,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016228
2-72
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
010240030.22.032.016228
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-72

2017 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა) იურიდიული სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების სამმართველო;

ა.გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო;

ა.დ) ქონების მართვის სამმართველო;

ა.ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ფინანსური სამსახური;

გ ) ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახური;

დ) მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახური;

ე ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური;

ვ) მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური;

ზ ) ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური;

თ ) ბიოაგროწარმოების სამსახური;

ი ) მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი;

კ ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი;

ლ) სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახური;

მ ) აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური;

ნ) საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახური;

ო ) რისკის შეფასების სამსახური;

პ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური;

ჟ) მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია);

რ) მცენარეთა მიკროკლონური ( in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახური;

ს) ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური;

ტ) აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური.”

2.    მე-6 მუხლის:

ა) მე-3 -მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახურის   ფუნქციებია:

ა) ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო თემატიკების განხორციელების მონიტორინგი  და  შეფასება;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების ეკონომიკური ანალიზის   განხორციელება;

გ) ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით  განხორციელებული  საქმიანობების  ანგარიშების სისტემატიზაცია;

დ) სამეცნიერო თემატიკების დაგეგმვაში მონაწილეობა სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმასთან მიმართებაში.

4.  მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახურის  ფუნქციებია:

ა) ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გაშენებისა და მოვლის უსაფრთხო, თანამედროვე ბიოდინამიკური მეთოდების კვლევა, დამუშავება და  დანერგვა;

ბ) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების ქვეყნის შიგნით წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება, საბაზისო და სერტიფიცირებული ნერგის წარმოების ხელშეწყობა;

გ) ვაზისა და ხეხილოვან კულტურათა გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მოძიება, გენოფონდის  დაცვა–კონსერვაცია;

დ) ახალი ჯიშების, მათ შორის, საძირეების ინტროდუქცია, სელექცია და ჯიშთა გამოცდა, პროდუქტიულობისა  და  კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება.

5. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის   ფუნქციებია:

ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და საბოსტნე პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა-მოყვანის მეთოდების კვლევა, დამუშავება, ტექნოლოგიების გავრცელება;

ბ) ჯიშთა გამოცდა, შერჩევა, პირველადი მეთესლეობა, სელექციურ მიღწევათა პოპულარიზაცია;

გ) თესლის, საჩითილე და სარგავი მასალის წარმოების მეთოდების კვლევა, შემუშავება ღია და დახურულ გრუნტში;

დ) საქართველოს პირობებისთვის აპრობირებული, ამჟამად არაკულტივირებული, მივიწყებული ჯიშების კვლევა და აღდგენის  ხელშეწყობა;

ე) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგიის  სრულყოფა  და გავრცელება.

6. მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ღვინისა     და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანოლეპტიკური და სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;

ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების თანამედროვე მეთოდების კვლევა;

გ) ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების შენახვა-გადამუშავების მეთოდების კვლევა;

დ) ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და   პოპულარიზაცია.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის   ფუნქციებია:

ა) მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის მახასიათებლების განსაზღვრისა და იდენტიფიკაციის მეთოდების   კვლევა;

ბ) მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და  გასამრავლებელი  მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათი კონტროლისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების კვლევა;

გ) მცენარეთა თესლსა და სარგავ მასალებზე ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალებზე შესაბამისობის შეფასების პროცედურების  განხორციელება და სერტიფიკატების გაცემა;

დ) თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის ლაბორატორიული  მეთოდების კვლევა;

ე) თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზების ჩატარება;

ვ) მცენარეთა გენეტიკური რესურსების   სტანდარტებისა და   ნორმების კვლევა;

ზ) თესლის კოლექციების მოძიებია, იდენტიფიკაცია,  დახასიათება,  შენახვა  და  მონიტორინგი  საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად.“;

გ) მე-15 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მარცვლოვანი   კულტურების           კვლევის        სამსახურის ფუნქციებია:

ა) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების ჯიშთა გამოცდა, გასავრცელებლად შერჩევა, სელექციური სამუშაოების წარმოება, პირველადი   მეთესლეობა;

ბ) მივიწყებული და ნაკლებად გავრცელებული მარცვლოვანი კულტურების რეაბილიტაცია, აგროტექნიკის დამუშავება, თესლბრუნვაში მათი ადგილის შერჩევა და   ათვისება;

გ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კონდიციური თესლის მიღების ტექნოლოგიების სრულყოფა და ფერმერულ მეურნეობაში გავრცელების რეკომენდაციების დამუშავება;

დ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების ენდემების მოპოვება, სელექციური გაუმჯობესება, გამრავლება და კომერციული შეფასება, მათი გენეტიკურ ბანკში განთავსება  და პოპულარიზაცია;

ე) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების წარმოების მინდვრის დღეების მოწყობა, ფერმერთა ტრეინინგების ორგანიზება, შერჩეული ჯიშების პოპულარიზაცია;

ვ) მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე აგროტექნოლოგიის  სრულყოფა  და დანერგვა.“

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16-მე-19 პუნქტები:

„16. მოლეკულური მარკირების ლაბორატორიის (დნმ ლაბორატორია)  ფუნქციებია:

ა) ქართული ვაზის იშვიათი და მცირედ გავრცელებული ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა. ენდემური ხეხილოვანი კულტურების ჯიშების კვლევა მოლეკულური გენეტიკის  თანამედროვე  მეთოდებით;

ბ) ქართული ენდემური ერთწლოვანი კულტურების (ხორბლების და მათი წინამორბედების, ტექნიკური და სამარცვლე კულტურების) გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მოლეკულური  მარკერების მეშვეობით.

17. მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის  სამსახურის ფუნქციებია:

ა) კარტოფილის და სხვა ერთწლოვანი კულტურების უვირუსო მიკროკლონების    მიღება;

ბ) მრავალწლოვანი მერქნიანი მცენარეების (ვაზი, ხეხილი, კენკროვანი კულტურები) მიკროგამრავლება და ეფექტური ტექნოლოგიების   შემუშავება;

გ) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) ტექნოლოგიების გამოყენება მცენარეთა სელექციაში - მტვრის მარცვლის კულტურა და სხვა;

დ) მიკროკლონების აკლიმატიზაცია და ორანჟერიაში კულტივირება;

ე) მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გენეტიკური ბანკის  მოწყობა;

ვ) სამეცნიერო ექსპერიმენტების განხორციელება.

18. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის   ფუნქციებია:

ა)  ჩაის  კულტურის მოვლა -მოყვანისა და გადამუშავების  თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება;

ბ) მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება;

გ) სუბტროპიკული კულტურების გენოფონდის მოძიება, დაცვა და   კონსერვაცია;

დ) ახალი პერსპექტიული ჯიშების და საძირეების ინტროდუქცია, ჯიშთა   გამოცდა;

ე) ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება;

ვ) სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური და ფენოტიპური კვლევა, მათი სამეურნეო მაჩვენებლების შესწავლა;

ზ) ინსტრუქციების, რეკომენდაციების, ტექნოლოგიური სქემების და აგროწესების შემუშავება.

19. აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური:

ა) ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია-გაშენების ტექნოლოგიების   შემუშავება;

ბ) პერსპექტიული  აგროსატყეო კულტურების ინტეგრირება საქართველოს  პირობებისთვის;

გ)   სწრაფმზარდი  არაინვაზიური   მერქნიანი სახეობებისა და ფორმების ინტროდუქცია- გამოცდა;

დ) ბიოეკონომიკური და ენერგეტიკული პლანტაციების გაშენების თანამედროვე მიდგომების  კვლევა;

ე) იშვიათი მერქნიანი სახეობების აღწერა-ინვენტარიზაცია, რუკების შედგენა და კვლევა;

ვ) თესლთა ბანკის შექმნა და ერთიანი  მონაცემთა ბაზის   შევსება;

ზ) მნიშვნელოვანი სახეობების ცოცხალი კოლექციის მოწყობა და   კვლევა;

თ) ტყის ბუნებრივი  რესურსების მდგრადი გამოყენება დეგრადირებული მიწების ათვისების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი მაისიდან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი