„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016207
6
19/04/2017
ვებგვერდი, 20/04/2017
300280000.16.009.016207
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2017 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:

ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;

ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა  ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).“.

ა.ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:

„72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:

ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);

ბ) აქტის შედგენის  შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;

გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;

დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების  ტექნიკურუსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. შემოწმებისთვის საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის (ან მის მიერ უფლებამოსილი პირის) მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს შემოწმება; მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება); მისამართი; აბონენტის ნომერი და გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას.“;

გ) 261 მუხლის:

გ.ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის  ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;

ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში  – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი.  ამასთან:

ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია-უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);

ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით (წერილობით ან ელექტრონულად), რათა მოხდეს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის“ (დანართი №4) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში)  უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

ძაბვის

საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების უზრუნველყოფის

პერიოდი - ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

40

400

0.380

1-10

40

1200

10 დან -30

40

4700

30 დან-50

40

7000

50 დან -80

40

10500

80 დან - 100

40

12000

100 დან-120

40

14000

120 დან -150

40

18000

150 დან -200

45

23000

200 დან -320

60

33000

320 დან -500

60

50500

500 დან -800

90

80000

800 დან -1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500 დან -1000

90

94000

1000 დან -1500

90

137000

1500 დან -2000

90

177000

2000 დან -3000

90

257500

3000 დან -5000

90

416000

“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი