„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016788
30
04/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
100020020.22.038.016788
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №30

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016524) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ან თავისუფლებააღკვეთილი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
32. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი