„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 659-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 450090050.05.001.018400
659-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
450090050.05.001.018400
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული დოკუმენტი – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი;“;

ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონული გამოცემა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობა და რომლის ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებით;“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ელექტრონული გამოცემის სავალდებულო გადაცემა

1. ელექტრონული გამოცემა გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ელექტრონულ გამოცემაზე, რომლის ელექტრონული საშუალების გარეშე გამოყენება შეუძლებელია, გარდა კომპიუტერული პროგრამისა და კომპიუტერული თამაშისა.

3. დოკუმენტის მწარმოებელმა ელექტრონული გამოცემა მის მიმღებს ისეთი სახით უნდა გადასცეს, როგორითაც ის საზოგადოებრივი გამოყენებისათვის ვრცელდება.“.

4. მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაიცვან ელექტრონული გამოცემა მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ელექტრონული გამოცემის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიღებული ელექტრონული გამოცემის სისრულის კონტროლი;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N659-IIს