიჭრას სიგრძეზე ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას პარკუჭებს შორის ტიხარი;

4. დიაფრაგმის ვიზუალური შემოწმება;

5. ღვიძლის და პანკრეასის ლიმფური კვანძების (Lnn პორტალეს) ვიზუალური შემოწმება; ღვიძლის ზედაპირის და კუდის ნაწილის გაჭრა ნაღვლის სადინარების შემოწმების მიზნით;

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯალის, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების (Lnn გასტრიცი, მესენტერიცი, კრანიალესი და კაუდალესი) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების გაჭრა;

7. ელენთის ვიზუალური შემოწმება და თუ საჭიროა, პალპაცია;

8. თირკმელების ვიზუალური შემოწმება; თუ საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ლიმფური (Lnn. რენალეს) კვანძების გაჭრა;

9. პლევრისა და მუცლის აპკის ვიზუალური შემოწმება;

10. გენიტალური ორგანოების (გარდა პენისისა, თუ უკვე მოჭრილია) ვიზუალური შემოწმება;

11. ცურისა და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური შემოწმება, და თუ აუცილებელია, პალპაცია და გაჭრა (Lnn. სუპრამამარიი); ძროხებში, ცურის თითოეული ნახევარი უნდა გაიხსნას გრძელი, ღრმა ჭრილობით რადგან ცურის სარძევეები და ლიმფური კვანძები უნდა გაიჭრას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ცური არ არის გამიზნული ადამიანის მოხმარებისათვის.

თავი II

შინაური ცხვარი და თხა

ცხვრისა და თხების გამოშიგნულმა და გატყავებულმა კარკასმა და შიგნეულობამ უნდა გაიაროს დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:

1. გატყავების შემდეგ თავის ვიზუალური შემოწმება, ხოლო ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ყელი, პირის ღრუ, ენა და ხახისა და ყურთან მდებარე ჯირკვლების ლიმფური კვანძები. ცხოველის ჯანრთელობასთან დაკავშირებული წესების შეუზღუდავად, ეს შემოწმებები არ არის აუცილებელი, თუ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია იმის გარანტირება, რომ თავი, მათ შორის ენა და ტვინი, გამოყენებული არ იქნება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;

2. ფილტვების, ტრაქეის და საყლაპავი მილის ვიზუალური შემოწმება; გაჭრა და ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების შემოწმება (Lnn.. ბიფუცატიონეს, ეპარტერიალეს და მედიასტინალეს). ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეს ორგანოები და ლიმფური კვანძები უნდა გაიჭრას და შემოწმდეს;

3. პერიკარდიუმის და გულის ვიზუალური შემოწმება; ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გული უნდა გაიჭრას და შემოწმდეს;

4. დიაფრაგმის ვიზუალური შემოწმება;

5. ღვიძლის და პანკრეატის და მათი ლიმფური კვანძების (Lnn. პორტალეს) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, ღვიძლისა და მისი ლიმფური კვანძების გაჭრა ნაღვლის სადინარების შემოწმების მიზნით;

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯალის, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების (Lnn. გასტრიცი, მესენტერიცი, კრანიალეს და კაუდალეს) ვიზუალური შემოწმება;

7. ელენთის ვიზუალური შემოწმება და თუ საჭიროა, პალპაცია;

8. თირკმელების ვიზუალური შემოწმება; თუ საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ლიმფური (Lnn.. რენალეს) კვანძების გაჭრა;

9. პლევრისა და მუცლის აპკის ვიზუალური შემოწმება;

10. გენიტალური ორგანოების (გარდა პენისისა, თუ უკვე მოჭრილია) ვიზუალური შემოწმება;

11. ცურისა და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური შემოწმება;

12. ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის რაიონისა და სახსრების ვიზუალური შემოწმება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის რაიონი უნდა გაიჭრას და გაიხსნას სახსრები; უნდა შემოწმდეს სინოვიალური სითხე. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის მიდამო უნდა გაიჭრას და გაიხსნას სახსრები; უნდა შემოწმდეს სინოვიალური სითხე.

 

თავი III

შინაური ერთჩლიქიანები

შინაური ერთჩლიქიანების ტანხორცმა და შიგნეულობამ უნდა გაიაროს დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:

1. თავის ვიზუალური დათვალიერება და ენის ამოღების შემდეგ, ხორხის ვიზუალური დათვალიერება; პალპაცია და საჭიროების შემთხვევაში, სუბ-მაქსილარული, რეტროფარინგიალური და პორიტიდული ლიმფური კვანძების გაჭრა (Lnn რეტროფარინგიალეს, მანდიბულარეს და პაროტიდეი), ენა უნდა მოცილდეს, ისე, რომ შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური ვიზუალური შემოწმება, თვითონ ენაც უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და პალპაციით. აუცილებელია ნუშისებრი ჯირკვლების მოცილება;

2. ფილტვების, ტრაქეის და საყლაპავი მილის ვიზუალური შემოწმება; გაჭრა და ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების შემოწმება (Lnn ბიფუცატიონეს, ეპარტერიალეს და მედიასტინალეს). ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეს ორგანოები და ლიმფური კვანძები უნდა გაიჭრას და შემოწმდეს; ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გადაიხსნას სიგრძლივად და ფილტვები უნდა გაიჭრას მთავარი ღერძის წინა მესამედში, პერპენდიკულარულად; თუმცა, ასეთი გაჭრა არ არის აუცილებელი, თუ ფილტვები ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ გამოიყენება;

3. პერიკარდიუმის და გულის ვიზუალური შემოწმება; ეს უკანასკნელი სიგრძივად უნდა გაიკვეთოს გადახსნის მიზნით;

4. დიაფრაგმის ვიზუალური შემოწმება;

5. ღვიძლის და ღვიძლისა და პანკრეატის ლიმფური კვანძების (Lnn პორტალეს) ვიზუალური შემოწმება;

6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯალის, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების (Lnn. გასტრიცი, მესენტერიცი, კრანიალეს და კაუდალეს) ვიზუალური შემოწმება; საჭიროების შემთხვევაში, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების გაკვეთა;

7. ელენთის ვიზუალური შემოწმება და თუ საჭიროა, პალპაცია;

8. თირკმელების ვიზუალური შემოწმება; თუ საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ლიმფური (Lnn. რენალეს) კვანძების გაჭრა;

9. პლევრისა და მუცლის აპკის ვიზუალური შემოწმება;

10. გენიტალური ორგანოების (გარდა პენისისა, თუ უკვე მოჭრილია) ვიზუალური შემოწმება;

11. ცურისა და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური შემოწმება;

12. ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის რაიონისა და სახსრების ვიზუალური შემოწმება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის მიდამო უნდა გაიჭრას და გაიხსნას სახსრები; უნდა შემოწმდეს სინოვიალური სითხე;

13. ყველა ნაცრისფერი ან თეთრი ცხენი უნდა შემოწმდეს მხრის სახსრის ქვეშ ბეჭის ხრტილში მელანოზზე და მელანომაზე კუნთებისა და ლიმფური კვანძების შემოწმებით (Lnn სუბრჰომბოიდეი) მხრის ფიქსატორის მოშვების შემდეგ. თირკმელები უნდა გაიჭრას და შემოწმდეს მთლიანი თირკმლის გაკვეთის გზით.

თავი IV

შინაური ღორი

A. დაკვლის წინა შემოწმება

1. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაკვლისათვის გამიზნული ღორებმა გაიარონ დაკვლის წინა შემოწმება მათი მოშენების ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, ნებადართული იქნება მრავალი ღორის დაკვლა იმავე ადგილზე მხოლოდ მაშინ, თუ:

(a) მათ თან ერთვის A ნაწილის X თავში მითითებული ჯანრთელობის სერტიფიკატი; და

(b) მე-2-5 აბზაცების მოთხოვნები დაცულია.

2. დაკვლამდე შემოწმება მოშენების ადგილზე უნდა შედეგებოდეს შემდეგისაგან:

(a) სადგომში ჩანაწერებისა და დოკუმენტების, მათ შორის სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

(b) ღორების შემოწმება იმისათვის, რომ დადგინდეს:

(i) აქვთ თუ არა მათ ისეთი დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გადაეცეს ცხოველებს ან ადამიანებს ხორცის დამუშავების ან შეჭმის გზით, ან იქცევიან, ცალ-ცალკე ან ერთობლივად, იმგვარად, რომ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ ისინი დაავადებულები არიან;

(ii) მათ აღენიშნებათ საერთო ქცევის დარღვევა ან ისეთი დაავადების ნიშნები, რამაც შესაძლოა ხორცი ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისი გახადოს; ან

(iii) არსებობს მტკიცებულება ან მიზეზი იმისათვის, რომ არსებობდეს ეჭვი, რომ ისინი შეიცავენ გაერთიანების კანონმდებლობაში მითითებულზე მეტი მოცულობის ქიმიურ ნარჩენებს, ან აკრძალული ნივთიერებების ნარჩენებს.

3. სახელმწიფო ვეტერინარმა ან დამტკიცებულმა ვეტერინარმა უნდა განახორციელოს დაკვლამდე შემოწმება მოშენების ადგილას. ღორები უნდა გაიგზავნოს პირდაპირ სასაკლაოზე და არ უნდა შეერიოს დანარჩენ ღორებს.

4. სასაკლაოზე დაკვლამდე შემოწმება უნდა მოიცავდეს მხოლოდ:

(a) ცხოველების იდენტიფიკაციის კონტროლს; და

(b) შემოწმებას იმის შესაფასებლად, რამდენად არის დაცული ცხოველების მდგომარეობასთან დაკავშირებული წესები და არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველელის ჯანმრთელობაზე. ასეთი შემოწმება შესაძლოა განახორციელოს სახელმწიფო დამხმარემ;

5. როცა ღორები არ იკვლება 1(a)-ელ აბზაცში აღნიშნული ჯანრთელობის შესახებ სერტიფიკატის გაცემიდან სამი დღის განმავლობაში:

(a) თუ ღორები არ გაიყვანეს მოშენების ადგილიდან სასაკლაოზე, მაშინ მათ უნდა გაიარონ ხელმეორე შემოწმება და უნდა გაიცეს ახალი ჯანმრთელობის სერტიფიატი;

(b) თუ ღორების გადაყვანა უკვე ხდება სასაკლაოზე, დაკვლა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დაგვიანების მიზეზის დადგენის შემდეგ, იმ პირობით, რომ ღორები გაივლიან დაკვლამდე დამატებით ვეტერინარულ შემოწმებას.

B. დაკვლის შემდგომი შემოწმება

1. ღორების ტანხორცმა და შიგნეულობამ, გარდა მე-2 აბზაცში მითითებულისა, უნდა გაიაროს შემდეგი დაკვლის შემდგომი პროცედურები:

(a) თავისა და ხორცის ვიზუალური დათვალიერება; სუბმაქსიალური ლიმფური კვანძების გაკვეთა და შესწავლა (Lnn მანდიბულარეს); პირის ღრუსა და ენის ვიზუალური დათვალიერება;

(b) ფილტვების, ტრაქეის და საყლაპავი მილის ვიზუალური შემოწმება; ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების გაჭრა და შემოწმება (Lnn. ბიფუცატიონეს, ეპარტერიალეს და მედიასტინალეს). ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გადაიხსნას სიგრძლივად და ფილტვები უნდა გაიჭრას მთავარი ღერძის წინა მესამედში, პერპენდიკულარულად; ასეთი გაჭრა არ არის აუცილებელი, თუ ფილტვები ადამიანის მიერ მოხმარებისათვის არ გამოიყენება;

(c) პერიკარდიუმის და გულის ვიზუალური შემოწმება; გული უნდა გაიჭრას სიგრძეზე ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას პარკუჭებს შორის არსებული ტიხარი;

(d) დიაფრაგმის ვიზუალური შემოწმება;

(e) ღვიძლის და პანკრეასის ლიმფური კვანძების (Lnn პორტალები) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, ღვიძლისა და მისი ლიმფური კვანძების გაჭრა;

(f) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯალის, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების (Lnn გასტრიცი, მესენტერიცი, კრანიალესი და კაუდალესი) ვიზუალური შემოწმება; პალპაცია და თუ საჭიროა, კუჭისა და ჯორჯალის ლიმფური კვანძების გაჭრა;

(g) ელენთის ვიზუალური შემოწმება და თუ საჭიროა, პალპაცია;

(h) თირკმელების ვიზუალური შემოწმება; თუ საჭიროა თირკმელებისა და ღვიძლის ლიმფური (Lnn. ,რენალეს) კვანძების გაჭრა;

(i) პლევრისა და მუცლის აპკის ვიზუალური შემოწმება;

(j) გენიტალური ორგანოების (გარდა პენისისა, თუ უკვე მოჭრილია) ვიზუალური შემოწმება;

(k) ცურისა და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური დათვალიერება (Lnn. სუპრამამარიი); სუპრამამარის ლიმფური კვანძების გაჭრა მამრ ღორებში;

(i) ახალგაზრდა ცხოველების ჭიპის მიდამოსა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია; ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ჭიპის მიდამო უნდა გაიკვეთოს და სახსრები გადაიხსნას.

2. მოშენების ადგილიდან მიღებული ეპიდემიოლოგიური ან სხვა მონაცემების საფუძველზე, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გასასუქებელი ღორები, რომლებიც კონტროლის ქვეშ არიან განთავსებული ინტეგრირებული წარმოების სისტემებში ძუძუს წოვის პერიოდიდან დაწყებული და რომლებიც, ზოგიერთ ან ყველა შემთხვევაში მითითებულია პირველ აბზაცში, გაივლიან მხოლოდ ვიზუალურ შემოწმებას.

თავი V

შინაური ფრინველები

A. დაკვლამდე შემოწმება

1. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დაკვლისათვის გამზადებული შინაური ფრინველის დაკვლის წინა შემოწმებისთვის გადასაგზავნად მათი მოშენების ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, სადგომიდან ფრინველთა გუნდის დაკვლის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ:

(a) მათ თან ერთვის A ნაწილის X თავში მითითებული ჯანრთელობის სერტიფიკატი; და

(b) მე-2-5 აბზაცების მოთხოვნები დაცულია.

2. დაკვლამდე შემოწმება მოშენების ადგილზე უნდა შედეგებოდეს შემდეგისაგან:

(a) სადგომში ჩანაწერებისა და დოკუმენტების, მათ შორის სასურსათო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;

(b) ფრინველის შემოწმება იმისათვის, რომ დადგინდეს:

(i) აქვთ თუ არა მათ ისეთი დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გადაეცეს ცხოველებს ან ადამიანებს ხორცის დამუშავების ან შეჭმის საშუალებით, ან იქცევიან, ცალცალკე ან ერთობლივად, თუ არა იმგვარად, რომ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ ისინი დაავადებულები არიან;

(ii) ისინი ავლენენ საერთო ქცევის დარღვევებს ან ისეთი დაავადების ნიშნებს, რამაც შესაძლოა ხორცი ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისი გახადოს; ან

(iii) არსებობს მტკიცებულება ან მიზეზი იმისათვის, რომ არსებობდეს ეჭვი, რომ ისინი შეიცავენ გაერთიანების კანონმდებლობაში მითითებულზე მეტ ქიმიურ ნარჩენებს, ან აკრძალული ნივთიერებების ნარჩენებს.

3. სახელმწიფო ვეტერინარმა ან დამტკიცებულმა ვეტერინარმა უნდა განახორციელოს დაკვლამდე შემოწმება მოშენების ადგილას.

4. სასაკლაოზე დაკვლამდე შემოწმება უნდა მოიცავდეს მხოლოდ:

(a) ცხოველების იდენტიფიკაციის კონტროლს; და

(b) შემოწმებას იმის შესაფასებლად, რამდენად არის დაცული ცხოველების მდგომარეობასთან დაკავშირებული წესები და არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველელის ჯანმრთელობაზე. ასეთი შემოწმება შესაძლოა განახორციელოს სახელმწიფო დამხმარემ.

5. როცა ფრინველი არ იკვლება 1(a) აბზაცში მითითებული ჯანრთელობის შესახებ სერტიფიკატის გაცემიდან სამი დღის განმავლობაში:

(a) თუ ფრინველთა გუნდი არ გაიყვანეს მოშენების ადგილიდან სასაკლაოზე, მან უნდა გაიაროს ხელმეორე შემოწმება და უნდა გაიცეს ახალი ჯანმრთელობის სერტიფიკატი;

(b) თუ ფრინველი უკვე გადაიყვანება სასაკლაოზე, დაკვლა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დაგვიანების მიზეზის დადგენის შემდეგ, იმ პირობით, რომ ფრინველი გაივლის დაკვლამდე დამატებით ვეტერინარულ შემოწმებას.

6. თუ დაკვლამდე შემოწმება არ ხორციელდება მოშენების ადგილას, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს ფრინველი სასაკლაოზე.

7. თუ ფრინველები ავლენენ დაავადების კლინიკურ სიმპტომებს, ისინი ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით არ უნდა დაიკლას. თუმცა, ასეთი ფრინველები უნდა დაიკლას ჩვეულებრივი დაკვლის პროცესის დასასრულს, იმ პირობით, თუ მიღებული იქნება პათოგენური ორგანიზმების გავრცელების თავიდან აცილების ზომები და დაკვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდება საკლავი მოწყობილობების დეზინფექცია და გაწმენდა.

8. როცა ფრინველს ზრდიან ბატის ღვიძლის წარმოებისათვის, ხოლო გამოშიგვნა ხდება დაკვლის შემდეგ დაგვიანებით მოშენების ადგილას, დაკვლამდე შემოწმება უნდა განხორციელდეს მე-2 და მე-3 აბზაცების შესაბამისად. C ნაწილში მითითებული მოდელის შესაბამისი სერტიფიკატი თან უნდა ახლდეს გამოშიგნულ ფრინველს სასაკლაოზე ან ხორცის დამჭრელ საწარმოში გაგზავნის დროს.

B. დაკვლის შემდგომი შემოწმება

1. ყველა ფრინველმა უნდა გაიაროს დაკვლის შემდგომი შემოწმება I და III ქვეთავების შესაბამისად. გარდა ამისა, სახელმწიფო ვეტერინარმა პირადად უნდა განახორციელოს შემდეგი სახის ღონისძიებები:

(a) ფრინველის წარმოდგენილი ნიმუშის შიგნეულობისა და გამოშიგნული სხეულის ყოველდღიური შემოწმება;

(b) ფრინველების პარტიიდან შემთხვევით შერჩეული ნიმუშების დეტალური შემოწმება, რომელთაც აქვთ მსგავსი წარმოშობა ან ფრინველების ნაწილების ან მთლიანად ფრინველების შემოწმება, რომლებიც ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად გამოცხადდება; და

(c) ნებისმიერი სხვა აუცილებელი შემოწმება, თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ ფრინველის ხორცი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისია.

2. როცა ფრინველს ზრდიან ბატის ღვიძლის წარმოებისათვის, ხოლო გამოშიგვნა ხდება დაკვლის შემდეგ დაგვიანებით მოშენების ადგილას, დაკვლის შემდგომი შემოწმება უნდა მოიცავდეს გამოშიგნული ცხოველის თანხმლები სერტიფიკატის შემოწმებას. როცა ამ ტანხორცის გადატანა ხდება უშუალოდ მოშენების ადგილიდან ხორცის დამჭრელ საწარმოში, დაკვლის შემდგომი შემოწმება უნდა განხორციელდეს დასამუშავებელ ქარხანაში.

 

C. ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუში

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

შინაური ფრინველისთვის, რომელიც განკუთვნილია ბატის ღვიძლის წარმოებისათვის და მოშენების ადგილას დაკვლის შემდეგ დაგვიანებით გამოშიგვნისთვის

კომპეტეტური სამსახური:.....................................................................................................................

N: .................................................................................................................................................

..................................................................................................................................................

1. გამოშიგნული ტანხორცის იდენტიფიცირება

სახეობა:

....................................................................................................................................................

ნომერი: .....................................................................................................................................................

2. გამოშიგნული ტანხორცის მოშენების ადგილი

სადგომის მისამართი:

.....................................................................................................................................................

3. გამოშიგნული ტანხორცის დანიშნულების პუნქტი

გამოშიგნული ტანხორცის ტრანსპორტირება მოხდება შემდეგ დამჭრელ საწარმოში:

...................................

.............................................................................................................................................

 

4. განცხადება

მე, ქვემორე ხელისმომწერი, ვაცხადებ, რომ:

  • ზემოთ აღწერილი გამოშიგნული ტანხორცი არის ფრინველის, რომელთა გამოკვლევა მოხდა დაკვლამდე ზემოთხსენებულ სადგომზე .......... (დრო) ...................... (თარიღი) და გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა ჯანმრთელი;
  • ამ ცხოველების ჩანაწერები და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს სამართლებრივ მოთხოვნებს და არ კრძალავს ფრინველების დაკვლას.

შედგენილია: .......................................................................................................................................... ,

(ადგილი)

................................................................................................................................................

(თარიღი)

ბეჭედი

…………………………………………..

(სახელმწიფო ან დამტკიცებული ვეტერინარის ხელმოწერა)

 

თავი VI

მოშენებული კურდღლისებრები

ფრინველის მიმართ არსებული მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს მოშენებული კურდღლისებრებისათვის.

თავი 7

მოშენებული ნანადირევი

A. დაკვლამდე შემოწმება

1. დაკვლის წინა შემოწმება უნდა ჩატარდეს მოშენების ადგილზე მაშინ, როცა სრულდება რეგულაციის (EC) No .../200432 III დანართის III ქვეთავის მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარმა ან დამტკიცებულმა ვეტერინარმა უნდა განახორციელოს დაკვლამდე შემოწმება.

2. დაკვლის წინა შემოწმება სადგომში უნდა მოიცავდეს სადგომში ჩანაწერების ან დოკუმენტების შემოწმებას, საკვების ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

3. როცა დაკვლის წინა შემოწმება ტარდება არა უადრეს ცხოველების სასაკლაოზე მიყვანამდე სამი დღით ადრე, და ცხოველები სასაკლაოზე ცოცხლად მიჰყავთ, სასაკლაოზე დაკვლის წინა შემოწმება მხოლოდ უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a) ცხოველების იდენტიფიკაციის კონტროლს; და

(b) შემოწმებას იმის შესაფასებლად, რამდენად არის დაცული ცხოველების მდგომარეობასთან დაკავშირებული წესები და არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ან ცხოველელის ჯანმრთელობაზე.

4. A ნაწილი X თავის ნიმუშის შესაბამისი სერტიფიკატი თან უნდა ახლდეს სადგომში შემოწმებულ ცოცხალ ცხოველებს. B ნაწილის X თავის ნიმუშის შესაბამისი სერტიფიკატი თან უნდა ახლდეს სადგომში შემოწმებულ და დაკლულ ცხოველებს.

B. დაკვლის შემდგომი შემოწმება

1. ეს შემოწმება უნდა მოიცავდეს პალპაციას და საჭიროდ მიჩნევის შემთხვევაში, ცხოველის იმ ნაწილების გაკვეთას, რომლებშიც რაიმე ცვლილება მოხდა ან რომლებზეც, რაიმე მიზეზით, არსებობს გარკვეული ეჭვი.

2. ხარ-ძროხისებრთა და ცხვრის, შინაური ღორისა და შინაური ფრინველის სიკვდილის შემდგომი შემოწმების პროცედურები გამოიყენება მოშენებული გარეული ცხოველის შესაბამის სახეობებზე.

3. ცხოველების სადგომში დაკვლისას, სასაკლაოზე მყოფმა სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს მათი თანმხლები სერტიფიკატი.

თავი VIII

გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი

 A. დაკვლის შემდგომი შემოწმება

1. გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი უნდა შემოწმდეს მაშინვე, როგორც კი ის მოხვდება დამამუშავებელ საწარმოში.

2. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა გაითვალისწინოს ის დეკლარაცია ან ინფორმაცია, რომელიც რეგულაციის (EC) No …/200433 მარეგულირებელი წესების შესაბამისად წარმოადგინეს ნადირობაში მონაწილე სპეციალურად მომზადებულმა პირებმა.

3. დაკვლის შემდგომი შემოწმების დროს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს:

(a) ტანხორცის, მისი გამოშიგნული ღრუებისა და საჭიროების შემთხვევაში, ორგანოების ვიზუალური შემოწმება შემდეგის გათვალისწინებით:

(i) ისეთი ანომალიების გამოვლენა, რომელიც არ გამოუწვევია ნადირობის პროცესს. ამ მიზნით, დიაგნოზი შეიძლება ეფუძნებოდეს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც წარმოადგინა მომზადებულმა პირმა დაკვლამდე ცხოველების ქცევასთან დაკავშირებით;

(ii) იმის შემოწმება, რომ სიკვდილი არ გამოუწვევია ნადირობის გარდა სხვა მიზეზს.

თუ შეფასება ვერ მოხდება მხოლოდ ვიზუალური შემოწმების შედეგად, მაშინ უფრო დეტალური შემოწმება ლაბორატორიაში უნდა განხორციელდეს.

(b) ორგანოლეპტიკური ანომალიების შესწავლა;

(c) საჭიროების შემთხვევაში, ორგანოების პალპაცია;

(d) ნარჩენების ან დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობაზე ეჭვის სერიოზული მიზეზების ქონის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანალიზი ნიმუშებში იმ ნარჩენების გამოსავლენად, რომლებიც არ წარმოიქმნება ნადირობის პროცესის შედეგად, მათ შორის, გარემოს დაბინძურების გამოსავლენად. როცა ასეთი ეჭვის საფუძველზე ხორციელდება უფრო დეტალური შემოწმება, და ნადირობის დროს დახოცილი ნანადირევის ან იმ ნაწილების, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ისინი ანომალიურია, შეფასებამდე ვეტერინარი უნდა დაელოდოს ამ შემოწმების დასრულებას;

(e) იმ მახასიათებლების შემოწმება, რომლებიც მიუთითებს, რომ ხორცი ჯანრთელობისათვის სახიფათოა, მათ შორის:

(i) ნორმიდან გადახრილი ქცევა ან ცოცხალი ცხოველების საერთო მდგომარეობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც წარმოადგინა მონადირემ,

(ii) სიმსივნური ან ჩირქოვანი წარმონაქმნების არსებობა, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა შინაგან ორგანოებსა ან კუნთებზე,

(iii) ართრიტი, საკვერცხეების ანთება, პათოლოგიური ცვლილებები ღვიძლსა და ელენთაზე, ნაწლავების ან ჭიპის მიდამოს ანთება,

(vi) უცხო სხეულების არსებობა სხეულის ღრუებში, კუჭში ან ნაწლავებში ან შარდში, იმ შემთხვევაში, თუ პლევრა ან მუცლის აპკი უფეროა (როცა შიგნეულობა თან ახლავს ცხოველს),

(v) პარაზიტების არსებობა,

(vi) მნიშვნელოვანი მოცულობის გაზის წარმოქმნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (როცა შიგნეულობა თან ახლავს ცხოველს),

(vii) ორგანოების ან კუნთების ქსოვილების შეცვლილი ფერი, კონსისტენცია ან სუნი,

(viii) ძველი ღია მოტეხილობები,

(ix) გამოფიტვა და/ან საერთო ან ლოკალიზებული შეშუპება,

(x) სხვა სახის მკაფიოდ გამოხატული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა, მაგალითად, ლპობა.

4. თუ სახელმწიფო ვეტერინარი მოითხოვს, ხერხემლი და თავი სიგრძეზე უნდა გაიჭრას.

5. თუ მცირე ზომის გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი დაკვლის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გამოიშიგნება, სახელმწიფო ვეტერინარმა იგივე წყაროდან მიღებული ცხოველების წარმოდგენილ ნიმუშზე უნდა განახორციელოს ცხოველის ნიმუშების დაკვლის შემდგომი შემოწმება. თუ შემოწმება გამოავლენს ადამიანებზე გადამდებ დაავადებას ან მე-3(e) აბზაცში ჩამოთვლილ რომელიმე მახასიათებელს, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს მთლიანი პარტიის დამატებითი შემოწმება და განსაზღვროს, ვარგისია თუ არა ის ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ან თითოეული ტანხორცი უნდა შემოწმდეს ცალკე თუ არა.

6. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარმა შეიძლება ცხოველების შესაბამისი ნაწილები დამატებით გაჭრას და შეამოწმოს, რაც აუცილებელია საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.

 

B. კონტროლის შემდგომი გადაწყვეტილებები

V თავის II ქვეთავში მოცემული შემთხვევების გარდა, ის ხორცი, რომელსაც დაკვლის შემდგომი შემოწმებისას აღენიშნება A ნაწილის პუნქტში 3(e) ჩამოთვლილი რომელიმე მახასიათებელი, უნდა გამოცხადდეს ადამიანის მოხმარებისათვის უვარგისად.

თავი IX

განსაკუთრებული საფრთხეები

A. გადამდები სპონგიოზური ენცეფალოპატია

TSE-ებთან დაკავშირებით განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დრო გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეგულაციის (EC) No 999/2001 და გაერთიანების სხვა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები.

B. ცისტიცერკოზი

1. I და IV თავებში აღწერილ დაკვლის შემდგომი შემოწმების პროცედურებში მოცემულია ექვს კვირას გადაცილებულ ხარ-ძროხისებრ ცხოველებში ან ღორებში ცისტიცერკოზის შემოწმებისათვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები.
გარდა ამისა, შეიძლება გამოყენებული იყოს განსაკუთრებული სეროლოგიური ტესტები. ექვს კვირაზე მეტი ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველების შემთხვევაში სეროლოგიური შემოწმების განხორციელების შემდეგ არ არის სავალდებულო საღეჭი კუნთების დაკვლის შემდგომი შემოწმება. იგივე ეხება შემთხვევას, როცა ექვს კვირაზე მეტი ასაკის ხარ-ძროხისებრი ცხოველები გაიზარდნენ მოშენების ადგილზე, სადაც, ოფიციალური მოწმობით, არ არის ცისტიცერკოზი.

2. ცისტიცერკოზით ინფიცირებული ხორცი უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად. თუმცა, როცა ცხოველი არ არის ზოგადად ინფიცირებული ცისტიცერკოზით, მაშინ არანფიცირებული ნაწილები შეიძლება გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის ვარგისად ცივი დამუშავების შემდეგ.

C. ტრიქონელოზი

1. ღორის ტანხორცი (შინაური, მოშენებული გარეული ცხოველისა და ფრინველის ნანადირევი), ერთჩლიქიანები და სხვა სახეობები, ტრიქინელოზით დაინფიცირებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარებიან ტრიქონელაზე შემოწმებას გაერთიანების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანონმდებლობა სხვაგვარად არ განსაზღვრავს.

2. ტრიქონელით ინფიცირებული ცხოველების ხორცი უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად.

D. ქოთაო

1. საჭიროების შემთხვევაში, ერთჩლიქიანებს უნდა ჩაუტარდეთ ქოთაოზე შემოწმება. ერთჩლიქიანებში ქოთაოზე შემოწმება უნდა მოიცავდეს ტრაქეის, ხახის, ცხვირის ღრუებისა და ფისტულის და მათი განშტოებებიდან აღებული ლორწოვანი გარსის ყურადღებით შემოწმებას, მას შემდეგ, რაც თავი გაიჩეხება მედიალურ სიბრტყეზე და ამოიჭრება ცხვირის ტიხარი.

2. იმ ცხენის ხორცი, რომელშიც ქოთაოები გამოვლინდება, უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად.

E. ტუბერკულოზი

1. როცა ცხოველებს აქვთ პოზიტიური რეაქცია ტუბერკულოზზე, ან არსებობს ინფექციის არსებობის ეჭვის სხვა საფუძველი, ისინი უნდა დაიკლას სხვა ცხოველებისაგან განცალკევებულად და მიღებულ უნდა იქნეს სიფრთხილის ზომები სხვა ცხოველის, სასაკლაოს ხაზის და პერსონალის დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად.

2. იმ ცხოველების ხორცი, რომლებშიც დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგ გამოვლინდა ლოკალიზებული ტუბერკულოზური დაზიანება რამდენიმე ორგანოში ან ტანხორცის ზოგიერთ ადგილებში, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად უნდა გამოცხადდეს. თუმცა, როცა ტუბერკულოზით დაზიანება აღმოჩნდება მხოლოდ ერთი ორგანოს ლიმფურ კვანძებში ან ტანხორცის ნაწილში, მხოლოდ დაზიანებული ორგანო ან ნაწილი და მასთან დაკავშირებული ლიმფური კვანძები უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად.

F. ბრუცელოზი

1. როცა ცხოველებს აქვთ პოზიტიური რეაქცია ბრუცელოზის ტესტზე, ან არსებობს ინფექციის არსებობის ეჭვის სხვა საფუძველი, ისინი უნდა დაიკლას სხვა ცხოველებისაგან განცალკევებულად და მიღებულ უნდა იქნეს სიფრთხილის ზომები სხვა ცხოველის, სასაკლაოს ხაზის და პერსონალის დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად.

2. იმ ცხოველების ხორცი, რომლებშიც დაკვლის შემდგომი შემოწმების შემდეგ გამოვლინდა დაზიანებები, რაც ბრუცელოზის მწვავე ინფექციაზე მიანიშნებს, უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად. თუ ცხოველების რეაქცია ბრუცელოზის ტესტზე დადებითია ან არადამაჯერებელი, ცური, სასქესო გზები და სისხლი უნდა გამოცხადდეს ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მაშინაც კი, თუ ასეთი დაზიანება არ აღმოჩნდება.

თავი X

ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუში

A. ცოცხალი ცხოველების ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუში

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

ცოცხალი ცხოველებისთვის, რომელთა ტრანსპორტირება ხდება სადგომიდან სასაკლაოზე

კომპეტენტური სამსახური:

.............................................................................................................................................

N: ............................................................................................................................................

1. ცხოველების იდენტიფიცირება

სახეობა:

..................................................................................................................................................

ცხოველების რაოდენობა:

.................................................................................................................................................

საიდენტიფიკაციო ნიშანი:

............................................................................................................................................

2. ცხოველების მოშენების სადგომი

სადგომის ან მოშენების სადგომის მისამართი:

...........................................................................................................................................

სახლის იდენტიფიცირება*:

..............................................................................................................................................

3. ცხოველების დანიშნულების პუნქტი

ცხოველების ტრანსპორტირება მოხდება შემდეგ სასაკლაოზე:

.......................……………………………………..............…………………………………...........

.................................................................................................................................................

შემდეგი სატრანსპორტო საშუალებით:

............................................................................................………………………………...........

4. სხვა შესაბამისი ინფორმაცია

.............................................................................................................................................

................……………………………………………………………………………………………

5. განცხადება

მე, ქვემორე ხელისმომწერი, ვაცხადებ, რომ:

  • ზემოთ აღწერილ ცხოველებს ჩაუტარდათ გამოკვლევა დაკვლამდე ზემოთხსენებულ სადგომზე .................... (დრო) .................... (თარიღი), და გამოკვლევის შედეგად ისინი აღმოჩნდნენ ჯანმრთელები;
  • ამ ცხოველების ჩანაწერები და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს სამართლებრივ მოთხოვნებს და არ კრძალავს ცხოველების დაკვლას.

შედგენილია: ........................................................................................................................…………......... ,

(ადგილი)

................................................................................................................................................

..................

(თარიღი)

ბეჭდედი

…………………………………………..

(სახელმწიფო ან დამტკიცებული ვეტერინარის ხელმოწერა)

* ნებაყოფილობითი

 

B. სადგომზე დაკლული ცხოველების ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნიმუში

ჯანმრთელობის სერტიფიკატი

სადგომზე დაკლული ცხოველებისთვის

კომპეტენტური სამსახური:

..................................................................………………………………....................................

N: .............................................................................................................................................

...................

1. ცხოველების იდენტიფიცირება

სახეობა:

..............................................................................................................................................

ცხოველების რაოდენობა:

..................................................................................…………………....................................

საიდენტიფიკაციო ნიშანი:

.....................................................................................................……………………............

2. ცხოველების მოშენების სადგომი

სადგომის ან მოშენების სადგომის მისამართი:

.............................................................................……………………………………………...

სახლის იდენტიფიცირება*:

.......................................................................................................……………………...........

3. ცხოველების დანიშნულების პუნქტი

ცხოველების ტრანსპორტირება მოხდება შემდეგ სასაკლაოზე:

........................................…………………………………………………………………………..

..............................................................................................................................................

შემდეგი სატრანსპორტო საშუალებით:

...........................................................................................……………………………………...

.................................................................................................................................………….

........................

5. განცხადება

მე, ქვემორე ხელისმომწერი, ვაცხადებ, რომ:

  • ზემოთ აღწერილ ცხოველებს ჩაუტარდათ გამოკვლევა დაკვლამდე ზემოთხსენებულ სადგომზე .................... (დრო) .................... (თარიღი), და გამოკვლევის შედეგად ისინი აღმოჩნდნენ ჯანმრთელები;
  • ცხოველები დაკლულ იქნა სადგომზე .................... (დრო) .................... (თარიღი) და დაკვლა და სისხლის გამოდინება სწორად განხორციელდა;
  • ამ ცხოველების ჩანაწერები და დოკუმენტაცია აკმაყოფილებს სამართლებრივ მოთხოვნებს და არ კრძალავს ცხოველების დაკვლას.

შედგენილია: ............................................................................................................................................ ,

(ადგილი)

..............................................................................................................................................

........................

(თარიღი)

ბეჭედი

……………………………………………………………………….

(სახელმწიფო ან დამტკიცებული ვეტერინარის ხელმოწერა)

 

* ნებაყოფილობით

დანართი II

ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები

თავი I

სფერო

წინამდებარე დანართი ეხება ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებს, და ანალოგიურად, ცოცხალ ექინოდერმებს, ცოცხალ გარსიანებსა და ცოცხალ ზღვის მუცელფეხიანებს.

თავი II

კლასიფიცირებული სამრეწველო ტერიტორიიდან მიღებული ცოცხალ ორსადულიან მოლუსკებთან დაკავშირებული სახელმწიფო კონტროლი

A. წარმოებისა და მიმდებარე ტერიტორიების კლასიფიკაცია

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განსაზღვროს მის მიერ კლასიფიცირებული წარმოების ადგილმდებარეობა და მიმდებარე ტერიტორიები. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია ეს გააკეთოს სურსათის მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს ფეკალური დაბინძურების დონის მიხედვით სამი კატეგორიიდან ერთ-ერთისადმი მიკუთვნებული საწარმოო ტერიტორიების კლასიფიკაცია, საიდანაც ის გასცემს ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვების ნებართვას. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია ეს გააკეთოს სურსათის მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

3. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს A კლასისადმი მიკუთვნებული ტერიტორიების კლასიფიკაცია, საიდანაც ხდება უშუალოდ ადამიანის მიერ მოხმარებისათვის საჭირო ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვება. ასეთი ტერიტორიებიდან მოპოვებული ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციის (EC) No .../200434 III დანართის, VII ქვეთავის V თავში მითითებულ ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის სტანდარტებს.

4. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს B კლასისადმი მიკუთვნებული ტერიტორიების კლასიფიკაცია, საიდანაც ხდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის საჭირო ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვება, მაგრამ მათი ბაზარზე მიწოდება ხდება მხოლოდ გაწმენდის ცენტრში დამუშავების ან გადაცემის შემდეგ, მე-3 აბზაცში მითითებული ჯანმრთელობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა აღემატებოდეს 5-მილიან, სამ დილუციან ყველაზე სავარაუდო რაოდენობის (MPN) ტესტს 4 600 E.coli 100 გრამ ხორცზე და სარქველებს შორის სითხეზე.

5. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოახდინოს C კლასისადმი მიკუთვნებული ტერიტორიების კლასიფიკაცია, საიდანაც ხდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის საჭირო ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვება, მაგრამ მათი ბაზარზე მიწოდება ხდება მხოლოდ გაწმენდის ცენტრში დამუშავების ან გადაცემის შემდეგ. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა აღემატებოდეს 5-მილიან, სამ დილუციან ყველაზე სავარაუდო რაოდენობის (MPN) ტესტს 4 600 E.coli 100 გრამ ხორცზე და სარქველებს შორის სითხეზე.

6. თუ უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტს განახორციელოს საწარმოო ან გადატანის ტერიტორიის კლასიფიკაცია, მან უნდა:

(a) განახორციელოს ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის დაბინძურების იმ წყაროების ინვენტარიზაცია, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს საწარმოო ტერიტორიის დაბინძურების წყაროს;

(b) შეამოწმოს ორგანული დამაბინძურებელი აგენტების რაოდენობა, რომელთა გამოყოფა ხდება წლის სხვადასხვა პერიოდში, წელიწადის დროების შესაბამისად დაჭერის რაიონში ადამიანთა და ცხოველთა პოპულაციის ცვლილების, ნალექების მაჩვენებლებისა და ჩამდინარე წყლების გასუფთავების მიხედვით, და ა.შ.;

(c) განსაზღვროს მოპოვების ტერიტორიაზე არსებული ნიმუშების, ბატიმეტრული და მოქცევა-მიქცევის ციკლით გამოწვეული დამაბინძურებელი აგენტების ცირკულაციის მახასიათებლები;

(d) შეადგინოს მოპოვების ტერიტორიაზე ორსადგულიანი მოლუსკების ნიმუშების აღების პროგრამა, რომელიც ეფუძნება არსებული მონაცემების შემოწმებას; განსაზღვროს ნიმუშების რაოდენობა, ნიმუშების აღების ადგილების გეორგაფიული განაწილება და ნიმუშების აღების სიხშირე, რაც იმის გარანტია უნდა იყოს, რომ ანალიზის შედეგები მოცემული ტერიტორიისთვის რაც შეიძლება ტიპიური იქნება.

B. კლასიფიცირებული გადატანისა და მოპოვების ტერიტორიების მონიტორინგი

1. პერიოდულად უნდა განხორციელდეს კლასიფიცირებული გადატანის და მოპოვების ტერიტორიების მონიტორინგი, რათა შემოწმდეს:

(a) რომ იქ არ ხდება ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების წარმოშობასთან, მოშენებასა და დანიშნულებასთან დაკავშირებული რაიმე კანონდარღვევა;

(b) მოპოვებისა და გადატანის ტერიტორიებთან დაკავშირებით ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მიკრობიოლოგიური ხარისხი;

(c) მოპოვებისა და გადატანის წყლებში ტოქსინის წარმომქმნელი პლანქტონებისა და ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ბიოტოქსინების არსებობა;

(d) ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ქიმიური დამაბინძურებელი აგენტების არსებობა.

2. 1(b)(c)(d)-ელი აბზაცების მოთხოვნების განხორციელებისათვის უნდა განისაზღვროს ნიმუშის აღების გეგმები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები ჩატარდება რეგულარული ინტერვალებით, ან შემთხვევიდან შემთხვევამდე, თუ მოლუსკების მოპოვების პერიოდი არარეგულარულია. ნიმუშის აღების პუნქტების გეოგრაფიული გავრცელება და ნიმუშის აღების სიხშირე უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ მიღებული ანალიზის შედგები მოცემული ტერიტორიისთვის მაქსიმალურად ტიპიური იყოს.

3. ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მიკრობიოლოგიური ხარისხის შემოწმების მიზნით ნიმუშის აღების გეგმები უნდა ითვალისწინებდეს:

(a) ფეკალური დაბინძურების სავარაუდო ცვლილებებს, და

(b) A ნაწილის მე-6 აბზაცში მითითებულ პარამეტერებს.

4. მოპოვებისა და გადატანის წყლებში ტოქსინის წარმომქმნელ პლანქტონებსა და ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ბიოტოქსინების არსებობასთან დაკავშირებით ნიმუშის აღების გეგმები განსაკუთრებით უნდა ითვალისწინებდეს იმ პლანქტონების არსებობას, რომლებიც შეიცავს ზღვის ბიოტოქსინებს. ნიმუშის აღება უნდა მოიცავდეს:

(a) პერიოდულად ნიმუშის აღებას, რათა დადგინდეს ტოქსინის შემცველი პლანქტონების შემადგენლობაში ცვლილებები და მათი გეოგრაფიული გავრცელება. თუ შედეგები გვიჩვენებს, რომ მოლუსკის ხორცში დაგროვილია ტოქსინები, მაშინ უნდა მოხდეს ნიმუშების უფრო ინტენსიურად აღება;

(b) ტოქსიკურობაზე პერიოდულ ტესტებს, რომლებში გამოყენებული იქნება სავარაუდოდ ყველაზე დაბინძურებული ტერიტორიებიდან მოპოვებული მოლუსკები.

5. მოლუსკებში ტოქსინებზე ნიმუშის აღების სიხშირე, როგორც წესი, უნდა შემცირდეს იმ პერიოდში, როცა ნებადართულია მოლუსკების დაჭერა. ასეთი სიხშირე შეიძლება შემცირდეს კონკრეტულ ტერიტორიებზე, ასევე კონკრეტული ტიპის მოლუსკებთან დაკავშირებით, თუ ტოქსინების ან ფიტოპლანკტონების არსებობის საფრთზე ნაკლებია. სიხშირე უნდა გაიზარდოს მაშინ, როცა შეფასების შედეგად დადგინდება, რომ ნიმუშების აღების ასეთი რაოდენობა არ არის საკმარისი. რისკის შეფასება პერიოდულად უნდა შემოწმდეს, რათა შეფასდეს აღნიშნული ტერიტორიდან მოპოვებული ცოცხალ ორსადგულიან მოლუსკებში ტოქსინების არსებობის საფრთხე.

6. როცა იმავე ტერიტორიაზე არსებული ჯგუფის ნიმუშებში ტოქსინების დაგროვების მოცულობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება, ის ნიმუშები, რომლებშიც ეს მოცულობა ყველაზე მაღალია, გამოყენებული უნდა იყოს როგორც ინდიკატორი ნიმუში.

ეს შესაძლებლობას იძლევა, შემოწმდეს ყველა ნიმუში ჯგუფში, თუკი ინდიკატორულ ნიმუშში ტოქსინის დონე ჩვეულებრივ ზღვარზე დაბალია. თუ ინდიკატორულ ნიმუშში ტოქსინის დონე ჩვეულებრივ დონეზე მაღალია, მაშინ ასეთი ნიმუშების მოპოვება ნებადართული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ნიმუშებზე შემდგომი ანალიზი აჩვენებს, რომ ტოქსინების დონე ჩვეულებრივ ზღვარზე დაბალია.

7. პლანქტონების მონიტორინგთან დაკავშირებით, ნიმუშები უნდა წარმოადგენდნენ წყლის სვეტს და იძლეოდნენ ინფორმაციას ტოქსიკური ნიმუშების არსებობისა და პოპულაციასთან დაკავშირებული მიმართულებების შესახებ. თუ ტოქსიკურ პოპულაციებთან დაკავშირებული რაიმე ისეთი ცვლილება გამოვლინდება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსინის დაგროვება, მოლუსკების ნიმუშების აღების სიხშირე უნდა გაიზარდოს ან ტერიტორია უნდა დაიხუროს მანამ, სანამ ტოქსინზე ანალიზის შედეგები არ იქნება მიღებული.

8. ქიმიური დამაბინძურებელი აგენტების არსებობის დადგენის მიზნით ნიმუშის აღება უნდა იძლეოდეს კომისიის რეგულაციაში (EC) No 466/200135 მითითებულ დონეზე ნებისმიერი გადამეტების გამოვლენის შესაძლებლობას.

C. გადაწყვეტილება მონიტორინგის შემდეგ

1. თუ ნიმუშის აღების შედეგები გვიჩვენებს, რომ მოლუსკების ჯანმრთელობის სტანდარტები გადაჭარბებულია, ან შესაძლოა არსებობდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა რაიმე საფრთხე, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დახუროს შესაბამისი მოპოვების ტერიტორია ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების მოპოვების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა განახორციელოს მოპოვების ტერიტორიის ხელახალი კლასიფიკაცია, თუ ის მიეკუთვნება B ან C კლასს, თუ ის აკმაყოფილებს A ნაწილში მითითებულ შესაბამის კრიტერიუმებს და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.

2. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განმეორებით გახსნას წარმოების დახურული ზონა იმ შემთხვევაში, თუ მოლუსკებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის სტანდარტები კვლავ შეესაბამება გაერთიანების კანონმდებლობას.
თუ უფლებამოსილი ორგანო წარმოებას დახურავს მოლუსკებში პლანქტონების არსებობის ან ტოქსინების გადაჭარბებული რაოდენობის მიზეზით, მისი ხელმეორედ გახსნისათვის აუცილებელია მარეგულირებელი ზღვარის ქვემოთ მყოფი სულ მცირე ორი თანმიმდევრული შედეგი, რომელთა შორის ინტერვალი მინიმუმ 48 საათია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფიტოპლანქტონის ტენდენციებთან დაკავშირებული ინფორმაცია. როდესაც არსებობს საიმედო მონაცემები მოცემულ სფეროში ტოქსიკურობის დინამიკის შესახებ, და აგრეთვე ტენდენციების შემცირებასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემების ხელმისაწვდომობისას, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ტერიტორიის ხელმეორედ გახსნასთან დაკავშირებით იმ მარეგულირებელი საზღვარის ქვემოთ მყოფი შედეგებით, რომლებიც მიღებულია ერთი ცალკეული სინჯისაგან.

D. დამატებითი მონიტორინგის მოთხოვნები

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეამოწმოს წარმოების კლასიფიცირებული ტერიტორიები, რომლებიდანაც მან აკრძალა ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვებაან მისი მოპოვება დაექვემდებარა სპეციალურ პირობებს, რათა თავიდან აეცილებინა ბაზარზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდუქტების გატანა.

2. B ნაწილის 1 აბზაცში განსაზღვრული გადაცემის და წარმოების ზონების მონიტორინგთან ერთად, უნდა შეიქმნას საკონტროლო სისტემა, რომელიც შედგება ლაბორატორიული ტესტებისაგან და რომელიც შეამოწმებს სურსათის მწარმოებლების შესაბამისობას მზა პროდუქტების მოთხოვნებთან წარმოების, გადამუშავების და გავრცელების ყველა ეტაპზე. აღნიშნული საკონტროლო სისტემა განსაკუთრებით გამიზნულია ზღვის ბიოტოქსინების და დამაბინძურებელი ნივთიერებების დონის შემოწმებისათვის, რათა მან არ გადააჭარბოს უვნელობლობის ზღვარს და რომ მოლუსკების მიკრობიოლოგიური ხარისხი ადამიანის ჯანმრთელობისათვის არ იყოს საზიანო.

E. ინფორმაციის რეგისტრაცია და გაცვლა

უფლებამოსილმა ორგანომ უნდა:

(a) შექმნას და განაახლოს დამტკიცებული წარმოებისა და გადაცემის ადგილების სია, მათი ადგილმდებარეობის და საზღვრების დეტალების ისევე, როგორც იმ ჯგუფის განსაზღვრით, რომელშიც კლასიფიცირდება ის კონკრეტული ადგილი, რომლიდანაც შესაძლებელია ორსაგდულიანი მოლუსკების ამოღება, წინამდებარე დანართის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სია უნდა გადაეცეს წინამდებარე დანართში მითითებულ ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, როგორებიც არიან მწარმოებლები, შემგროვებლები და გაწმენდის და გასაგზავნი ცენტრების ოპერატორები;

(b) დაუყოვნებლივ აცნობონ წინამდებარე დანართში მითითებულ ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, როგორებიცაა მწარმოებლები, შემგროვებლები და გაწმენდის და გასაგზავნი ცენტრების ოპერატორები, წარმოების ადგილმდებარეობასთან, საზღვრებთან ან ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან დახურვის შესახებ, მიუხედავად იმისა, ამგვარი ცვლილება დროებითია თუ საბოლოო; და

(c) დაუყოვნებლივ იმოქმედონ, თუ წინამდებარე დანართში განსაზღვრული კონტროლი მიუთითებს, რომ წარმოების ადგილი უნდა დაიხუროს, განმეორებით მოხდეს მისი კლასიფიკაცია ან ხელმეორედ უნდა გაიხსნას.

F. სურსათის მწარმოებლების მიერ განხორციელებული შემოწმება

წარმოების ადგილის კლასიფიკაციასთან, გახსნასთან ან დახურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, უფლებამოსილმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს იმ შემოწმების შედეგები, რომელიც განახორციელეს სურსათის მწარმოებლებმა ან ორგანიზაციებმა (რომლებიც წარმოადგენენ სურსათის მწარმოებლებს). ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს დასახელებული უნდა ჰქონდეს ლაბორატორია, რომელშიც განხორციელდება ანალიზი, და საჭიროების შემთხვევაში, სინჯის აღება და ანალიზი უნდა განხორციელდეს იმ ოქმის შესაბამისად, რომელზეც შეთანხმდებიან უფლებამოსილი ორგანო და სურსათის მწარმოებლები ან დაინტერესებული ორგანიზაციები.

თავი III

სახელმწიფო კონტროლი კლასიფიცირებული წარმოების არეალს გარეთ მოპოვებული ზღვის სავარცხელისებრთათვის და ზღვის მუცელფეხიანებისათვის, რომლებიც არ იკვებებიან ფილტრაციის გზით

სახელმწიფო კონტროლი კლასიფიცირებული წარმოების ადგილის გარეთ ამოღებულ ზღვის სავარცხელისებრთან და ზღვის მუცელფეხიანებთან, რომელნიც არ იკვებებიან ფილტრაციის გზით, დაკავშირებით უნდა განხორციელდეს თევზის აუქციონებზე, გასაგზავნ ცენტრებში და გადამამუშავებელ დაწესებულებებში.

ამგვარი ოფიციალური შემოწმებებით უნდა გაკონტროლდეს რეგულაციის (EC) No .../200436 III დანართის, VII ქვეთავის V თავში მითითებული ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ჯანმრთელობის სტანდარტებთან, ისევე, როგორც აღნიშნული რეგულაციის III დანართის, VII ქვეთავის IX თავში მითითებულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა.


დანართი III

თევზის პროდუქტები

თავი I

წარმოების ოფიციალური შემოწმება და ბაზარზე გატანა

1. წარმოების ოფიციალური შემოწმება და თევზის პროდუქტების ბაზარზე გატანა უნდა მოიცავდეს, განსაკუთრებით, შემდეგს:

(a) გადმოტვირთვის და პირველადი გაყიდვის ადგილის ჰიგიენური პირობების რეგულარული შემოწმება;

(b) გემების და ხმელეთზე არსებული დაწესებულებების რეგულარული შემოწმება, მათ შორის, თევზის აუქციონები და საბითუმო ბაზრები, კერძოდ, შემდეგოს შემოწმება:

(i) საჭიროების შემთხვევაში, კვლავ სრულდება თუ არა დამოწმების პირობები,

(ii) თევზის პროდუქტები სწორად ინახება თუ არა,

(iii) ჰიგიენის და ტემპერატურის მოთხოვნებთან დაკავშირებული შესაბამისობა, და

(iv) შენობების, მათ შორის, გემების და მათი მოწყობილობების სისუფთავის და მომსახურე პერსონალის ჰიგიენის შემოწმება; და

(c) შენახვის და ტრანსპორტის პირობების შემოწმება.

2. თუმცა, მე-3 აბზაცის თანახმად, გემების სახელმწიფო კონტროლი:

(a) შეიძლება განხორციელდეს გემების წევრი სახელმწიფოს პორტში შესვლისას;

(b) ეხება ყველა გემს, რომლებსაც გაერთიანების პორტში შეაქვს თევზის პროდუქტები, მიუხედავად დროშისა; და

(c) საჭიროების შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, რომლის დროშითაც ცურავს გემი, ახორციელებს კონტროლს, შეიძლება შესრულდეს მანამ, სანამ გემი ზღვაშია ან როდესაც ის სხვა წევრი სახელმწიფოს ან მესამე მხარის პორტშია.

3. (a) ქარხნის ან წევრი სახელმწიფოს დროშის მატარებელი საყინულე გემის (გემის დამტკიცების თვალსაზრისით) შემოწმების შემთხვევაში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რომლის დროშითაც ცურავს გემი, შემოწმება უნდა განახორციელოს ისე, რომ დააკმაყოფილოს მე-3 მუხლის მოთხოვნები, განსაკუთრებით კი მე-3(2) მუხლის ვადები. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულმა უფლებამოსილმა ორგანომ შემოწმება შეიძლება განახორციელოს მანამ, სანამ გემი ზღვაშია ან როდესაც ის სხვა წევრი სახელმწიფოს ან მესამე მხარის პორტშია.

(b) როდესაც იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, რომლის დროშითაც ცურავს გემი, გემზე გასცემს პირობით დასტურს, მე-3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება უფლებამოსილება მიანიჭოს:

(i) სხვა წევრ სახელმწიფოს, ან

(ii) იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მითითებულია იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნების სიაში, რომლებიდანაც ნებადართულია თევზის პროდუქტების იმპორტი მე-11 მუხლის შესაბამისად, რათა მან განახორციელოს მომდევნო შემოწმება, სრული დასტურის მინიჭების ან პირობითი დასტურის ვადის გაგრძელების თვალსაზრისით, მე-3(1)(b) მუხლის შესაბამისად ან დასტურის განხილვის მიზნით, მე-3(4) მუხლის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულმა უფლებამოსილმა ორგანომ შემოწმება შეიძლება განახორციელოს მანამ, სანამ გემი ზღვაშია ან როდესაც ის სხვა წევრი სახელმწიფოს ან მესამე მხარის პორტშია.

4. როდესაც წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილებას ანიჭებს სხვა წევრი სახელმწიფოს ან ისეთი მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს, რათა მან მისი სახელით განახორციელოს შემოწმება მე-3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ორი უფლებამოსილი ორგანო უნდა შეთანხმდეს ამგვარი შემოწმების სახელმძღვანელო პირობებთან დაკავშირებით. აღნიშნული პირობების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას, რომ იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რომლის დროშითაც ცურავს გემი, დაუყოვნებლივ მიიღოს ანგარიშები შემოწმების შედეგების და ნებისმიერი აღმოჩენილი შეუსაბამობის შესახებ ისე, რომ მან შეძლოს აუცილებელი ზომების მიღება.

თავი II

თევზის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლი

თევზის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლი შედგება, სულ მცირე, ქვემოთ მითითებული კომპონენტებისგან:

A. ორგანოლეპტიკური შემოწმება

შემთხვევითი ორგანოლეპტიკური შემოწმებები უნდა განხორციელდეს წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ამგვარი შემოწმებების ერთადერთი მიზანია გაერთიანების კანონის შესაბამისად დადგენილი პროდუქტის სიახლის კრიტერიუმის შესაბამისობის შემოწმება. კერძოდ, აღნიშნული გულისხმობს შემოწმებას (წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე), რომ თევზის პროდუქტები, სულ მცირე, აღემატება გაერთიანების კანონის შესაბამისად დადგენილი პროდუქტის სიახლის კრიტერიუმის საწყის მაჩვენებლებს.

B. სიახლის მაჩვენებლები

როდესაც ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგად წარმოიშვება რაიმე ეჭვი თევზის პროდუქტების სიახლესთან დაკავშირებით, შესაძლებელია აღებულ იქნეს სინჯები და მათ ჩაუტარდეთ ლაბორატორიული შემოწმება აქროლადი აზოტის (TVB-N) და ტრიმეტილამინ აზოტის (TMA-N) საერთო დონის დასადგენად.

უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიყენოს გაერთიანების კანონის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმები.

როდესაც ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგად წარმოიშვება რაიმე ეჭვი იმ სხვა გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, შემოწმების მიზნი საჭიროა სათანადო სინჯების აღება.

C. ჰისტამინი

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჰისტამინზე შემოწმება უნდა ჩატარდეს გაერთიანების კანონის შესაბამისად ნებადართული დონეებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

D. ნარჩენები და დამაბინძურებელი ნივთიერებები

ნარჩენებისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების დონის შესამოწმებლად შემოღებულ უნდა იქნეს მონიტორინგის ღონისძიებები გაერთიანების კანონის შესაბამისად.

E. მიკრობიოლოგიური შემოწმებები

საჭიროების შემთხვევაში, მიკრობიოლოგიური შემოწმებები უნდა ჩატარდეს გაერთიანების კანონით განსაზღვრული სათანადო წესებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.

F. პარაზიტები

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმება უნდა ჩატარდეს პარაზიტების შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისობასთან დადასტურების მიზნით.

G. მომწამლავი თევზის პროდუქტები

შემოწმება უნდა ჩატარდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბაზარზე არ მოხვდეს ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები:

1. შემდეგი ოჯახების მომწამლავი თევზი: ტეტრაოდონტიდა, მოლიდა, დიოდონტიდა და კანტიგასტერიდა; და

2. ისეთი ბიოტოქსინების შემცველი თევზის პროდუქტები, როგორებიცაა სიგუატერა ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა ტოქსინები. თუმცა, ის თევზის პროდუქტები, რომლებიც ნაწარმოებია ორსაგდულიანი მოლუსკებიდან, კანეკლიანებიდან, გარსით დაფარულებიდან და ზღვის გასტროფოდებიდან, შეიძლება გატანილ იქნეს ბაზარზე, თუ ის წარმოებულია რეგულაციის (EC) No .../200437 III დანართის VII ქვეთავის მიხედვით და შეესაბამება აღნიშნული ქვეთავის V თავის მე-2 ქვეპუნქტს.

თავი III

შემოწმების შემდგომი გადაწყვეტილებები

თევზის პროდუქტები ადამიანისათვის უვარგის საკვებად უნდა ჩაითვალოს, თუ:

1. ორგანოლეპტიკურმა, ქიმიურმა, ფიზიკურმა ან მიკრობიოლოგიურმა შემოწმებებმა ან პარაზიტების გამოსავლენად ჩატარებულმა შემოწმებებმა დაადასტურა მათი შეუსაბამობა გაერთიანების შესაბამის კანონმდებლობასთან;

2. მათი საკვებად ვარგისი ნაწილები შეიცავს დამაბინძურებელ ნივთიერებებს და ნარჩენებს, რომელთა რაოდენობაც აღემატება გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ დონეს ან იმ დონეს, როდესაც საკვების სახით მიღებული დაანგარიშებული რაციონი აღემატება ადამიანისათვის დასაშვებ დღიურ ან ყოველკვირეულ რაციონს;

3. ისინი ნაწარმოებია:

(i) მომწამლავი თევზისაგან,

(ii) იმ თევზის პროდუქტებისაგან, რომელიც არ შეესაბამება II თავის, G ნაწილის, მე-2 ქვეპუნქტის მოთხოვნას ბიოტოქსინებთან დაკავშირებით, ან

(iii) ორსაგდულიანი მოლუსკებიდან, კანეკლიანებიდან, გარსით დაფარულებიდან ან ზღვის გასტროფოდებიდან, რომლებშიც შემავალი ზღვის ბიოტოქსინებს საერთო რაოდენობა აღემატება რეგულაციაში (EC) No.../200438 დონეს; ან

4. უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ ის შეიძლება საშიში იყოს ადამიანებისათვის ან ცხოველებისათვის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო არ არის შესაფერისი ადამიანის მიერ გამოყენებისათვის.

დანართი IV

ნედლი რძე და რძის პროდუქტები

თავი I

რძის მწარმოებელი საწარმოების კონტროლი

1. რძის მწარმოებელ საწარმოებში განთავსებულ ცხოველებს უნდა უტარდებოდეს სახელმწიფო კონტროლი, რათა შემოწმდეს ნედლი რძის წარმოებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და კერძოდ ის, რომ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტების გამოყენების წესები დაცულია. აღნიშნული კონტროლი შეიძლება განხორციელდეს კვალიფიციური ვეტერინარის მიერ ვეტერინარული შემოწმებების დროს, ცხოველების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ან ცხოველების კეთილდღეობის შესახებ გაერთიანების დებულებების შესაბამისად.

2. თუ არსებობს ეჭვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით რომ ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაცული არ არის, უნდა შემოწმდეს ცხოველების ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

3. რძის მწარმოებელი საწარმოები უნდა შემოწმდეს ოფიციალურად, რათა გაკონტროლდეს ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის პროცესი. აღნიშნული სახელმწიფო კონტროლი შეიძლება მოიცავდეს პროფესიული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ შემოწმებებს ან/და კონტროლის მონიტორინგს. თუ აღმოჩნდება, რომ ჰიგიენური მდგომარეობა არასათანადოა, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გააკონტროლოს შესაბამისი ზომების მიღება არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

თავი II

ნედლი რძის კონტროლი მისი აღებისას

1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გააკონტროლოს რეგულაციის (EC) No .../200439, III დანართის LX ქვეთავის I თავის III ნაწილის შესაბამისად ჩატარებული შემოწმება.

2. თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებელმა, უბრალო დათვლასთან და სომატური უჯრედების დათვლის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის პირველი შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში მდგომარეობა არ გამოასწორა, ნედლი რძის მიწოდება რძის მწარმოებელი კომპანიებიდან უნდა შეჩერდეს ან – უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის ან ძირითადი მითითებების შესაბამისად დაექვემდებაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის აუცილებელ იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება ამ რძის დამუშავებისა და მოხმარების მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული შეჩერება ან მოთხოვნები ძალაში რჩება იმ დრომდე, სანამ სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი არ დაადასტურებს, რომ ნედლი რძე კვლავ შეესაბამება კრიტერიუმებს.

დანართი V

საწარმოები, რომლებიც არ ექვემდებარება მე-12(1) მუხლში მითითებულ აუცილებელ პირობებს

არ არის აუცილებელი ქვემოთ მითითებული მესამე მსოფლიოს ქვეყნის საწარმოების შეყვანა მე-12(4) მუხლის მიხედვით შედგენილ და განახლებულ ჩამონათვალში:

1. საწარმოები, რომელიც ვაჭრობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, რომლებიათვისაც რეგულაციის (EC) No /200440 III დანართი არ განსაზღვრავს მოთხოვნებს;

2. საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ პირველად წარმოებას;

3. საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სატრანსპორტო ოპერაციებს;

4. საწარმოები, რომლებიც ასაწყობებენ მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც არ საჭიროებენ შენახვას კონტროლირებადი ტემპერატურის პირობებში.

დანართი VI

იმპორტზე თანდართულ სერთიფიკატებთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. იმ გამგზავნი მესამე მსოფლიოს ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელმა, რომელიც გასცემს გაერთიანების ქვეყნებისთვის გამიზნული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სასაქონლო პარტიის თანმხლებ სერთიფიკატს, ხელი უნდა მოაწეროს აღნიშნულ სერთიფიკატს და უზრუნველყოს მასზე ოფიციალური ბეჭედის არსებობა. ეს პირობა ეხება სერთიფიკატის თითოეულ ფურცელს, თუ ის შედგება ერთზე მეტი გვერდისაგან. თევზის დამამუშავებელი გემის შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ ამ ან სხვა გემის კაპიტანს შეიძლება მიანიჭოს ხელმოწერასთან დაკავშირებული უფლებამოსილება.

2. სერთიფიკატები უნდა შედგეს გამგზავნი მესამე მსოფლიოს ქვეყნის და იმ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე, რომელშიც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, ან მათ უნდა დაერთოს ზემოაღნიშნულ ენაზე ან ენებზე თარგმანის დამოწმებული ვერსია. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიკატებს აგრეთვე უნდა დაერთოს ამ წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ენებზე თარგმნის დამოწმებული ასლი. თუმცა, წევრი სახელმწიფო შეიძლება დათანხმდეს გაერთიანების იმ ოფიციალური ენის გამოყენებაზე, რომელიც არ წარმოადგენს მის ოფიციალურ ენას.

3. სერთიფიკატის დედანი გაერთიანების ქვეყნებში შესვლისას თან უნდა ერთვოდეს სასაქონლო პარტიას.

4. სერთიფიკატები უდა მოიცავდნენ:

(a) ცალკეულ ქაღალდის ფურცელს; ან

(b) ორ ან მეტ გვერდს, რომლებიც წარმოადგენენ ერთიან და განუყოფელ ქაღალდის ფურცელს; ან

(c) ამგვარად დანომრილი გვერდების თანმიმდევრობას, რომელიც მიუთითებს, რომ ის არის ცალკეული გვერდი გვერდების სასრულ თანმიმდევრობაში (მაგ. „ოთხი გვერდიდან მე-2 გვერდი“).

5. სერთიფიკატებს უნდა გააჩნდეთ განსაკუთრებული საიდენტიფიკაციო ნომერი. როდესაც სერთიფიკატი შედგება რამდენიმე გვერდისგან, თითოეულ მათგანზე მითითებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული ნომერი.

6. სერთიფიკაის გამოცემა უნდა მოხდეს მანამ, სანამ გასამგზავრებელი პარტია დატოვებს გამგზავრების მესამე მსოფლიოს ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ზონას.


1 ოფიციალური ბიულეტენი, C 262 E, 28.12.1999, გვ. 449;

2 ოფიციალური ბიულეტენი, C 95, 30.09.2003, გვ. 22;

3 ევროპარლამენტის 2003 წლის 5 ივნისის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში), საბჭოს 2003 წლის 27 ოქტომბრის საერთო მოსაზრება (ოფიციალური ბიულეტენი, C 48 E, 24.02.2004, გვ. 82), ევროპარლამენტის 2004 წლის 30 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

4 ოფიციალური ბიულეტენი, გვერდი ...

5 ოფიციალური ბიულეტენი, გვერდი ...

6 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

7 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

8 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 06.08.1999, გვ. 23;

10 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

11 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01. 02.2002, გვ. 1.რეგულაცია, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა რეგულაციის (EC) No 1642/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ. 4);

12 ოფიციალური ბიულეტენი L 273, 24. 07.2002, გვ. 1.რეგულაცია, რომელშიც ბოლო ცვლილება შევიდა კომისიის რეგულაციით (EC) No 813/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 29.09.2003, გვ. 22);

13 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

14 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

15 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

16 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

17 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

18 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

19 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

20 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

21 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

22 ამ რეგულაციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ;

23 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ რეგულაციის ნომერი (იხ. პირველი რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

24 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

25 იხ. ოფიციალურ ბიულეტენის გვ. ...;

26 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

27 ოფიციალური ბიულეტენი, L 147, 31.05.2001, გვ. 1. რეგულაცია, რომელიც ბოლოს შესწორდა კომისიის რეგულაციით (EC) No 2245/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 133, 20.12.2003, გვ. 28);

28 ოფიციალური ბიულეტენი L 125, 24. 07.1996, გვ. 10. დირექტივა, რომელშიც ბოლოს შევიდა ცვლილება რეგულაციით (EC) No 806/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.5.2003, გვ. 1;

29 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

30 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

31 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

32 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

33 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

34 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

35 ოფიციალური ბიულეტენი, L 77, 16.03.2001, გვ. 1. რეგულაცია, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით (EC) No 655/2004 (ოფიციალური ბიულეტენი, L 104, 08.04.2004, გვ. 48).

36 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

37 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

38 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

39 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი);

40 ოფიციალურ ბიულეტენთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი: მიუთითეთ იმ რეგულაციის ნომერი, რომელიც ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის კონკრეტულ წესებს (იხ. მეორე რეგულაციის პირველი დეკლარაციული ნაწილი).