„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.019883
174
31/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
330130000.10.003.019883
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2017 წლის  31 მარტი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  I  სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება):

ა.ა) II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობებისთვის არაუმეტეს 10 დღისა;

ა.ბ) ბახმაროს, ბაკურიანისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) – არაუმეტეს 15 დღისა;

ა.გ) ყველა კლასის იმ შენობა-ნაგებობებისათვის (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა), რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას – არაუმეტეს 15 დღისა;

ა.დ)  V კლასის შენობა-ნაგებობებისათვის – არაუმეტეს 30 დღისა;“.

2. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო შენობა-ნაგებობის საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას და ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია,  უზრუნველყოს სახელმწიფო ზედამხედველის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა.  ადმინისტრაციული წარმოება იწყება ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნის შესახებ უფლებამოსილი პირის განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო:

ა) ამოწმებს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,  მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ)   ახორციელებს საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას;

გ) ახორციელებს შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;

ე) გამოსცემს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ან უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.

3. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საბოლოო ინსპექტირების განხორციელების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების დადგენილი წესით აღმოფხვრის შემდგომ, დამკვეთის მიერ ხელახალი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს შენობა-ნაგებობის ინსპექტირება/შემოწმება.“.

4. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიიღება:

ა) განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში:

ა.ა) III კლასის შენობა-ნაგებობებისთვის (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა);  

ა.ბ) ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული II და III კლასების შენობა-ნაგებობებისათვის;

ბ) განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული IV კლასის  შენობა-ნაგებობებისათვის;

გ) განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში:

გ.ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისთვის (გარდა ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა);

გ.ბ) III კლასის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისა და აგრეთვე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის  1500 მ2-ზე მეტი საანგარიშო ფართობით და მიწის ზედაპირიდან 14 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობა-ნაგებობებისათვის;

დ) განცხადების წარდგენიდან  30 დღის ვადაში:

დ.ა) IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის;

დ.ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ისათვის.“.

5. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდებში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი