დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016352 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 010250020.35.158.016271) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
დანართი 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
|
1. საკრებულოს თანამდებობის პირები
ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2200 ლარი; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 2050 ლარი; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2050 ლარი. 2. პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე ა) საჯარო დაწესებულების I სტ. ერთეულის ხელმძღვანელი – 1900 ლარი. 3. მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე; ა) I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 840 ლარი; ბ) II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 840 ლარი; გ) III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 780 ლარი. 4. მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე ა) I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 705 ლარი; ბ) II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 600 ლარი; გ) III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 550 ლარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები