„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016497
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
19/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
120340000.22.026.016497
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2017 - 19/07/2017)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №46

2017 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მათ მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;

გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის, სარდლობის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების წარდგენა J-4 დეპარტამენტში;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;”.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სარდლობის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვისა და დაცვის ორგანიზება;“;

ბ) „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სარდლობის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;”.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ხელმძღვანელობა

1. სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური;

ბ) შტაბი:

ბ.ა) G-1 სამსახური;

ბ.ბ) G-2 სამსახური;

ბ.გ) G-3 სამსახური;

ბ.დ) G-4 სამსახური;

ბ.ე) G-6 სამსახური;

ბ.ვ) ინფრასტრუქტურის სამსახური;

გ) შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა;

დ) საავტომობილო ბაზა;

ე) შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზა;

ვ) საბრძოლო მასალების შენახვის ბაზა;

ზ) ლოგისტიკის ცენტრი (აღმოსავლეთი);

თ) ლოგისტიკის ცენტრი (დასავლეთი);

ი) ტოპოგრაფიული სამსახური.

2. ქვედანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ი“ ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დამოუკიდებელი საშტატო განრიგი, ასევე ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

4. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, კონტროლს უწევს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სარდალს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) ასრულებს სარდლის შესაბამის დავალებებს.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

დ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვა;

ე) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორი და დროული ასახვა შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ვ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;

ზ) კანონმდებლობით ნებადართული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება;

თ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი გათვლების წარმოება;

ი) ქვედანაყოფის შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;

კ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენის უზრუნველყოფა;

ლ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.

2. შტაბის ფუნქციებია სარდლობის საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა/ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი, რომელსაც ახორციელებს მასში შემავალი ქვედანაყოფების მეშვეობით:

ა) G-1 სამსახური უზრუნველყოფს სარდლობის პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში. პირადი შემადგენლობის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობის წარმართვას, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, საშტატო განრიგის და სტრუქტურის დაგეგმვას;

ბ) G-2 სამსახური უზრუნველყოფს სარდლობას სადაზვერვო ინფორმაციით, ახორციელებს დაზვერვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

გ) G-3 სამსახური უზრუნველყოფს:

გ.ა) სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარებას;

გ.ბ) სარდლობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავებას;

გ.გ) სარდლობაში შემავალი მართვის ცენტრის ფუნქციონირებას;

გ.დ) სარდლობის ქვედანაყოფების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლს, ოპერაციების დაგეგმვას, მომზადებას და შესრულების კონტროლს;

გ.ე) სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს, სარდლობის წინაშე დასახული ამოცანების დროულად დაყვანას შემსრულებლებამდე და შესრულების კონტროლს;

გ.ვ) დასახული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების, პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაზიდვების დაგეგმვის ორგანიზებას სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

დ) G-4 სამსახური უზრუნველყოფს:

დ.ა) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას ჯავშანტექნიკით, საავტომობილო და საინჟინრო ტექნიკით, სამხედრო-ტექნიკური და საინჟინრო-ქიმიური საშუალებებით, საფრენი აპარატებით და მცურავი საშუალებებით, სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათი მარაგნაწილებით და საბრძოლო მასალებით. მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

დ.ბ) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სანივთე და საკანცელარიო ქონებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სურსათ-სანოვაგით, სამზარეულო და სხვა ინვენტარით, სამეურნეო ქონებით; მათი მიღების, განთავსების, შენახვის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას;

დ.გ) მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას;

ე) G-6 სამსახური უზრუნველყოფს სარდლობის კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს. ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზებას, კავშირგაბმულობის სისტემების ფუნქციონირების კონტროლს და მონიტორინგს;

ვ) ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს:

ვ.ა) სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას, მართვის/განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადებას;

ვ.ბ) J-4 დეპარტამენტის დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით, კომუნალური დანახარჯების აღრიცხვას;

ვ.გ) სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლს;

ვ.დ) არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადების ორგანიზებას;

ვ.ე) პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ორგანიზებას და საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფების მუშაობის კოორდინაციას;

ვ.ვ) სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობების, სხვა შესაბამისი სამუშაოების დაპროექტებას და სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას;

ვ.ზ) თავდაცვის სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, მათი კონსტრუქციული უსაფრთხოების რესურსებისა და საიმედოობის შეფასებას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საშიში სიტუაციებისას;

ვ.თ) სამინისტროს სისტემაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების პასპორტიზაციას, ფაქტობრივი სეისმომედეგობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნა-რეკომენდაციების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გამაგრების ღონისძიებების საპროექტო რეალიზაციას;

ვ.ი) სამინისტროს სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეკონსტრუქციის, ასევე ახალი საპროექტო ობიექტების კონსტრუქციულ გადაწყვეტაში ინოვაციური მიდგომებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებას.

3. შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, კავშირგაბმულობის საშუალებების, მარაგ-ნაწილების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ბ) სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და ტექნიკის, ჯავშანტექნიკის, ოპტიკური ხელსაწყოების, რადიოლოკაციური სისტემების კავშირგაბმულობის საშუალებების, საინჟინრო ტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.

4. საავტომობილო ბაზის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შეიარაღებული ძალების ცენტრალიზებული საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების უზრუნველყოფა, სპეციალური ტექნიკით მომსახურება და იმ მსუბუქი ავტომანქანებით ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, რომლებიც ემსახურებიან სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის თანამდებობის პირებს;

ბ) ტვირთების დამუშავების, ასევე საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების წარმოება;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციების საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურება.

5. შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის ძირითადი ფუნქციაა შეიარაღების, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

6. საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის ძირითადი ფუნქციაა საბრძოლო მასალების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

7. ლოგისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჭირო სანივთე ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქვედანაყოფებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების) და კომუნიკაციების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა;

ე) სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის და სამზარეულო ინვენტარის მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ვ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფას ახორციელებენ დისტრიბუციის გზით.

8. ლოგისტიკის ცენტრის (დასავლეთი) ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჭირო სანივთე ქონების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქვედანაყოფებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებისა და ტექნიკური საშუალებების მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების) და კომუნიკაციების აღრიცხვა, მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქვედანაყოფების მიერ მოხმარებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ასევე პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო და კომუნალური მომსახურების აღრიცხვა;

ე) სამხედრო ქვედანაყოფებისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის და სამზარეულო ინვენტარის მარაგების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა;

ვ) სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შესაბამის ობიექტებზე სარემონტო-საავარიო სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ქვედანაყოფების უზრუნველყოფა საყაზარმო და საოფისე ინვენტარითა და ავეჯით, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფას ახორციელებენ დისტრიბუციის გზით.

9. ტოპოგრაფიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მშვიდობიანობის, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს სისტემის უზრუნველსაყოფად ტოპოგეოდეზიური სამუშაოების წარმოება, განახლებული ციფრული და ანალოგიური ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, აერო და სატელიტური ფოტომასალის მომზადება, მათი აღრიცხვა და შენახვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელ აეროგადაღებით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;

გ) სამინისტროს პოლიგრაფიული მომსახურება, შეიარაღებულ ძალებში ტოპოგეოდეზიური მომზადების ორგანიზების სპეციალურ-მეთოდური ხელმძღვანელობა, სამინისტროს ინტერესის სფეროს განკუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო აღწერა და დოკუმენტირება.“.

6. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების დამატებითი კომპეტენცია, საქმიანობის წესი და პროცედურა, სარდლობის ამოცანებისა და ფუნქციების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია