„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016982
184
05/06/2017
ვებგვერდი, 07/06/2017
200090000.22.033.016982
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №184

2017 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:

„23. იმ შემთვევაში, თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სასარგებლოდ გადახდილი და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების“ საფუძველზე დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, დაკავებული გადასახადის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებისა და საგადასახადო აგენტის დასტურის საფუძველზე.

24. თანხის დაბრუნება განხორციელდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე განცხადების წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი