„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
  • Word
563
07/12/2004
სსმ, 144, 08/12/2004
040.030.000.08.002.003
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №563

2004 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004წ., №126, მუხ. 1107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტში სიტყვები: „ერთ თვეში“ შეიცვალოს სიტყვებით: „2005 წლის 21 თებერვლამდე“ და მე-3 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2005 წლის 21 თებერვლამდე საქსტანდარტის დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ფუნქციათა ასახვა“.

2. მე-4 პუნქტში სიტყვები: „2004 წლის 10 დეკემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით: „2005 წლის 21 თებერვლამდე“ და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2005 წლის 21 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიის ცენტრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო;

გ) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი.“.

 მ. სააკაშვილი